ზურაბ ჯაფარიძე - რამდენიც არ უნდა ვთქვათ, კარგი იქნება თუ ივანიშვილი და სააკაშვილი გაიწევიან პოლიტიკიდან, ასე არ ხდება, ზღაპარში ხომ არ ვცხოვრობთ?! - ჯერჯერობით დაღლის არაფერი არ ეტყობა არც ერთს და არც მეორეს

ზურაბ ჯაფარიძე - რამდენიც არ უნდა ვთქვათ, კარგი იქნება თუ ივანიშვილი და სააკაშვილი გაიწევიან პოლიტიკიდან, ასე არ ხდება, ზღაპარში ხომ არ ვცხოვრობთ?! - ჯერჯერობით დაღლის არაფერი არ ეტყობა არც ერთს და არც მეორეს

access_time2021-01-14 17:20:00

რამდენიც არ უნდა ვთქვათ, რომ კარგი იქნება თუ ივანიშვილი და სააკაშვილი გაიწევიან პოლიტიკიდან და ეს გააჯანსაღებს სიტუაციას, ასე არ ხდება, ზღაპარში ხომ არ ვცხოვრობთ?! პოლიტიკა არის ასეთი სფერო, სადაც ძალით უნდა გაწიო ვიღაცები, არავინ საკუთარი ნებით პოლიტიკურ ძალაუფლებას არ თმობს, თუ არ დაიღალა და მართლა არ წავიდა, ჯერჯერობით დაღლის არაფერი არ ეტყობა არც ერთს და არც მეორეს,- ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „მეტი თავისუფლება-გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა.



მისი თქმით, პრობლემას ის წარმოადგენს, რომ საზოგადოების მხრიდან ერთგვარი დაკვეთაა ბელადის ტიპის პოლიტიკოსებზე და ამ გარემოებით განპირობებული პოლარიზაციის დასრულება მხოლოდ სხვა პოლიტიკური პარტიების გაძლიერებით არის შესაძლებელი. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, ხელოვნურად სააკაშვილისა და ივანიშვილის გვერდზე გაწევით პოლარიზების დასრულებას ვერავინ შეძლებს.



„მე, ზოგადად, მგონია, რომ ეგ თვითონ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის გადასაწყვეტია და ვერც ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი გარედან ვერ განსაზღვრავს რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“ ან მიხეილ სააკაშვილი. ზოგადად, მე მგონია, რომ ოპოზიციის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია, თუ პოლიტიკოსები, რომლებიც წლების განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში არიან და რაღაც თვალსაზრისით, დაადასტურეს უკანსკნელი წლების განმავლობაში, რომ მათი პოლიტიკაში წინა ხაზზე ყოფნა აღარაა ოპოზიციისთვის დამატებითი რესურსის მომტანი, წინა ხაზზე აღარ იქნებიან და გადაიწევენ უკან, გნებავთ ეს მიხეილ სააკაშვილი იყოს, გნებავთ ნებისმიერი სხვა. მაგრამ ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, საბოლოო ჯამში, როგორ შეიძლება რომელიმე პოლიტიკოსს ვინმემ მიაღებინოს ასეთი გადაწყვეტილება გარედან მე არ ვიცი.




მე, უბრალოდ, არ მჯერა, საბოლოო ჯამში, რომ ან სააკაშვილი ან ივანიშვილი 100%-ით ჩაეხსნებიან ქართულ პოლიტიკას, ეს უბრალოდ ილუზიაა. შეიძლება ივანიშვილი აღარ იყოს ყოველდღიურ რეჟიმში ჩართული აქტიური გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ივანიშვილის ნებისმიერი გატოკება ამ ქვეყანაში რა მიმართულებით რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას, ნებისმიერ შემთხვევაში, ის პოლიტიკაში ჩარევაა, თუნდაც მის მიერ განხორციელებული საქველმოქმედო ღონისძიებაც უკვე პოლიტიკაა ამ ქვეყანაში და ის ამას ვერ გაექცევა, რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს, რომ წასულია პოლიტიკიდან. ისევე, როგორც სააკაშვილი ამ ქვეყნის მოქალაქეც აღარ არის, მაგრამ მისი ნებისმიერი განცხადება უკრაინული რომელიმე არხისთვის მიცემულიც კი, სადაც საქართველოზე რაღაც გაკვრით იქნება ნათქვამი, უკვე ჩარევაა ქართულ პოლიტიკაში. პოლიტიკოსობა და პოლიტიკაში ჩართვა მხოლოდ ის ხომ არ არის, რომ ფრონტის წინა ხაზზე იყო მაინც და მაინც და საარჩევნო სიის გამსვლელ ნაწილში იყო - ყველაფერი პოლიტიკაა. რაც არ უნდა უნდოდეს ნებისმიერ სხვა პოლიტკკოსს ამ ქვეყანაში, ჩემი ჩათვლით, და ფიქრობდეს, რომ ასე იქნება სწორი თუ ისე იქნება სწორი, საბოლოო ჯამში, ის ამ ადამიანებისა და იმ პოლიტიკური ძალეიბის გადასაწყვეტია.



ჩემი აზრით პრობლემა არის ის, რომ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ საზოგადოების მხრიდან მნიშვნელოვანი დაკვეთა არის ბელადის ტიპის პოლიტიკოსებზე, პიროვნებებს უჭერენ მხარს და არა პოლიტიკურ პროგრამებსა და პოლიტიკურ ხედვებს და ამის შედეგი არის ის, რომ ივანიშვილსაც და სააკაშვილსაც ჰყავს რეგულარული ამომრჩეველი, რომელსაც ისინი არ კარგავენ არასდროს. პოლარიზაციის ჩახსნისთვის, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ სხვა ახალი პოლიტიკური ძალები გაძლიერდნენ, მათ შორის, „გირჩი“ მგონია, რომ არის ერთ-ერთი ასეთი ძალა,“- განაცხადა ჯაფარიძემ.




IPN.GE







დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-25 21:00:45
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. FITCH -მა საქართველოს, ლიბერთისა და თიბისი ბანკს “მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა საქართველოში რეზოლუციის ჩარჩოს ამოქმედების პასუხად, Fitch -მა სამ ქართულ სისტემურ ბანკს „მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა.   2. NDI- საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემები უმუშევრობა,...

Forbes: პანდემიის შედეგად, განვითარებადი ქვეყნების ობლიგაციებზე მოთხოვნა გაიზარდა

Forbes: პანდემიის შედეგად, განვითარებადი ქვეყნების ობლიგაციებზე მოთხოვნა გაიზარდა
access_time2021-01-25 19:45:21
2020 წელს მსოფლიომ თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ღრმა და სწრაფი კრიზისი გადაიტანა. ის ეკონომიკის ან ფინანსების სფეროდან არ მოსულა - სახელმწიფოებმა საკუთარი მოქალაქეები სახლებში საკუთარი ნებით გაუშვეს.   ამის გამო მათ მოქალაქეების და ბიზნესის მხარდაჭერის უპრეცედენტო პროგრამები აამუშავეს. ცენტრალური ბანკების ეფექტურმა და კოორდინირებულმა ქმედებებმა მარტში მთელი მსოფლიო ლიკვიდურობის კრიზისისგან გადაარჩინეს, რის წყალობითაც, 2020 წლის მე-2 კვარტალში ფინანსურმა ბაზარმა ზრდა...

დეფაქტო აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კრიტიკულად იზრდება

დეფაქტო აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კრიტიკულად იზრდება
access_time2021-01-25 18:34:24
„კომერსანტი“ გთავაზობთ EKHOKAVKAZA-ს  სტატიის ქართულ ვერსიას, სადაც გამოყენებულია ოკუპირებულ რეგიონში მოქმედი ტოპონიმები და ტერმინები, რომელთაც რედაქცია არ იზიარებს. აფხაზეთში ბევრი იმედოვნებდა, რომ 2020 წელი კორონავირუსსაც თან გაიყოლებდა, თუმცა, ყველაფერი პირიქით მოხდა  - იანვარის პირველი დღეებში დაინფიცირების შემთხვევათა ნახტომისებრი ზრდა დაფიქსირდა.   დღე-ღამეში დაავადებულთა რაოდენობამ 170-ს გადააჭარბა, რაც...

„ფული რომელიც ჩვენ დღეს ვისესხეთ, ხვალ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა უნდა დაფარონ. - კოტე გაბრიჩიძე

„ფული რომელიც ჩვენ დღეს ვისესხეთ, ხვალ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა უნდა დაფარონ. - კოტე გაბრიჩიძე
access_time2021-01-25 17:30:11
„ეს ჩვენი არჩეული  მთავრობაა და ჩვენ უნდა მივუთითოთ.  არავინ გაჩერდება , პროტესტი იქნება  ბოლომდე, ჩვენ გუშინაც შევუერთდით მიტინგს, რომელიც  სრულიად აპოლიტიკური  იყო და შემდეგ პოლიტიკა მიაბეს.  უბრალოდ,  სტუმარმასპინძლობის ბიზნესის ორგანზებულ აქციაზე პოლიტიკოსები მოვიდნენ. ჩვენ ყველანაირად ვეტყვით იგივე ამირან გამყრელიძეს, რომ  ჯერ ბიუჯეტის შევსებაა...

FITCH -მა საქართველოს, ლიბერთისა და თიბისი ბანკს “მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა

FITCH -მა საქართველოს, ლიბერთისა და თიბისი ბანკს “მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა
access_time2021-01-25 15:21:42
საქართველოში რეზოლუციის ჩარჩოს ამოქმედების პასუხად, Fitch -მა სამ ქართულ სისტემურ ბანკს „მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა.   საფინანსო სექტორში რეზოლუციის კანონმდებლობის შემოღება გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტომ უარყოფითად ჯერ კიდევ 2019 წლის გაზაფხულზე, კანონმდებლობის დაანონსებისას შეაფასა და განაცხადა, რომ თუკი ეს კანონი ამოქმედდებოდა 3 ბანკს: თიბისის, საქართველოს ბანკს და ლიბერთის „მხარდაჭერის რეიტინგს“ არსებული 4 დონიდან 5 დონემდე დაუწევდა.   თუმცა,...


მსგავსი სიახლეები

up