ზურაბ ბატიაშვილი - სირიაში მდგომარეობის გამწვავებამ  შესაძლოა, საქართველოზე გავლენა მოახდინოს როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების კუთხით

ზურაბ ბატიაშვილი - სირიაში მდგომარეობის გამწვავებამ შესაძლოა, საქართველოზე გავლენა მოახდინოს როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების კუთხით

access_time2019-10-13 15:15:39

სირიაში მიმდინარე კონფლიქტს საქართველოსთვის ორი განზომილება აქვს, - ამის შესახებ რონდელის ფონდის მკვლევარმა, ზურაბ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.


ბატიაშვილის თქმით, თუ თურქეთის წინააღმდეგ სანქციები იქნება შემოღებული, რაც თურქული ლირის გაუფასურებას გამოიწვევს, ეს ქართული ლარის კურსზეც უარყოფითად აისახება.


„სირიაში მიმდინარე კონფლიქტს საქართველოსთვის ორი განზომილება აქვს. პირველი - ეს არის ეკონომიკური. ეკონომიკური იმდენად, რამდენადაც, თუ თურქეთის წინააღმდეგ სანქციები იქნება შემოღებული, მაშინ აუცილებლად მოსალოდნელია, რომ გაუფასურდება თურქული ლირა, რომელიც ისედაც დევალვაციას განიცდის და წნეხის ქვეშაა. ამას აუცილებლად მოჰყვება ქართული ლარის გაუფასურება, რადგან საქართველოს ათასობით მოქალაქე ცხოვრობს და მუშაობს თურქეთში და ისინი ხელფასს იღებენ თურქულ ლირაში, შესაბამისად, ისინი უფრო ნაკლები უცხოური ვალუტის შეძენასა და საქართველოში გამოგზავნას შეძლებენ. არაფერი რომ არ ვთქვათ იმაზე, რომ თურქეთი საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და ესეც მოახდენს გავლენას საქართველოზე. ამასთან, ინვესტიციების შემცირება მოსალოდნელია, რადგან, როდესაც ეკონომიკას უჭირს, ბიზნესმენები, როგორც წესი, თავს იკავებენ ხოლმე ინვესტიციების განხორციელებისგან. ანუ, თუ თურქეთიდან ვინმე ინვესტიციას ფიქრობდა, ეკონომიკური კრიზისის ფონზე ამის შანსი ნაკლები იქნება“, - განაცხადა ბატიაშვილმა.


როგორც ზურაბ ბატიაშვილი აღნიშნავს, სირიაში მდგომარეობის გამწვავებამ საქართველოზე გავლენა შესაძლოა, უსაფრთხოების კუთხითაც მოახდინოს.



„ როგორც დავინახეთ იგივე ჩატაევისა და მისი რაზმის შემთხვევაში, როდესაც სირიაში დიდი ცვლილებები ხდება, როგორც წესი, რადიკალური ჯიჰადისტური მოძრაობები იწყებენ ხოლმე მოძრაობას. თუ ამ მოძრაობის კიდევ ახალი ნაკადი დაიწყება, შესაძლოა ჯერ თურქეთში გადმოვიდნენ, თურქეთიდან კი შეიძლება საქართველოში წამოვიდნენ - ესეც საფრთხის შემცველია. აქ ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ ბრძოლებში მონაწილეობენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე - ჩრდილოკავკასიელი რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ერთ-ერთ ალტერნატივად ყოველთვის განიხილავენ ხოლმე საქართველოს - ეს დავინახეთ ჩატაევის შემთხვევაშიც“, - განაცხადა ბატიაშვილმა.


რაც შეეხება საქართველოს პოზიციონერიების საკითხს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის, ზურაბ ბატიაშვილის თქმით, ორივე ქვეყანასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


„ორივე ქვეყანა ჩვენი პარტნიორი და სტრატეგიული მოკავშირეა, ორივე ნატოს წევრია და მათთან კეთილმეზობლური ურთიერთობა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ამ კონფლიქტის მონაწილე მხარე არ ვართ და ამასთან, ყოველ შემთხვევაში ამ მომენტისთვის, სიტუაცია ისე დაძაბული არ არის, რომ ერთმა ან მეორე მხარემ ჩვენ პოზიციონერება მოგვთხოვოს“, - განაცხადა ბატიაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ 10 ოქტომბერს თურქეთის ჯარმა და სირიის ეროვნულმა არმიამ სირიაში ქურთების წინააღმდეგ საჰაერო და სახმელეთო თავდასხმა განახორციელეს. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების მიზანი ტერორისტული დერეფნის განადგურება და რეგიონში მშვიდობის დამყარებაა.


ipn





საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს
access_time2019-11-15 18:17:34
საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა. ავიაკომპანია Myway Airlines-ის ყოფილმა მეწილემ და კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა თანამოაზრეებთან ერთად კომპანია Aero Georgia Group-ი ჩამოაყალიბა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს, თუმცა მისი საქმიანობა მაინც ავიაციასთან იქნება მჭიდრო კავშირში. იგორ აფციაური ამბობს, რომ ავიაციის სფეროში მომუშავე საკუთარი კომპანიის დაფუძება დიდი ხანია სურდა. ქართული ავიაკომპანია Aero Georgia Group-ი საქმიანობა...

ოცდაექვსს მინუს ერთი - ჯანდაცვის სატარიფო რეფორმა, რომელიც მხოლოდ „ევექსისთვისაა“ მისაღები

ოცდაექვსს მინუს ერთი - ჯანდაცვის სატარიფო რეფორმა, რომელიც მხოლოდ „ევექსისთვისაა“ მისაღები
access_time2019-11-15 17:30:21
რამდენიმე დღის წინ კლინიკა „გულის“ დამფუძნებელმა ანზორ მელიამ „კომერსანტს“ განუცხადა, რომ სამედიცინო სფეროს წამყვანი სპეციალისტები იმ რეფორმის გადავადებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფი ამოქმედდება. როგორც მელიამ განგვიცხადა, პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის...

მაჭავარიანი: ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა, ვალის ასეთი დაბალ მაჩვენებელს

მაჭავარიანი: ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა, ვალის ასეთი დაბალ მაჩვენებელს
access_time2019-11-15 14:30:45
„დღეის მდგომარეობით, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ვალი 45 პროცენტია. 41 პროცენტიდან ზრდა კურსის ვარდნამ გამოიწვია“, – ეს განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა,პარლამენტის სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის წარდგენისას გააკეთა. მისი თქმით, ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა, საქართველოს მსგავსად ვალის ასეთი დაბალი მაჩვენებელი ჰქონდეს: „რამდენად საგანგაშოა ამჟამად არსებული ვალის ნიშნული? ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ნიშნული არ არის...

„არცერთ სტრუქტურას პასუხი არ აქვს“ -ცნობილი ექიმი მე-6 დღეა ტყვეობაშია

„არცერთ სტრუქტურას პასუხი არ აქვს“ -ცნობილი ექიმი  მე-6 დღეა  ტყვეობაშია
access_time2019-11-15 16:00:13
საოკუპაციო ხაზთან ცნობილი ტრავმატოლოგის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებიდან თითქმის ერთი კვირა გავიდა, თუმცა,ხელისუფლებამ ამ ფაქტის შესახებ  გატაცებიდან მხოლოდ, ოთხი დღის შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია და კონკრეტულად ვერც ის თქვა, რა კეთდება იმისათვის,რომ გაფრინდაშვილი  ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლდეს. დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული  ახალგორის  სასამართლომ, საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი...

არჩილ თალაკვაძე: არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელი

არჩილ თალაკვაძე: არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელი
access_time2019-11-15 15:09:56
„პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო თავის დროზე. სწორედ ჩვენი გუნდის ძალისხმევით ჩაიწერა კონსტიტუციაში, რომ 2024 წლიდან არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით გაიმართება“-ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ რამდეიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  „ასევე „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლა, რასაც, როგორც ვნახეთ, სამწუხაროდ, დეპუტატთა...


მსგავსი სიახლეები

up