ზურაბ ჯაფარიძე: როცა შვილს მოგიკლავენ და შენგან ლორდთა პალატის წევრისთვის შესაფერის ქცევას ითხოვენ, ეგეთი სახელმწიფოს…

ზურაბ ჯაფარიძე: როცა შვილს მოგიკლავენ და შენგან ლორდთა პალატის წევრისთვის შესაფერის ქცევას ითხოვენ, ეგეთი სახელმწიფოს…

access_time2018-11-12 10:25:17

“გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე ზაზა სარალიძის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

“როდესაც დღისით, მზისით მოგიკლავენ შვილს.

 

როდესაც თვეების განმავლობაში ხედავ რომ გამოძიება არ ხდება ისე როგორც უნდა ხდებოდეს.

 

როდესაც თვეების განმავლობაში ყვირი ყველგან სადაც ხმა მიგიწვდება რომ შეიძლება რეალურ მკვლელებს ვიღაც ხელს აფარებდეს, და პასუხად იღებ მხოლოდ იმას რომ უნდა დაელოდო გამოძიებას.

 

როდესაც გამოძიება სრულდება და სასამართლო გეუბნება რომ მაღალი ალბათობით შენი შვილის მკვლელი თავისუფლად დადის ქუჩებში.

 


როდესაც, მიუხედავად ამისა, ერთადერთი პასუხი რომელსაც ხელისუფლებისგან იღებ, არის პროკურატურის ფორმალური მმართველის თანამდებობიდან წასვლა.

 

როდესაც ქუჩაში დაუღალავად დგომით აღწევს იმას რომ შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, მაგრამ ერთადერთი რასაც შედეგად ავლენ საგამოძიებო ორგანოების ტოტალური უვიცობა და უტიფრობაა.

 

როდესაც ნათლად ხედავ რომ სუბელიანი, ადამიანი რომელზეც ეჭვი გაქვს რომ ‘ალაგებდა’ შენი შვილის მკვლელობის საქმეს პროკურატურაში, ფორმალურად დააკავეს შენს გასაჩუმებლად.

 

როდესაც ზუსტად იცი რომ პროკურატურის რეალური მმართველი გამოძიების პერიოდში იყო ფარცხალაძე, და არსებობს ეჭვი რომ ის და სუბელიანი შესაძლოა იკვეთებოდნენ ერთერთ უკანონო ქმედებაში, მაგრამ მისი დაკითხვა დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერაც კი არ ხდება.

 

როდესაც, ამ ყველაფრის ფონზე, მთელი ამ დროის განმავლობაში გაბრალებენ ათას რამეს და შენგან ითხოვენ ლორდთა პალატის წევრისთვის შესაფერის ქცევასა და მეტყველებას.

 

როდესაც ერთადერთი რის კეთებაშიც აზრს ხედავ დარჩენილი ცხოვრება, ქუჩის პროტესტია.

 

და ამ დროს სახელმწიფო მოდის და გეუბნება კარავი რატომ არ გაქვს გამჭვირვალეო.

 

ეგეთი სახელმწიფოს დედაც მოვ..ან!”, – აცხადებს ზურა ჯაფარიძე.





დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, ქვეყანაში...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება
access_time2020-07-04 20:00:13
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან. დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი. პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...


მსგავსი სიახლეები

up