ზურაბ ჭიაბერაშვილი საპენსიო რეფორმაზე: “ბიზნესს ვკლავთ იმისთვის, რომ ისევ მთავრობას ჰქონდეს მეტი ფული და დააფინანსოს უაზრობები“

ზურაბ ჭიაბერაშვილი საპენსიო რეფორმაზე: “ბიზნესს ვკლავთ იმისთვის, რომ ისევ მთავრობას ჰქონდეს მეტი ფული და დააფინანსოს უაზრობები“

access_time2019-08-13 10:00:57

საპენსიო სქემა 141 000-მა ადამიანმა დატოვა, მათ შორის 41 000 საჯარო მოხელეა, - ამის შესახებ გუშინ ოფიციალურად განაცხადა საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძე. თუმცა, იმავე სააგენტოს მიერ „ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერისთვის ზურაბ ჭიაბერაშვილისთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც დეპუტატმა “კომერსანტს“ მიაწოდა ვკითხულობთ, რომ საპენსიო სისტემა დატოვა 148 ათასმა 40 წელს გადაცილებულმა დასაქმებულმა.



როგორც ჭიაბერაშვილი ჩვენთან საუბარში განმარტავს, ეს იმ ადამიანების 50%-ია, ვისაც საპენსიო სისტემის დატოვება შეეძლო.


 ივლისის მეორე ნახევრის მონაცემებით, დაახლოებით 148 ათასმა ადამიანმა დატოვა საპენსიო სქემა. იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისაც სქემის დატოვება შეუძლია (თქვენ იცით, რომ 40 წლის ქვემოთ ადამიანებს დატოვება არ შეუძლიათ), მათი რიცხვი მუდამ მერყეობდა - პირველ აპრილს 275 ათასს შეეძლო დატოვება, 6 აგვისტოს 325 ათასს. იმ მომენტისთვის, როცა 148 ათასმა ადამიანმა დატოვა, უნდა ვივარაუდოთ, რომ 300 ათას ადამიანს შეეძლო დატოვება. ანუ, ჯამურად, 50%-მა იმ ადამიანებისა, ვისაც შეეძლო დატოვება, სქემა დატოვა, - აღნიშნავს ზურაბ ჭიაბერაშვილი.



ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, მეტი ინფორმირებულობის შემთხვევაში, სქემას კიდევ უფრო მეტი ადამიანი დატოვებდა:



საინფორმაციო კამპანია რომ უფრო სრულყოფილი ყოფილიყო, გაცილებით მეტი ადამიანი დატოვებდა. მთავრობამ ჯერ ყველანი შეგვიყვანა სქემაში და მერე არაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ განემარტა ადამიანებისთვის, როდის და როგორ შეეძლოთ მათ სქემის დატოვება, თორემ დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უფრო დიდ ნაწილსაც შეეძლო, 50% ისედაც დიდია.


რატომ ტოვებენ ადამიანები საპენსიო სისტემას, ამ საკითხის გარკვევა “კომერსანტმა“ ისევ ზურაბ ჭიაბერაშვილთან სცადა.


„სანამ ძალაში შევიდოდა საპენსიო რეფორმა, კვლევები აჩვენებდა მის მიმართ უნდობლობას. გამოკითხულთა 80 პროცენტი ამბობდა,  რომ რეფორმა საჭიროა,  მაგრამ 2/3 ამბობდა,  რომ ეს უნდა იყოს ნებაყოფლობითი, ეს ამოქმედებამდეც იცოდა მთავრობამ. ეს ხალხი ამბობს ასეთ რაღაცას, რომ „დაზოგვა მეც ვიცი რომ კარგია, მაგრამ მაქვს დღეს ამის საშუალება რომ რამე  დავზოგო?“ დასაქმებულების 2/3-ს ხელფასი აქვს 600 ლარი და ნაკლები, შემოსავალი არ ეზრდებათ და  ეზრდებათ ხარჯი. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პირდაპირ ამბობდა, რომ საპენსიო დაზღვევა ნებაყოფლობითი რომ იყოს, ადამიანები არ ჩაერთვებიანო - არ დააგროვებენ იმიტომ, რომ საშუალება არ აქვს, იმიტომ რომ დღევანდელი მიმდინარე ხარჯი აქვთ ძალიან დიდი. მეორე საკითხია ის, რომ ამ საზოგადოებას განცდილი აქვს საბჭოთა ანაბრების დაკარგვა.  ლარის მერყეობას რომ უყურებენ ეს ადამიანები, ანგარიშობენ, ინფლაცია მაღალია, გადადებული ფულით რას იყიდიან მომავალში. რაც უფრო დაბალშემოსავლიანია ადამიანი, მისი დანაზოგი უფრო მიზერული იქნება და მერე მთავარია, რომ იმ ფულს ძალა არ ექნება, ხალხს აქვს განცდა - რატომ მაგროვებინებთ სიბერისთვის, თუ დღესაც არ მყოფნის ეს ფული?“ - ამბობს ევროპული საქართველოს დეპუტატი.



 როგორც ცნობილია, ფონდში აკუმულირებული თანხა ამჟამად განთავსებულია დეპოზიტებზე ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებში (დაახლოებით 50%-50%). სარგებელი საშუალოდ 7-8%-ს შეადგენს. რეფორმის თანახმად დაგროვილი თანხით ინვესტიციები უნდა განხორციელდეს, რასაც სააგენტოს საინვესტიციო საბჭო წყვეტს. აქამდე ინვესტიციები იმიტომ არ განხორციელდა, რომ საბჭოს შემადგენლობა დამტკიცებული არ იყო. საბოლოოდ, მისი შემადგენლობა 11 ივნისს დაამტკიცა პარლამენტმა, ახლა კი საბჭომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი უნდა შეიმუშავოს, რომლის მიხედვითაც ინვესტიციები განხორციელდება.



„რაც შეეხება აკრეფილი ფულის გამოყენებას ეკონომიკის განვითარებისთვის, ჯერ ფულის აკრეფის პრობლემა დგას, იმიტომ რომ ხალხს ფული არ აქვს და ღარიბ ადამიანებს რაც მეტს წაართმევ, ქვეყანაში სიღარიბე იზრდება. მე ვესწრებოდი საინვესტიციო საბჭოს კანდიდატურებთან ინტერვიუს, ეს ხალხი ძალიან კვალიფიციური და გამოცდილი ადამიანები არიან , მათთან პრობლემა არ მაქვს. მთავარი ისაა, რომ კომისიამ ამ ადამიანებს დავუსვით  ერთი და იგივე შეკითხვა - სად უნდა დაბანდდეს ეს ფული. ეს ხალხი ამბობს, რომ ქვეყანაში კაპიტალის ბაზარი არ არის და ერთადერთი რაც შეიძლება გაკეთდეს მომდევნო 5-7 წლის განმავლობაში არის ის, რომ ფული უნდა ჩაიდოს სახაზინო ობლიგაციებში და ბანკებში. ანუ ფული ისევ უნდა გამოიყენოს  მთავრობამ და ბანკებმა, რაც ნიშნავს უფრო სუსტ ეკონომიკას, უფრო მერყევ ლარს, ხალხის გაღარიბებას ჯერ იმით, რომ ზედმეტი ფული წავართვით და მეორეც  ეკონომიკა აღარ გვაქვს. ჩვენ არ გვაქვს ადგილი, სადაც უნდა დავაბანდოთ ფული, შეგვიძლია, რომ საინვესტიციო საბჭომ ეს ფული განათავსოს უცხოეთში, მაგრამ ამ რეფორმის მთავარი გამართლება იყო ის, რომ ეს ფული ჩვენს ეკონომიკაში უნდა დაბანდებულიყო, ადგილზე კი ეკონომიკა არ გვაქვს ისეთი, რომ საპენსიო სააგენტოს მიერ დაგროვილი ფული ბიზნესმა გამოიყენოს. გამოდის, რომ ჩვენ ადამიანებს და ბიზნესსაც წავართვით შემოსავლის ის ზედმეტი 2 პროცენტი, რომელიც მან თავის დასაქმებულს გადაუხადა  და ეს თანხა ისევ მოხდა მთავრობისა და ბანკების ხელში, ბიზნესი კი იმათ შეჰყურებს რადგან ფულის წყარო ისინი არიან. ბიზნესს ვკლავთ იმისთვის, რომ ისევ მთავ​რობას ჰქონდეს მეტი ფული და დააფინანსოს უაზრობები,  რომელსაც ცალკეული ადამიანებისთვის მოაქვს ხეირი და არა ეკონომიკისთვის. ეს არის ჩაკეტილი წრე. ეს აუცილებლად ახალგაზრდებში უმუშევრობას გაზრდის და გაზრდის სიღარიბეს.  გაისად გამოქვეყნდება სიღარიბის კვლევა და ვნახავთ არც ისე სახარბიელო შედეგს.“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა



მარიამ მორგოშია






კობა გვენეტაძე საბანკო რეგულაციებზე - დაახლოებით 9 თვეა გასული და ის ძირითადი მიზნები, რის მიღწევასაც ვფიქრობდით, მიღწეულია

კობა გვენეტაძე საბანკო რეგულაციებზე - დაახლოებით 9 თვეა გასული და ის ძირითადი მიზნები, რის მიღწევასაც ვფიქრობდით, მიღწეულია
access_time2019-09-17 13:30:00
დაახლოებით 9 თვეა გასული და თუ შევხედავთ ის ძირითადი მიზნები, რის მიღწევასაც ვფიქრობდით, მიღწეულია, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით განუცხადა. გვენეტაძის თქმით, რეგულაციების მიზანი, რომ შემოსავლების შემოწმების გარეშე სესხის გაცემა არ უნდა მომხდარიყო, მიღწეულია და ამავე დროს საკრედიტო პორტფელის ზრდის დადებითი ტრენდიც შენარჩუნებულია. "სასესხო პორტფელის ზრდა,...

ლაშა პაპაშვილი NDI-ს კვლევაზე - „ქვეყანაში ნამდვილად არ არის სახარბიელო სიტუაცია, თუმცა, გამოსწორება შესაძლებელია“

ლაშა პაპაშვილი NDI-ს კვლევაზე - „ქვეყანაში  ნამდვილად  არ არის სახარბიელო სიტუაცია, თუმცა, გამოსწორება შესაძლებელია“
access_time2019-09-17 14:00:28
„ქვეყანაში ნამდვილად სახარბიელო სიტუაცია არ არის, თუმცა, გამოსწორება შესაძლებელია,“— ასე აფასებს  NDI-ის საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი და აცხადებს, რომ შემცირებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ეს ფაქტია და ამას ბევრი მიზეზი აქვს. მათ შორისაა, მთავრობის ცვლილება, 20 ივნისს განვითარებული მოვლენები, პოლიტიკური რყევები, ლარის კურსი....

კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში განაცხადების მიღება დაიწყო

კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში  განაცხადების მიღება დაიწყო
access_time2019-09-17 11:55:47
კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში კანდიდატების მიღება დაიწყო. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარებას. „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა“-ში მონაწილეები გამოიმუშავებენ გადაწყვეტილების მიღების,...

გია ხუხაშვილი - NDI-ის კვლევის შედეგები ნიშნავს, რომ ხელისუფლებას, ფაქტობრივად, დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია

გია ხუხაშვილი - NDI-ის კვლევის შედეგები ნიშნავს, რომ ხელისუფლებას, ფაქტობრივად, დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია
access_time2019-09-17 12:08:50
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი მოსახლეობაში უნდობლობა, ნიჰილიზმი, სკეპტიციზმი არის ჩაბუდებული, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ფაქტობრივად, დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ NDI-ის კვლევების შედეგებს. რაც შეეხება NDI-ის კვლევის იმ ნაწილს, რომლის თანახმად, საპენსიო პროგრამაში ჩართული პირების 57%-ს არ სჯერა, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ დაგროვილი თანხით სარგებლობას შეძლებს, ხუხაშვილის აცხადებს, რომ „სახელმწიფო ინსტიტუტების...

NDI - გამოკითხულთა 84%- ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს

NDI - გამოკითხულთა  84%- ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას  მთავრობას აკისრებს
access_time2019-09-17 11:00:15
NDI-ის კვლევის მიხედვით,  გამოკითხულთა უმრავლესობა - 84%- ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას უმთავრესად მთავრობას აკისრებს; 2% პარლამენტს; 1% კი გლობალურ ეკონომიკას. ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 70% ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა სარგებელს მხოლოდ ადამიანების გარკვეულ ჯგუფს აძლევს. 12%-ს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკა სარგებელს ყველა მოქალაქეს ერთნაირად აძლევს, 9% ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა სარგებელს...


მსგავსი სიახლეები

up