არაერთხელ გვაქვს ეს მოსმენილი - „ახლა ჩამოვალ“, „ახლა ჩამოვალ“. თუ უნდა ჩამოვიდეს, - ასე უპასუხა „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ კითხვას საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით.
„მე ეს არაფერში მჭირდება, თუ ჩამოსვლა უნდა ჩამოვიდეს. არაერთხელ გვაქვს ეს განცხადებები მოსმენილი - „ახლა ჩამოვალ“, „ახლა ჩამოვალ“, თუ უნდა ჩამოვიდეს, მე რაში უნდა მჭირდებოდეს?“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ლაივის დროს განაცხადა, რომ თუ ქვეყნის მოსახლეობა ხელს გაანძრევს, „ჩამოვალ და ყველაფერზე ვარ წამსვლელი“.
imedinews.ge