ზურაბ ჭიაბერაშვილის 6 კითხვა ჯანდაცვის მინისტრს

ზურაბ ჭიაბერაშვილის 6 კითხვა ჯანდაცვის მინისტრს

access_time2020-02-05 10:58:55

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს  6 კითხვით, სოციალური ქსელის მეშვეობით  მიმართავს, რომელსაც „კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ:


1.520-ე დადგენილებას უკვე მოჰყვა საავადმყოფოებიდან მედპერსონალის ნაწილის გაშვება, ნაწილისთვის კი - ხელფასების შემცირება. ელოდებით თუ არა, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ პაციენტების მკურნალობის ხარისხის დაქვეითებასა და პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდაში აისახება? აღსანიშნავია, რომ 520-ე დაგენილებამდეც, ჯანდაცვის სამინისტროს საავადმყოფოების მიმართ 350 მილიონი ლარის დავალიანების გამო, უკვე პრობლემები შეექმნა საავამყოფოებს და მედპერსონალის დიდი ნაწილი თვეობით ვერ იღებდა ხელფასს.


2. 2019 წლის აგვისტოდან მოყოლებული იკლებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის მოსარგებლედ დარეგისტრირებულთა რაოდენობა იმ დროს, როდესაც ფასების გაძვირების გამო წამლის ყიდვა ამ ქვეყანაში ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა საყოველთაო გაჭირვებასა და უმუშევრობაში. ამ პროგრამის დაწყებიდან მესამე წელსაც რატომ ვერ მოახერხა ჯანდაცვის სამინისტრომ წამლის პროგრამა მოქალაქეთა დიდი ნაწილის დახმარების ინსტრუმენტად ექცია? მით უმეტეს, რომ 2017, 2018 და 2019 წლებში ამ პროგრამაზე გამოყოფილი თანხები ბიუჯეტში აუთვისებელი დარჩა. თუ მედიკამენტის კომპონენტის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დაემატება, რისკენაც წლებია მოგიწოდებთ, გაიზრდება თუ არა მოსარგებლეთა რაოდენობა და მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელსაც გაჭირვებული მოქალაქეები მიიღებენ?


3. 2019 წლის 18 დეკემბერს “ლანცეტში” გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში, რომლის თანაავტორები დავით სერგეენკო, ამირან გამყრელიძე და თენგიზ ცერცვაძეა, ვკითხულობთ, რომ თუ მკურნალობის დღევანდელი ტემპი გაგრძელდება (ყოველთვიურად 1000 ახალი პირის მკურნალობის დაწყება), ქრონიკული C ჰეპატიტის 90%-იანი ელიმინაცია მხოლოდ 2026 წელს მოხდება. რატომ დაისახა ელიმინაციის სამიზნე წლად 2020? სადაა პრობლემა - პროგრამის არასწორ დაგეგმვაში თუ პროგრამის ადმინისტრირებაში? როგორ აპირებთ დარჩენილი 70,000 მეტი ინფიცირებულის გამოვლენასა და მკურნალობას, რომ ელიმინაცია 2022 წელს მაინც მოხდეს, როგორც ამას ბატონები სერგეენკო და გამყრელიძე საჯაროდ გვპირდებიან? კერძოდ, რატონ ვერ მოხერხდა პროგრამის მიმდინარეობის მე-5 წელსაც კი, თბილისში სკრინინგის ამბულატორიულ დონეზე დანერგვა?



4. 2019 წლის მაისში საარსებო შემწეობას დაახლოებით 467,000 სოციალურად დაუცველი იღებდა, 2019 წლის დეკემბერში კი - 427,000. რამ გამოიწვია საარსებო შემწეობის მიმღებთა 40,000-ით შემცირება მაშინ, როდესაც ფასების მატება, შემოსავლების სტაგნაციისა და უმუშევრობის ფონზე, ოჯახების დიდ ნაწილს სულ უფრო მეტად დაუცველს ხდის?


5. გამწვავებული სოციალური და ეკონომიკური ფონი კიდევ უფრო ზრდის მოთხოვნას სოციალური მუშაკების აქტიურ საქმიანობაზე. წელიწადზე მეტია, სოციალური მუშაკები მთავრობის მხარდაჭერას ითხოვენ, რომ მათ უფრო მეტ ოჯახს უფრო მეტი კვალიფიციური დახმარება გაუწიონ? რატომ უპასუხეთ სოციალური მუშაკების სამართლიან მოთხოვნებს მათი სამსახურიდან დათხოვნით და ამ სფეროში კიდევ უფრო მწვავე კრიზისის შექმნით?


6. შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების სოციალური მოდელის დანერგვა ეფექტიანი სოციალური პოლიტიკის განხორციელების აუცილებელი წინაპირობაა. რატომაა, რომ წლებია, ჯანდაცვის სამინისტრომ ვერ მოახერხა ამ მოდელის ამოქმედება?“-წერს ჭიაბერაშვილი. 


როგორც ცნობილია,დღეს ჯანდაცვის მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში "მინისტრის საათის" ფორმატში მოუსმენენ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up