ზურაბ ჭიაბერაშვილი საპენსიო რეფორმაზე: „ეს ფინანსური პირამიდაა, რომელშიც მთავრობა ძალით მიგვათრევს“

ზურაბ ჭიაბერაშვილი საპენსიო რეფორმაზე: „ეს ფინანსური პირამიდაა, რომელშიც მთავრობა ძალით მიგვათრევს“

access_time2018-02-20 12:30:14

„პრობლემა იმაშია, რომ საზოგადეობას არც კი რჩება დასაზოგი თანხა. ვის ეხება ეს კანონპროექტი?“- ამის შესახებ  რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ „ევროპული საქართველოს წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა საპენსიო რეფორმაზე კომენტირებისას განაცხადა.

 

როგორც ჭიაბერაშვილი აცხადებს, დღევანდელი პენსია და ზოგადად შემოსავალი მოქალაქის ცხოვრებას სრულფასოვნად ვერ უზრუნველყოფს.

 

„ჩვენ რომ ჩვეულებრივი მოქალაქის თვალით შევხედოთ, ყველანი უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ დღევანდელი 180 ლარიანი პენსიით ადამიანი უზრუნველად ვერ იცხოვრებს, რადგან ცხოვრება გაძვირდა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში დაბალ ეკონომიკურ ზრდას ვხედავთ.

 

2017 წელს ფასების ზრდა მკვეთრად (6,7%-ად) შეინიშნებოდა. ელემენტარულად, როდესაც ადამიანს საკვებზე ძალიან დიდი თანხა ეხარჯება მას საკმარისი თანხა ტანისამოსის შეძენასა და დასვენებაზე აღარ რჩება

პრობლემა იმაშია, რომ საზოგადეობას დასაზოგი თანხა არც კი რჩება. ვის ეხება ეს კანონპროექტი? ანუ ვინ უნდა დააგროვოს სავალდებულოდ? “ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.  

 

„ევროპული საქართველოს“ წევრი ამავე ჭრილში ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ გამოწვევებზეც საუბრობს. მას მიაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტით სასურველი შედეგის მიღწევა საეჭვოა.

„ჩვენი მთავარი გამოწვევა დღეს უმუშევრობა, ფასების ზრდა და დაბალი შემოსავალია.


ადამიანებს თანხის დაგროვება როგორც არ უნდა სურდეთ, სამწუხაროდ დღევანდელი შემოსავლები ამის საშუალებას არ იძლევა და სახელმწიფოს მხრიდან ამის იძულება არასწორია.

იმ შედეგის მიღწევა, რაც აღნიშნული კანონპროექტის ავტორებს სურთ საკმაოდ საეჭვოა, რადგან წინასწარ პროგნოზების გაკეთება რთულია“, - აღშნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.  

 

როგორც „ევროპული საქართველოს წევრმა „კომერსანტს“ განუცხადა, იმ ქვეყნებში სადაც მსგავსი მოდელია საპენსიო ასაკი 65-დან 67-წლამდეა გადავადებული. ჭიაბერაშვილი მიმდინარე პროცესს მთავრობის მხრიდან იძულებად აფასებს და ამას სახიფათოდ მიიჩნევს.

 

„მესამე წელია ქართული ოცნება უყაირათო ბიუჯეტის გამო პენსიას ვერ ზრდის.

ადამიანებს უნდა მივცეთ თავისუფლება მათ როგორც სურთ ისე შეინახონ საკუთარი დანაზოგი. მთავრობის მხრიდან იძულება სახიფათოა. ყველგან სადაც მსგავსი მოდელია იქ საპენსიო ასაკი 65-დან 67-წლამდეა გადავადებული იმისათვის, რომ სქემამ ფინანსურად იმუშაოს და არ გაკოტრდეს.

ეს ერთგვარი ფინანსური პირამიდაა, რომელშიც მთავრობა ძალით მიგვათრევს, რატომ? ძალით რატომ აკეთებს მთავრობა ამას?“ - კითხულობს ჭიაბერაშვილმა.

 

მთავრობა 2018 წლის მესამე კვარტლიდან ქვეყანაში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის ამოქმედებას გეგმავს.

სისტემის ამოქმედების შემთხვევაში მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, აღნიშნულ თანხას გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს. რეფორმა მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ტვირთის ბიუჯეტიდან მოქალაქეებზე გადატანას ისახავს მიზნად და ის საკმაოდ გრძელვადიან პერიოდს (40 წელი და მეტი) ეხება.

რეფორმის სქემა:

საპენსიო სქემაში ავტომატურად ჩაერთვება ყველა მოქალაქე, ვინც ანაზღაურებას გაფორმებული კონტრაქტის შედეგად იღებს. სისტემა ნაწილობრივ სავალდებულო პრინციპით მოქმედებს. 40 წელზე უფროსებს არჩევანი ექნებათ, გაწევრიანდნენ თუ არა სისტემაში, 40 წლამდე პირებს კი, დაზოგვის ვალდებულება გაუჩნდებათ. საპენსიო სქემა ეხება დასაქმებულს, დამსაქმებელსა და სახელმწიფოს.


„კომერსანტი“

 

 





მაჟორიტარი დეპუტატები NDI-ის კვლევის შედეგებზე - 90-იან წლების შემდეგ ჩემს მუნიციპალიტეტში პროგრესი თვალშისაცემია

მაჟორიტარი დეპუტატები  NDI-ის კვლევის შედეგებზე - 90-იან წლების შემდეგ  ჩემს მუნიციპალიტეტში პროგრესი თვალშისაცემია
access_time2019-09-17 19:00:57
გამოკითხულთა 49 % ფიქრობს,  რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, რაც ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 63% ამბობს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია; 84%- ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას უმთავრესად მთავრობას აკისრებს. 54% ამბობს, რომ გასულ წელს მკურნალობა გადადო, რადგან ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდა. 48% -ის თქმით,...

„ომეგა ჯგუფი“ მამუკა ხაზარაძეს პასუხობს

„ომეგა ჯგუფი“ მამუკა ხაზარაძეს პასუხობს
access_time2019-09-17 17:00:35
„ომეგა ჯგუფი“ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ ტელეეთერში გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ომეგა ჯგუფის” განმარტებით, მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ 2016 წლის 21 და 22 აპრილს ადგილი არ ჰქონია „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების კუთვნილი 4 მილიონი ლარის “თიბისი ბანკიდან” უკანონოდ გაცემას, რასაც შედეგად მოჰყვა აღნიშნული თანხის გამოძალვა, სინამდვილეს არ შეესაბამება და აღნიშნული თანხა არასამუშაო საათებში, საბანკო...

„ცხინვალელი“ ავტომფლობელები ვლადიკავკაზში საპროტესტო აქციებს მართავენ

„ცხინვალელი“ ავტომფლობელები ვლადიკავკაზში საპროტესტო აქციებს მართავენ
access_time2019-09-17 18:00:54
ოსი ავტომფლობელები, რომლებსაც ავტომობილები ჰყავთ ე.წ. „სამრეთ ოსეთის“ ნომრებით, უკვე რამდენიმე დღეა რუსეთში ავტომობილების დროებით შემოყვანის ახალ წესებს აპროტესტებენ. რადენიმე აქცია უკვე ჩატარდა სასაზღვრო პუნქტ ზარამაგთან და ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟოს ოფისთან. რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ, ჩრდილოეთ ოსებმა მოიფიქრეს ქვეყანაში მოქმედი ავტომობილების განბაჟების უკიდურესად მაღალი განაკვეთის თავიდან არიდების სქემა - კერძოდ, ისინი...

ოთარ ნადარაია - იპოთეკურ სესხზე 200 ათას ლარიანი ზღვარი შეიძლება, გაიზარდოს, თუმცა დაშვებული უნდა იყოს მულტი სავალუტო დაკრედიტება

ოთარ ნადარაია - იპოთეკურ სესხზე 200 ათას ლარიანი ზღვარი შეიძლება, გაიზარდოს, თუმცა დაშვებული უნდა იყოს მულტი სავალუტო დაკრედიტება
access_time2019-09-17 16:00:04
მარეგულირებელი ჩარჩოს შემოღება აუცილებელი და გარდაუვალი იყო, – ამის შესახებ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით „თიბისი ბანკის“ მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ განაცხადა. ნადარაიას შეფასებით, უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება 50 პროცენტიან ეფექტურ საპროცენტო ლიმიტს, რადგან განსაკუთრებით არასაბანკო სექტორში, ამან პრობლემური სესხების წილი გაზარდა. „შესაბამისად, ეს გამკაცრება ვფიქრობ, აუცილებელი იყო და ეს საერთო აზრია. გამოიწვია თუ არა ამან საცალო...

ტერიტორიების მორიგი დავა მეზობელ სახელმწიფოსთან - საზღვრის მონაკვეთი, სადაც ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს, შესაძლოა, სომხეთს გადაეცეს

ტერიტორიების მორიგი დავა მეზობელ სახელმწიფოსთან - საზღვრის მონაკვეთი, სადაც ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს, შესაძლოა, სომხეთს გადაეცეს
access_time2019-09-17 20:00:45
სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო-სომხეთის საზღვრის დამდგენმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და ივერიის ღვთისმშობლის ქართული მონასტერი (ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი) და მის ირგვლივ მდებარე არპის ნაციონალური ტყე-პარკი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოფიციალურად 1 სექტემბრიდან აღმოჩნდა. ინფორმაციას სოციალური ქსელების მომხმარებლების მხრიდან აღშფოთება მოჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ დაზუსტებული ინფორაცია ან ოფიციალური დოკუმენტი არ...


მსგავსი სიახლეები

up