ზურაბ ჯაფარიძე - ძველ და ახალ „გირჩს“ შორის ბევრი განსხვავება იქნება - საბოლოოდ ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომელი „გირჩი“ მიესადაგება მის გემოვნებას

ზურაბ ჯაფარიძე - ძველ და ახალ „გირჩს“ შორის ბევრი განსხვავება იქნება - საბოლოოდ ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომელი „გირჩი“ მიესადაგება მის გემოვნებას

access_time2020-12-21 11:50:04

„ძველ და ახალ „გირჩს“ შორის ბევრი განსხვავება იქნება - ერთ-ერთი მეტი ღიაობაა. იდეოლოგიას რაც შეეხება, ისევ კლასიკური ლიბერალიზმის ერთგული ვრჩებით“, - ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

ინტერვიუში ზურაბ ჯაფარიძემ არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთ საკითხზე „გირჩის“ მეორე ფრთასთან ითანამშრომლოს, თუმცა, აღნიშნავს, რომ მაინც კონკურენტები იქნებიან.

„საბოლოოდ ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომელი "გირჩი" მიესადაგება მის გემოვნებას. არ მგონია, „ოცნებას“ ჩაეხუტონ, არც ის, რომ პოლიტიკური სცენიდან გაქრნენ, ნიჭიერი ხალხია, ბევრი კარგი რამის გაკეთება შეუძლიათ“, - ამბობს ჯაფარიძე და აანონსებს, რომ პარტიას ახალი სახეები აუცილებლად ეყოლება, მათ შორის ბევრი ახალგაზრდა იქნება.

„რაც შეეხება გაერთიანებას, არავისთან არანაირი ფორმატით არ ვაპირებთ გაერთიანებას, „გირჩს“ თავისი გზა აქვს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

პარტიის დაფინანსების საკითხზე, ჯაფარიძე ამბობს, რომ ბიუჯეტის ფული არც აქამდე აუღია და არც მომავალში აპირებს.


„არასდროს ამიღია პარტიის დასაფინანსებლად ბიუჯეტის ფული და არც მომავალში ვაპირებ. "გირჩი" არასდროს დაფინანსდება ბიუჯეტიდან. როგორ ვარსებობთ? კერძო შემოწირულობებით. ათასობით მოქალაქე ყოველთვიურად გვირიცხავს ფულს, დაწყებული ერთი ლარით, დამთავრებული ორასით. ეს არის სწორი გზა, თუ გვსურს, პოლიტიკა პოლიტიკას ჰგავდეს“, - ამბობს ჯაფარიძე და უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს „გირჩს“ პალიკო კუბლაშვილი აფინანსებდა.

„პალიკო კუბლაშვილი ჩვენ მხოლოდ რამდენჯერმე დაგვეხმარა - ერთხელ ოფისის ქირა გადაგვიხადა და ერთხელაც პორტალის დამზადების ხარჯი აგვინაზღაურა ჩემი თხოვნით. ასე რომ, არავის წინაშე ანგარიშვალდებული არა ვართ და არც მომავალში ვაპირებთ“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძე ამავე ინტერვიუში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების საკითსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ოპოზიციურ სპექტრში არ არსებობს შეთანხმებული გეგმა, რას გააკეთებენ ისინი, თუ მოლაპარაკებისგან შედეგი არ იქნება, არც პარლამენტში შევლენ და ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, აქციებსაც ვერ გამართავენ.

„ეს ყველაზე აქტუალური კითხვაა, ამავეს მეკითხებიან ჩემი მხარდამჭერებიც. გამიჭირდება მთლიანი ოპოზიციის სახელით საუბარი, არ ვიცი, რომელ პარტიას რა გეგმა აქვს. მე მხოლოდ ჩემს თავსა და ახალ "გირჩზე" შემიძლია გითხრათ - ჩვენ პარლამენტის გარეთ ბრძოლის გამოცდილება გვაქვს და ასევე ვაპირებთ გაგრძელებას. განსხვავება ის იქნება, რომ ადაპტირება მოგვიწევს ახალ რეალობასთან, პარლამენტის მანდატების გარეშე უნდა მივაღწიოთ ვადამდელ არჩევნებს“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ და დასძინა: „საკანონმდებლო ბერკეტების გამოყენებით ოპოზიციაზე ზეწოლის ცდა, რომ რამენაირად შეიტყუონ პარლამენტში, ხელს არ უწყობს მოლაპარაკებას“.

ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძე ახალ "გირჩს" 26 დეკემბერს დააფუძნებს. პარტია დარეგისტრირდება სახელით „მეტი თავისუფლება - „გირჩი“.

IPN.GE




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up