ზურაბ აზარაშვილი -  „გამოცდილების დაგროვების შემდეგ, სოციალურად დაუცველ პირებზე მოხდება ღია შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების შეთავაზება“

ზურაბ აზარაშვილი - „გამოცდილების დაგროვების შემდეგ, სოციალურად დაუცველ პირებზე მოხდება ღია შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების შეთავაზება“

access_time2022-09-23 17:00:00

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი პარლამენტში, პარტია „საქართველოსთვის“ და ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელის“ მიწვევით, ინტერპელაციის წესით იმყოფება და საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამის შესახებ დეპუტატების კითხვებს პასუხობს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.



კითხვაზე, თუ რამდენად ხორციელდება ამ პროგრამის ფარგლებში დასაქმებული პირების მიერ იმ უნარ-ჩვევების შეძენა, რომელიც მომავალში მათ დაეხმარებათ დასაქმდნენ კერძო სექტორში, მინისტრმა აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმება განსაკუთრებით ეფექტურია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სამუშაო სტაჟის ხანგრძლივი წყვეტა აქვს.



„ასეთი ტიპის სამუშაოები პროგრამის მოსარგებლეს ეხმარება დაძლიოს სამუშაოს დაწყების შიში და გადალახოს ყველა ის ბარიერი, რასაც ხანგრძლივი უმუშევრობა წარმოქმნის. ამასთანავე, პირი იძენს უნარებს, სამუშაო გამოცდილებას და აგროვებს სამუშაო სტაჟს. გამოცდილების დაგროვების შემდეგ, სოციალურად დაუცველ პირებზე მოხდება იმ ვაკანსიების შეთავაზება, რომელიც თავისი შინაარსით არ მოითხოვს პროფესიულ ან უმაღლეს განათლებას და იმ დროისთვის ხელმისაწვდომი იქნება ღია შრომის ბაზარზე “, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.




მინისტრმა აღნიშნა, რომ დასაქმების სააგენტოში, კერძო სექტორიდან შემოსული ვაკანსიების 52% დაბალკვალიფიციური მუშახელისთვის არის განკუთვნილი, საშუალო ანაზღაურება კი 525 ლარს შეადგენს.



მინისტრის თქმით, იმ პირებს, ვისაც ღია შრომის ბაზარზე, შედარებით მაღალკვალიფიციურ სამუშაო ადგილებზე სურთ დასაქმება, სააგენტო პროფესიული გადამზადების კურსებს სთავაზობს.



„დასაქმების სააგენტოში შესული ვაკანსიების 35% მოითხოვს პროფესიულ განათლებას. ასეთ პოზიციებზე, ხელზე ასაღები ანაზღაურება, საშუალოდ 800 ლარს შეადგენს. რაც იმას ნიშნავს, რომ 2500 სოციალურად დაუცველი, დასაქმების შემთხვევაში, თვის განმავლობაში, ჯამურად 2 000 000 ლარს მიიღებს, ხოლო ბიუჯეტში, საშემოსავლო გადასახადის სახით, თვეში, საშუალოდ, ნახევარ მილიონ ლარს გადაიხდის“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.






„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“ - შსს

„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“ -  შსს
access_time2022-09-30 13:33:32
„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, მათივე  ინფორმაციით   ასევე შემციდა საქართველოს ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ საზღვრის კვეთის რაოდენობა. „კერძოდ, 29 სექტემბრის 10:00 სთ-დან 30 სექტემბრის 10:00 სთ-მდე საქართველოს საზღვარი ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა რუსეთის ფედერაციის 6109 მოქალაქემ,...

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა
access_time2022-09-30 13:06:19
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა. აღნიშნული ბიზნესმენმა ბიზნესპარტნიორს თავად დაუდასტურა.   ჩვენი ჯგუფი დიდი ხანია ახორციელებს კომერციული უძრავი ქონების განვითარებას ქ. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. კერძოდ, ჩვენ ვაშენებთ და ოპერირებას ვუწევთ საშუალო ზომის სავაჭრო ცენტრებს, სადაც მთავარი არენდატორია კომპანია “კარფური” და ასევე არენდატორები არიან ათობით სხვა საქართველოში მოღვაწე რითეილერები. შესაბამისად, ვფიქრობთ, ჯგუფში დაგროვდა...

მარტი-ივლისში საქართველოში ბინადრობის ნებართვა რუსეთის 1598 მოქალაქეზე გაიცა - მიმართვიანობა 54%-ით გაიზარდა

მარტი-ივლისში საქართველოში ბინადრობის ნებართვა რუსეთის 1598 მოქალაქეზე გაიცა - მიმართვიანობა 54%-ით გაიზარდა
access_time2022-09-30 13:00:44
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცა რუსეთის 1,598 მოქალაქეზე, ხოლო უარი ეთქვა 434 მათგანს. 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2022 წელს რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში ბინადრობის უფლების მისაღებად მიმართვიანობა 54%-ით, ხოლო დაკმაყოფილების მაჩვენებელი 25%-ით გაიზარდა, — ამის შესახებ ინფორმაციას IDFI აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2022 წლის მარტი-ივლისი...

სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის

სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის
access_time2022-09-30 11:55:06
დღეიდან, ლიბერთიში სოციალური სარგოს მიმღებ პირებს შესაძლებლობა აქვთ სამომხმარებლო ტიპის სესხებზე 4 წლამდე ვადით ისარგებლონ. "მოხარული ვართ, რომ საშუალება მოგვეცა განსაკუთრებული პირობები შეგვეთავაზებინა ექსკლუზიურად ჩვენი მომხმარებლებისთვის. როგორც იცით, 2022 წლის აგვისტოში ეროვნული ბანკის მიერ მიღებული რეგულაციის თანახმად, სამომხმარებლო ტიპის სესხებზე მაქსიმალური ვადა განისაზღვრა 36 თვით, რაც ჩვენი მომხმარებლების გარკვეული ნაწილისთვის შეამცირებდა სამომხმარებლო ტიპის...

„შეცვალე“ - პროკრედიტ ბანკი მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას იწყებს

„შეცვალე“ - პროკრედიტ ბანკი მასშტაბურ გარემოსდაცვით  კამპანიას იწყებს
access_time2022-09-30 11:25:34
შეცვალე! ნუ დაკარგავ კავშირს ბუნებასთან, მოუფრთხილდი მას! თემა, რომელიც დღეს განსაკუთრებით აქტუალურია და საკითხი, რომელიც ყველას გვაფიქრებს: ეკოლოგია და გარემოს დაცვა. პროკრედიტ ბანკმა ახალი კამპანია სწორედ ამ მიმართულებით წამოიწყო. გარემოსდაცვით კამპანიას ბანკი მთავარი ვიდეო რგოლით ხსნის, რომელიც  მოკლემეტრაჟიან ფილმს გვაგონებს. სცენარი წარმოსახვით სამყაროში ვითარდება და განსაკუთრებული სიმძაფრით აღწერს იმ მომავალს, რომელიც შეიძლება დადგეს, თუკი ბუნებას არ...


მსგავსი სიახლეები

up