ზურაბ ჭიაბერაშვილი - ვლოცულობ, რომ საავადმყოფოების აღჭურვაზე არ დავინახოთ იგივე, რაც სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით დავინახეთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი - ვლოცულობ, რომ საავადმყოფოების აღჭურვაზე არ დავინახოთ იგივე, რაც სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით დავინახეთ

access_time2020-03-29 13:58:37

კარგია, რომ პროფესიულ და ასევე ფართო საზოგადოებაში კონსენსუსი შედგა, PCR-ტესტების, დაჩქარებული PCR-ტესტების, ანტიგენზე დამყარებული ნაცხის სწრაფი ტესტის და ანტისხეულებზე დამყარებული სისხლის სწრაფი ტესტის საჭიროებაზე , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ წიაბერაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, ცუდია, რომ ამაზე კამათში დაიკარგა 1 თვე - დრო, "რომელიც მოვიგეთ საზღვრების დროული ჩაკეტვით, სწავლის არ - ან ონლაინ განახლებით და სხვა მსგავსი ღონისძიებებით".

„ახლა მთავრობის ამოცანაა, ანტიგენზე დამყარებული ნაცხის სწრაფი ტესტებით რაც შეიძლება დროულად აღჭურვოს ყველა საავადმყოფო, რაც მათი დაცულობის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი კომპონენტია. შემდგომი დიდი გამოწვევა მედპერსონალის და საავადმყოფოების დაცვაა. ამას სჭირდება სათანადო ეკიპირება, ტრენინგი, COVID-19-ის მკურნალობის პროტოკოლში ცვლილებების შეტანა, პაციენტთა ნაკადების მართვა, მედიკამენტების მარაგების შევსება.

ამის გარეშე ექიმი და ექთანი დაემსგავსება ოფიცერს და ჯარისკაცს, რომელთაც ცოდნა, გამოცდილება და სამშობლოს სამსახურის დიდი ენთუზიაზმი აქვს, მაგრამ არ აქვს არც ფორმა, არც შაშხანა და არც ტყვიის მარაგი. ამ მასშტაბის კრიზისის მართვა მთავრობის საქმეა. მედიკოსებს ეთქმით ყველაზე წონიანი სიტყვა, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღება და მათი აღსრულება მთავრობის საქმეა. პასუხისმგებლობაც მთავრობაზეა, როგორ განვითარდება მოვლენები.

გერმანიის მთავარი ვირუსოლოგი ქრისტიან დროსტენი გუშინწინდელ ინტერვიუში ამბობს: "ჩემი საქმე არაა საბოლოო ჭეშმარიტების დადგენა. მე ჭეშმარიტების გარკვეულ ასპექტებზე ვსაუბრობ, ვაღიარებ, რომ რაღაც არაა ცნობილი და ვამბობ "არ ვიცი". შესაბამისად, საჭირო ხდება პოლიტიკური გადაწყვეტილებები."


ღმერთმა ქნას, საქართველოს მთავრობის მიერ არჩეულმა სტრატეგიამ - ინტენსიური კარანტინი და ტესტების მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით კეთება - გაამართლოს.

ჯერჯერობით წარმატება - ვირუსის გავრცელების შეზღუდვა და/ან ნაკლები სიკვდილობა - აქვთ ქვეყნებს (სამხრეთ კორეა, გერმანია), რომლებმაც კარანტინთან ერთად მიზნობრივი ჯგუფების (ინფიცირებულთა კლასტერები, მედპერსონალი, ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი სხვა პერსონალი) მასობრივ ტესტირებას მიმართეს.

იმის გამო, რომ მიზნობრივი ჯგუფების ფართო ტესტირება გამოიყენა, სამხრეთ კორეამ სწრაფად მოახერხა ვირუსის გავრცელების კერების ლოკალიზება და არც ეკონომიკის მთლიანი გაჩერება მოუწია. შედეგად, ჯანდაცვის ზიანიც ნაკლები მიიღო და ეკონომიკურიც. ჩვენი პრობლემა ისიცაა, რომ ათასობით ოჯახს, რომელსაც დანაზოგი არ აქვს, დიდი ხნით სახლში ვერ დასვამ, თუ მას შემოსავლის წყარო არ აქვს. ამას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ვერ უშველის.

პოლიტიკის ანაბანა, ჯერ კიდევ თებერვალში, როდესაც მომავალი კრიზისის ნიშნები იკვეთებოდა, ნათელი იყო, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ჯანდაცვის სამინისტროსა და მთავრობას თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში განსხვავებული ფუნქციები ექნებოდათ.დაავადებათა კონტროლის ცენტრის დღემდე წარმატებულ ბრძოლას ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ პარალელურად თან უნდა მიყოლოდა​ - ჯანდაცვის სამინისტროს მიერ საავადმყოფოების სრული აღჭურვა და მომზადება ინფიცირებულთა სამკურნალოდ, და მთავრობის მიერ სახლში დარჩენილი ათიათასობით უდანაზოგო ოჯახისთვის დახმარების პაკეტის და ასევე ზოგადად ანტიკრიზისული ეკონომიკური სტრატეგიის დროული გამოცხადება. როგორც ჯანდაცვის სამინისტრომ, ისე მთავრობამ ეს ამოცანა ჯერჯერობით ვერ შეასრულა და სწრაფი ტესტების არქონა დღეს ამის ყველაზე ნათელი დადასტურებაა. ვლოცულობ, რომ საავადმყოფოების აღჭურვაზე არ დავინახოთ იგივე, რაც სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით დავინახეთ. პირიქით კი მოხდა: მთავრობა შეეცადა, დაავადებათა კონტროლის ცენტრისადმი საზოგადოებრივ ნდობაზე მოეხდინა პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება და ფონს ამით გასულიყო. შედეგად, საზოგადოების სრულიად სამართლიანი ლეგიტიმური კითხვები დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხარეს წავიდა. თუმცა დისკუსიამ სხვადასხვა მხრიდან ისეთი პოლიტიზებული სახე მიიღო, ნამდვილად არ მსურს მასში მონაწილეობა.

ვიმეორებ: მთავრობა და მისი პრემიერ-მინისტრი არიან პოლიტიკურად პასუხისმგებელნი იმაზე, თუ რა იყო აქამდე და როგორ განვითარდება მოვლენები. ღმერთმა ქნას, გავძვრეთ" , - წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up