ზურაბ აზარაშვილი: „სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამამ მუნიციპალიტეტების საქმიანობა უფრო ეფექტიანი გახადა“

ზურაბ აზარაშვილი: „სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამამ მუნიციპალიტეტების საქმიანობა უფრო ეფექტიანი გახადა“

access_time2022-09-23 14:40:00

„საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამის განმახორციელებელ ერთ-ერთ მხარეს ადგილობრივი თვითმმართველობები და მათ სისტემაში შემავალი დაწესებულებები წარმოადგენენ. მათთან კომუნიკაციის შედეგად, გვაქვს ინფორმაცია, რომ სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამამ შესაძლებლობა მისცა, დამატებითი სამუშაო ძალის გამოყენებით, საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობა გაეზარდათ“, - ასე უპასუხა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დეპუტატების კითხვას დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დასაქმების ახალი პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ თვითმმართველობებში, მთელი რიგი სამუშაოები შესრულდა, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. მაგალითად:


• ყველა მუნიციპალიტეტში, ყოველდღიურად, სუფთავდება და წესრიგდება 550-მე საბავშვო ბაღის ეზო, 300-ზე მეტი სკვერი და პარკი, 160-ზე მეტი სპორტული მოედანი


• მთელი ქვეყნის მასშტაბით, დასუფთავდა და მოწესრიგდა 1000-ზე მეტი სასაფლაო, 200-ზე მეტი საზოგადოებრივი მნიშვნელობის შენობა-ნაგებობა, გაიწმინდა 1500 კმ.-მდე სანიაღვრე არხი


• 400-ზე მეტმა საჯარო სკოლამ და 530-ზე მეტმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ, დამატებითი სამუშაო ძალა მიიღო დარაჯის და დამლაგებლის პოზიციაზე


• ეროვნულ სატყეო სააგენტოში დასაქმებულმა სოციალურად დაუცველმა პირებმა, აქტიური მონაწილეობა მიიღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მიმდინარე სამუშაოებში და დიდი წვლილი შეიტანეს ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაში



რაც შეეხება, შეკითხვას, თუ როგორ ფუნქციონირებდნენ აღნიშნული უწყებები, უწყვეტად და ეფექტიანად, დასაქმების ახალი პროგრამის ამოქმედებამდე - ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, მუშახელის დეფიციტისა და შეზღუდული ფინანსური რესურსების გამო, მუნიციპალიტეტებში, რეალურად არსებობდა გამოწვევები საზოგადოებრივ სამუშაოებზე. დასაქმების ახალმა პროგრამამ კი, შესაძლებლობა მისცა მათ, საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობა გაეზარდათ.


ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი პარლამენტში, პარტია „საქართველოსთვის“ მიწვევით, ინტერპელაციის წესით იმყოფება. ზურაბ აზარაშვილი, საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამის შესახებ, დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.






ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება

ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება
access_time2022-10-02 23:00:51
ჩინეთის საზღვაო ფლოტი, მსოფლიოში მეორე ყველაზე ძლიერი - ორი ავიამზიდი ექსპლუატაციაში შევიდა და მეორე ამოქმედდა ივნისში. შესაბამისად, ჩინეთი ცდილობს დააკმაყოფილოს მოთხოვნილება კვალიფიციურ თვითმფრინავების პილოტებზე, ამბობენ ანალიტიკოსები — აღნიშნულის შესახებ Business...

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“
access_time2022-10-02 19:00:03
რომის პაპმა ფრანცისკემ მიმართა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტისთვის, სთხოვა მას „შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის სპირალი“ უკრაინაში და დაგმო ბირთვული თავდასხმის „უკონტროლო“ შედეგების „აბსურდული“ რისკი.  რომის პაპმა ფრანცისკემ წარმოთქვა თავისი ყველაზე მკაცრი განცხადება მეშვიდე თვის განმავლობაში არსებული კონფლიქტის შესახებ, რომელიც მან...

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას
access_time2022-10-02 15:00:07
ნატოს წევრმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცხრა ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივი...

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა
access_time2022-10-02 13:00:01
რუსეთმა დაკარგა ადგილი გაეროს მმართველ საბჭოში, რომელიც მხარს უჭერს 193 ქვეყანას შორის სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის თანამშრომლობასა და კოორდინაციას —  აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ი წერს.  რუსეთმა ვერ მიიღო საკმარისი მხარდაჭერა, რათა...

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს
access_time2022-10-02 11:00:50
SoundCloud-ის ფლატფორმაზე წვდომა შეზღუდულია რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით.  აკრძალვის მიზეზი გაურკვეველი რჩება. არც Roskomnadzor-ს და არც გენერალურ პროკურატურას ამ დრომდე განცხადება არ...


მსგავსი სიახლეები

up