ზურაბ ჯაფარიძე ოპოზიციისთვის მოწოდებაზე შევიდნენ პარლამენტში - ანრიმ თუ მოგვიწოდა, შევვარდებით თავით

ზურაბ ჯაფარიძე ოპოზიციისთვის მოწოდებაზე შევიდნენ პარლამენტში - ანრიმ თუ მოგვიწოდა, შევვარდებით თავით

access_time2020-12-16 23:57:59

ანრიმ თუ მოგვიწოდა, შევვარდებით თავით , - ასე პასუხობს „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ანრი ოხანაშვილის მოწოდებას, რომლის თანახმადაც ოპოზიცია უშუალოდ ჩაერთოს ამნისტიის პროექტის განხილვაში.

როგორც ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები ისევ ჩიხშია და არაფერი შეცვლილა.

„ამ წუთის მდგომარეობით, პოლიტპატიმრებთან მიმართებაში ჯერჯერობით ჩიხია, ისევე როგორც ჩიხია ვადამდელ არჩევნებთან და პლებისციტთან მიმართებაში და არანაირი ალტერნატიული ვერსია არ დევს. ერთადერთი პუნქტი, რომელზეც „ოცნება“ მოდიოდა ბოლო მოლაპარაკების მაგიდაზე, იყო საარჩევნო პროცედურები, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის და ეგეთი რაღაცების ცვლილება. საარჩევნო სისტემასთან მიმართებითაც კი, რაც ოპოზიციის ერთიანი შეჯერებული პოზიცია იყო, იმაზეც არ მოდიოდნენ. ამიტომ ჩემთვის არაფერი შეცვლილა, არც ჩემთვის და არც არავისთვის“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება „ამნისტიის შესახებ“ კანონის ინიცირებას, ჯაფარიძის შეფასებით, ეს ცუდი არ არის, „რადგან უამრავი უდანაშაულო ადამიანი ზის ციხეში“.

„ამინისტიის განხორციელება ზოგადად ცუდი ამბავი არ არის. ციხეში ზის უამრავი ადამიანი, რომელსაც დანაშაული არ ჩაუდენია და სამყაროში არ არსებობს ადამიანი, რომელსაც მან რამე დაუშავა. მაგალითად, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით პატიმრების ერთი მესამედი ზის, რომელსაც არავისთვის არაფერი დაუშავებია და უბრალოდ არიან ციხეში გამოკეტილები და ყველა გამოსაშვებია. მაგ მუხლებს თუ შეეხება ამნისტია და ეს ხალხი გარეთ გამოვა, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები. ბოდიშსაც თუ მოუხდიან კიდევ უფრო კარგი იქნება“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდი ამ კანონის ინიცირებით იმ ადამიანების გათავისუფლებას ცდილობს, რომლებსაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებს უწოდებს, ჯაფარიძე არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მსგავსი საკითხი მოლაპარაკებების მაგიდაზე არ განხილულა.


„ვერსია, რომ ეგ ეგრე მომხდარიყო, არ განხილულა მოლაპარაკებების მაგიდაზე და წარმოდგენა არ მაქვს. ტელევიზიიდან გავიგე, რომ ეგეთი ინიციატივაა, რაღაც მუხლებს ეხება და ამ მუხლებში არ მოიაზრება ის მუხლები, რომლითაც ეს ხალხი ზის და არიან პოლიტპატიმრები. რატომ უნდა ვივარაუდო, რომ „ოცნება“ ასე მიგვანიშნებს, რომ თუ ჩვენ ბოიკოტს მოვხსნით, პარლამენტში შევალთ და მერე განხილვის პროცესში ისინი ამ მუხლებს ჩაამატებენ და ამ ხალხს გამოუშვებენ? როდის ან რითი დაიმსახურეს ეს ნდობა?“- განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტის ინიცირება მოხდა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოპოზიციას მოუწოდა, ​"შებრძანდნენ პარლამენტში და ჩაერთონ უშუალოდ ამნისტიის პროექტის განხილვაში".


IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up