ზურაბ ჭიაბერაშვილი - ნულდება საოჯახო სასტუმროების დახმარება. ამ დროს, პირს, რომელსაც კრიზისის ფონზეც ბინის ყიდვა შეუძლია, პროცენტს დაუფინანსებენ

ზურაბ ჭიაბერაშვილი - ნულდება საოჯახო სასტუმროების დახმარება. ამ დროს, პირს, რომელსაც კრიზისის ფონზეც ბინის ყიდვა შეუძლია, პროცენტს დაუფინანსებენ

access_time2020-10-09 16:51:14

„ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, „ფეხებზე დაკიდების“ მიდგომაა, როდესაც პანდემიის ფონზე საოჯახო სასტუმროების დახმარება ნულდება, ხოლო სამშენებლო სექტორს უფრო მეტი დახმარება ეწევათ. ამის შესახებ ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

„ეკონომიკის სამინისტროს რაც ედო covid19-ის ხარჯები ის დაბლა ჩამოდის, დაახლოებით 35 მილიონამდე. ოღონდ, ნულდება საოჯახო სასტუმროების დახმარება. ამ დროს, პირს, რომელსაც კრიზის ფონზეც რომ ბინის ყიდვა შეუძლია, პროცენტს დაუფინანსებენ. ეს, იცით რა განაცხადია? - აი, ხალხო, თქვენს ხარჯზე ახლა ფულს ვაკეთებთ, უკაცრავად გამოთქმაზე, მაგრამ ფეხებზე გვკიდია რას იტყვით. მაშინ, ამიხსენით ეს რაში ჯდება. საოჯახო სასტუმროებს, რომლებიც კრედიტებს ვერ იხდიან მათ ჰქონდეთ ნული, ხოლო სამშენებლო სექტორს, სადაც კალაძის ინტერესია, ისევ ფული?! სად ვცხოვრობთ. ძალიან მძიმე ზამთარი მოდის, როგორც ეპიდვითარების ისე, ეკონომიური ვითარების მხრივ. ბავშვებიც რომ დაიმახსოვრებენ ისეთი მძიმე პერიოდი მოდის. გიორგი, რა შეკითხვა დავსვა არ ვიცი, ორშაბათს შევხვდებით ფრაქციაზე და რაზე ვიკამათოთ, მოგების გადასახადით მე-3 ვართ, თუ 103-ე, ამაზე ვიკინკლაოთ?! გეხვეწებით, არაფერზე მიპასუხოთ“, - მიმართა ზურა ჭიაბერაშვილმა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს.

IPN.GE 







დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-18 21:00:54
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1. სად არის განთავსებული საქართველოს სავალუტო რეზერვები - სებ-ის...

სილქნეტის 7 ჯერ სწრაფი მობილური ქსელი, მეტი ინტერნეტი და უამრავი სასაუბრო დრო!

სილქნეტის 7 ჯერ სწრაფი მობილური ქსელი, მეტი ინტერნეტი და უამრავი სასაუბრო დრო!
access_time2022-01-18 17:55:39
არაერთი კვლევით დადასტურდა სილქნეტის ქსელის უპირატესობა. უახლესი „გიგაბიტ LTE“ ტექნოლოგიით  აღჭურვილი ქსელით, კომპანია მომხმარებელს ბაზარზე არსებულ ყველა სხვა სტანდარტზე  7 ჯერ სწრაფი მობილური ინტერნეტით ემსახურება; სილქნეტის მობილურ ქსელს აქვს სტაბილური სიჩქარე საქართველოს მასშტაბით,  ტევადობის მაღალი რესურსი, რაც საშუალებას იძლევა,...

18 იანვარი - ლარის კურსი დოლართან და ლირასთან მიმართებით გაუფასურდა

18 იანვარი - ლარის კურსი დოლართან და ლირასთან მიმართებით გაუფასურდა
access_time2022-01-18 18:00:05
18 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.09 თეთრით 3.0840-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0790 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.53 თეთრით 3.5130-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.70 თეთრით 4.1992 -მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 0.07 თეთრით 6.4082-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან 1.58 თეთრით 4.0371-მდე,  აზერბაიჯანულ მანათთან 0.17 თეთრით 1.8168-მდე, თურქულ ლირასთან 0.01 თეთრით 0.2279-მდე...

„რიყის დოქები“ მეექვსედ, უკვე 71 250 000 ლარად იყიდება

„რიყის დოქები“ მეექვსედ, უკვე 71 250 000 ლარად იყიდება
access_time2022-01-18 17:00:50
მთავრობის 5 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, „რიყის დოქებისთვის“ ინვესტორს ამჯერად „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯი“ ეძებს, რომელიც ობიექტს 71 250 000 ლარად ყიდის. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ დირექტორმა, რომან ბოკერიამ განუცხადა, კომპანია „რიყის დოქების“ გაყიდვას ეკონომიკის სამინისტროსთან დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ცდილობს. „ვეხმარებით ეკონომიკის სამინისტროს, ყველა...

ზოგიერთი მედიკამენტი საქართველოში თურქეთთან შედარებით 1 241%-ით ძვირია

ზოგიერთი მედიკამენტი საქართველოში თურქეთთან შედარებით 1 241%-ით ძვირია
access_time2022-01-18 14:44:23
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მოსახლეობისთვის 200-მდე დასახელების მედიკამენტზე ფასები ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. მთავრობის განკარგულებით, თურქეთის ბაზარი სრულად გაიხსნა და ამ ქვეყნიდან მაღალი ხარისხის, GMP სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტები შემოტანა იგეგმება, რაც, მთავრობის წარმომადგენლების თქმით, მოქალაქეებს ხარჯებს მნიშვნელოვნად და ძალიან სწრაფად შეუმცირებს. გთავაზობთ კარდიოლოგიური წამლების მცირე ჩამონათვალს...


მსგავსი სიახლეები

up