საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა ჰაიდი გრაუს სამინისტროს მიმართულებები გააცნო. საუბარი შეეხო ჯანდაცვის სერვისებს, ასევე დასაქმების საკითხებს. იმსჯელეს მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზეც.
მხარეებმა COVID-19-ის კუთხით არსებული დადებითი დინამიკაც განიხილეს. დიპლომატმა აღნიშნა, რომ შვეიცარიაშიც, საქართველოს მსგავსად, უკვე ყველა შეზღუდვა მოხსნილია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.