ზურაბ ბატიაშვილი - სამწუხაროდ, გამოჩნდა, რომ ერთმანეთთან საუბარი შუამავლების გარეშე არ შეგვიძლია - პრემიერის სახეზეც იკითხებოდა, რომ ის იძულებული გახდა ამ მოლაპარაკებებზე წასულიყო

ზურაბ ბატიაშვილი - სამწუხაროდ, გამოჩნდა, რომ ერთმანეთთან საუბარი შუამავლების გარეშე არ შეგვიძლია - პრემიერის სახეზეც იკითხებოდა, რომ ის იძულებული გახდა ამ მოლაპარაკებებზე წასულიყო

access_time2021-03-02 12:50:00

სამწუხაროდ, გამოჩნდა, რომ ჩვენ ერთმანეთთან საუბარი, შუამავლების გარეშე არ შეგვიძლია - პრემიერის სახეზეც იკითხებოდა, რომ ის იძულებული გახდა ამ მოლაპარაკებებზე წასულიყო, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას საერთაშორისო საკითხების ექსპერტი ზურაბ ბატიაშვილი გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით გამართულ შეხვედრას.



მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესში ორივე მხარემ უნდა დათმოს, რადგან საქართველოს აღარ სჭირდება დესტაბილიზაცია და არეულობა.



„სამწუხაროდ, გამოჩნდა, რომ ჩვენ ერთმანეთთან საუბარი შუამავლების გარეშე არ შეგვიძლია. თუმცა მეორე მხრივ, კარგია ის, რომ გამოჩნდა დასავლეთის უპირობო მხარდაჭერა საქართევლოს მიმართ და არა რომელიმე პარტიის ან ორგანიზაციის მიმართ. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ალბათ ის, რომ სასამართლო დამოუკიდებლობის თემის წინ წამოწევა მოხდა, სწორედ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. სასამართლო დამოუკიდებლობა უნდა იყოს ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი. რაც შეეხება პოლიტიკურ შემადგენელ ნაწილს - ამ მხრივაც იმედის მომცემია ის, რომ სწორედ შარლ მიშელის ვიზიტის დროს შედგა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა, რითაც ხაზი გაესვა იმას, რომ დასავლეთი არ მიატოვებს საქართველოს, იქნება ძალიან აქტიური, უშუალო მონაწილე და მედიატორი ამ პროცესებში და ვფიქრობ, რომ უნდა იყოს მიღწეული კომპრომისი, ორივე მხარემ უნდა დათმოს. უკვე გახდა ხელისუფლება იძულებული, რომ დათმობაზე წასულიყო. გვახსოვს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ იგი არ აპირებდა მოლაპარაკებებს და ახლა, თვითონ დაესწრო მოლაპარაკებებს. ვფიქრობ, რომ მის სახეზეც იკითხებოდა, რომ ის იძულებული გახდა ამ მოლაპარაკებებზე წასულიყო. მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია, ამ ქვეყანას აღარ სჭირდება დესტაბილიზაცია და არეულობა, ამ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება“, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.




ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით, გაიმართა. როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, საქართველოში სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი და შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.




IPN.GE









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up