ზურაბ ჯაფარიძე - მე ვრჩები „გირჩში“, ისინიც იძახიან, ჩვენც „გირჩი“ ვართო, ერთმა „გირჩმა“ ხომ აიკლო ქვეყანა და ახლა იქნება ორი

ზურაბ ჯაფარიძე - მე ვრჩები „გირჩში“, ისინიც იძახიან, ჩვენც „გირჩი“ ვართო, ერთმა „გირჩმა“ ხომ აიკლო ქვეყანა და ახლა იქნება ორი

access_time2020-12-07 10:16:52

„გირჩი“ არის იდეა, „გირჩი“ არ არის არც ფურცელი, არც ფეიჯი, არც ჯედ-ები, „გირჩი“ არის ადამიანები, რომლებსაც სჯერათ ამ იდეის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ ლიერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ისევ აპირებს, გააგრძელოს „გირჩის“ კეთება.

„მე ვაპირებ, რომ გავაგრძელო „გირჩის“ კეთება. ნუ, მარტო ჩემზე კი არ არის, ჩემს გვერდით არის უამრავი ადამიანი, ვინც წლების განმავლობაში „გირჩს“ აკეთებდა. ახლა ისე გამოდის, თითქოს „გირჩი“ ოთხი ადამიანი იყო. არა, ოთხი ადამიანი იყო, ვინც შეიძლება, იყო წინა ხაზზე და ადამიანები ხედავდნენ. „გირჩს“ აკეთებდა უამრავი სხვა ადამიანი, რომლებიც ჩემთან ერთად არიან, მათ შორის, მხარდამჭერებიც, დამფინანსებლებიც და ა.შ. ვაპირებ იმის კეთებას, რასაც აქამდე ვაკეთებდი, ისევ გირჩი ვარ, ისევ ზურა გირჩი ჯაფარიძე ვარ, ისევ იმავეს კეთებას ვაპირებ, რასაც აქამდე ვაკეთებდი. ვაგრძელებ ბრძოლას, რისიც მე მჯერა და რისიც ჩემს მეგობრებს სჯერათ“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, ვის დარჩება პარტია, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ რეესტრის ამონაწერი არ აღელვებს და ფურცელს მაშინ გააკეთებს, როდესაც ეს დასჭირდება.

„პარტიას რას ეძახით, გააჩნია. თუ საუბარია იმაზე, რეესტრში ამონაწერს ამოიღებ და იქ რა წერია და რაღაცა, მე ეს არც აქამდე მაინტერესებდა და არც ახლა მაღელვებს. ამ წუთში ვაგრძელებ იმის გაკეთებას, რასაც აქამდე ვაკეთებდი, თუ ოდესმე დამჭირდა ფურცელი, იყოს ეს ფურცელი იმათი, ვისთვისაც ეს ფურცელი ძვირფასია, ასეთ ფურცელს გავაკეთებ მაშინ, როცა დამჭირდება, მაგალითად, არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ეს ამბავი არ ეხება პარლამენტში შესვლა-არშესვლას, საერთოდ სხვა ამბავია. ჩვენი პოზიცია იყო ერთიანი ამ საკითხთან დაკავშირებით, სანამ მე გავწყვიტე მათთან ურთიერთობა და არ მგონია, ახლა, არაფერი ისეთი არ მომხდარა, რომ მათ პოზიცია შეეცვალათ. მგონია, რომ ისევ ერთიანი ვართ მაგ ამბავში“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, აგრძელებს საკუთარ საქმიანობას და „გირჩის“ სხვა წევრებიც გააკეთებენ იმას, რაც უნდათ.


„არანაირი კონსენსუსი არ იქნება, მე ვაგრძელებ ჩემს საქმეს, ისინიც რაც უნდათ, იმას გააკეთებენ, ზრდასრული ადამიანები არიან. მე არ ვთვლი, რომ ისინი არიან „გირჩში“, მე ვთვლი, რომ მე რასაც გავაკეთებ, ის იქნება „გირჩის“ საქმე. მე თუ ვინმე მკითხავს, იმათმა რაღაცა თქვეს ან გააკეთეს, ვიტყვი, რომ ის „გირჩის“ არ არის. მე მათთან ერთად აღარ აპირებ „გირჩის“ გაკეთებას. „გირჩი“ არის იდეა, „გირჩი“ ხომ არ არის რაღაც ფურცელი, არასოდეს ყოფილა „გირჩი“ ფურცელი და არც ახლა იქნება. შესაბამისად, გავაგრძელებ იმის გაკეთებას, რასაც აქამდე ვაკეთებდი. ფურცელი მჭირდება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოსთან მაქვს შეხება. მაგალითად, თუ გადავწყვიტე არჩევნებში მონაწილეობის მიღება, კი დამიდგება ეგეთი მომენტი და როდესაც ეგეთი მომენტი დამიდგება, ფურცელს გავაკეთებ“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისი თქმით, „გირჩის“ ფეისბუქგვერდი და ციფრული ვალუტა მისი ყოფილი თანაგუნდელების მართვის ქვეშ არის და ამ საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა.

„ფეიჯი იმათ აქვთ და შევთავაზეთ, რომ ფეიჯი და სახელი გვაინტერესებდა ჩვენ, მაგრამ გვითხრეს, არაო. მერე შევთავაზე, როგორ შეიძლებოდა, გადაგვეწყვიტა ეს დავა, შევთავაზე „გირჩის ბაბლში“ მოვაწყოთ ე.წ. პოლი, გამოკითხვა და დემოკრატიულად გადავწყვიტოთთქო, რაზეც პასუხი არ გამცეს. მეორე ვერსია იყო, რომ ჩვენ გვაქვს ცალკე ალტერნატიული სისტემა, გვაქვს რა, მე იმ სისტემიდან გამოვალ ახლა, სადაც ჩვენი ციფრული ვალუტა გვაქვს, ჯედებ-იდან, თუნდაც იმით გადაგვეწყვიტა. ანუ იქ არის კონტრიბუცია ასახული იმ ადამიანების, ვისაც რაღაც კონტრიბუცია აქვს გაკეთებული, ნუ ყველა არა, მაგრამ ძირითადი და ეგრე გადავწყვიტოთ-მეთქი, ანუ ან ეს სიტემა აირჩიეთ, ან ის სისტემა. პასუხი საერთოდ არ გამცეს, ორივეზე უარი მითხრეს და რავი, ჰქონდეთ ფეიჯი, ფბ-ს ფეიჯისთვის ხომ არ მოვიკლავ ახლა თავს. ჩემი ფეიჯიც მაქვს და ჩემი ფეიჯითაც შევძლებ ადამიანებამდე რაღაცების მიტანას, ჩემი სათქმელის უპრობლემოდ მიტანას. არ წარმოადგენს ეს რაღაცები ჩემთვის ღირებულებას. „გირჩი“ არ არის არც ფურცელი, არც ფეიჯი, არც ჯედ-ები, „გირჩი“ არის ადამიანები, რომლებსაც სჯერათ ამ იდეის“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

კითხვაზე, საბოლოოდ ვინ რჩება „გირჩში“ და ვინ ვის გარიცხავს, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ არავინ არავის გარიცხვას არ აპირებს.

„არავინ არავის გარიცხავს. მე ვრჩები „გირჩში“. ისინიც, რავი, იძახიან, ჩვენც „გირჩი“ ვართო. ჰოდა, ვნახოთ რა. მე გავაგრძელებ იმას, რასაც ვაკეთებდი. „გირჩის“ ლოგოც მექნება, სახელშიც „გირჩი“ მიწერია და ზუსტად იმავეს გავაკეთებ, რასაც აქამდე ვაკეთებდი. იძახიან, ჩვენც „გირჩი“ ვართო და იძახონ, რა ვუყო. არავის არ ვრიცხავ, მე გამოვდივარ იმ სისტემიდან საერთოდ და ჩემთვის ახალ, სხვა „გირჩს“ ვაკეთებ. კონკურენცია იქნება, კარგია, ორი „გირჩი“ იქნება ერთმანეთთან კონკურენციაში, ერთმა „გირჩმა“ ხომ აიკლო ქვეყანა და ახლა იქნება ორი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up