ვითარება ისედაც დაძაბული იყო და ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ჩიხში შევიდა, გამოსავალი ამ ვითარებიდან ერთადერთია, „ქართული ოცნება“ უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა.
„გამოსავალი აქედან ერთადერთია, ესაა მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა და შეთანხმება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე. უნდა დაიწყოს ნიკა მელიას გათავისუფლების პროცესი, მაგრამ აქამდე რომ მივიდეთ, „ქართული ოცნება“ მოლაპარაკების პროცესს უნდა მოეკიდოს სერიოზულად და არა ისე როგორც ახლა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ამასთან, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ პროცესს სერიოზულად მოეკიდოს, საჭიროა ძალის დემონსტრირება. „ქართულ ოცნებას“ უნდა ვაჩვენოთ ძალა. მათ უნდა დაინახონ, რომ მათ ძალაუფლებას ექმნება საფრთხე. მხოლოდდამხოლოდ ასეთ შემთხვევაში წამოვლენ დათმობაზე. ეს რომ მოხდეს, მნიშვნელოვანია აქციაზე იდგეს ბევრი ადამიანი. ადამიანებმა უნდა გაიაზრონ რა მოხდა დღეს და რა წერია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.
imedinews.ge