ზურაბ აზარაშვილი: „საქართველო პირველი ქვეყანა გახდა რეგიონში, რომელმაც COVID-19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტი - „პაქსლოვიდი“ მიიღო“

ზურაბ აზარაშვილი: „საქართველო პირველი ქვეყანა გახდა რეგიონში, რომელმაც COVID-19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტი - „პაქსლოვიდი“ მიიღო“

access_time2022-05-11 20:00:00

„პანდემიის დაწყებიდან, 1 მილიარდ ლარზე მეტი იქნა მობილიზებული სახელმწიფოს მიერ, რომ პაციენტებს ხარისხიანი სერვისი მიეღოთ. ამ თანხის ნაწილი მკურნალობაში ჩართული სამედიცინო პერსონალისთვის 50%-იანი დანამატის გასაცემად იყო მიმართული. პანდემიის სტაბილიზაციის პირობებში, 1-ლი მარტიდან, შესაძლებელი გახდა კლინიკების ეტაპობრივი გამოთიშვა კოვიდის მართვის პროგრამიდან. ამჟამად, კოვიდ პაციენტების მიღებას, საჭიროების შესაბამისად, ახორციელებს 40-მდე კლინიკა, 2000-მდე საწოლით. თუმცა, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, ამ ეტაპზე, მინიმალურია და დღეში, 30 შემთხვევას შეადგენს“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, საქართველოს პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.



ზურაბ აზარაშვილის თქმით, სახელმწიფოს რესურსები მიმართული იყო დაავადების როგორც ჰოსპიტალურ, ისე პირველადი ჯანდაცვის დონეზე მართვისკენ. პროცესების ეფექტური დაგეგმვით კი, COVID-19 ინფიცირებულმა მოქალაქეებმა, სათანადო სერვისი, მკურნალობის ყველა დონეზე, ბარიერების გარეშე, შეუფერხებლად მიიღეს.



საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას, ჯანდაცვის მინისტრმა, ასევე ისაუბრა, COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატზე. მისი თქმით, მიმდინარე წელს, საქართველო გახდა რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელმაც მედიკამენტი „პაქსლოვიდი“ მიიღო.



„Pfizer-ის წარმოების პრეპარატი აშშ-სა და ევროპაში წარმატებით გამოყენების შემდეგ, 2022 წლის მარტიდან „პაქსლოვიდი“ უფასოდ გადაეცემათ საქართველოს მოქალაქეებს“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.




მინისტრის განცხადებით, პანდემიის პერიოდში აშკარად გამოიკვეთა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჰოსპიტალური სექტორის მუდმივი მზაობა ინფექციურ დაავადებებზე რეაგირებისთვის. ჰოსპიტალური ქსელის პასუხისმგებლობა, პანდემიის პირობებში, ინფექციური დაავადებების მართვისთვის საწოლფონდის მობილიზების თაობაზე, მიმდინარე წლის მარტში, სანებართვო პირობებსა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დადგენილებებში აისახა.



„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ჯანდაცვის სამინისტრო, რეგულირების სააგენტო და შრომის ინსპექციის სამსახური აგრძელებენ კლინიკების მონიტორინგს ინფექციის კონტროლის, სამედიცინო მომსახურების ხარისხის და პერსონალის შრომითი უფლებების დაცვის მიზნით.


სამინისტროსთვის მთავარი ამოცანაა პაციენტების და სამედიცინო პერსონალის საუკეთესო ინტერესების და უფლებების დაცვა, მრავალმხრივი მიმართულებით.
პანდემიის პირველი დღეებიდან, სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ, ხორციელდებოდა სამედიცინო დაწესებულებების მხარდამჭერი მონიტორინგი, არსებული ხარვეზების გამოვლენა და რეკომენდაციების მიწოდება ხარვეზების გამოსწორებისთვის. დაწესებულებებს ყოველთვის ჰქონდათ მიცემული შესაძლებლობა და გონივრული ვადა ხარვეზების გამოსწორებისთვის, გათვალისწინებული იყო პანდემიის ფორსმაჟორული რეჟიმიც. მაგრამ ახლა, სწორედ ის დროა, როდესაც სახელმწიფომ სრულად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და მიიღოს მტკიცე გადაწყვეტილებები, პაციენტების და სამედიცინო პერსონალის მომავალი დაცულობისთვის“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up