ზურაბ აზარაშვილი: 3000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი კერძო სექტორში დასაქმდა, 4 300-მა კი არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზება მოახდინა

ზურაბ აზარაშვილი: 3000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი კერძო სექტორში დასაქმდა, 4 300-მა კი არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზება მოახდინა

access_time2022-09-23 15:40:00

„27 800-ზე მეტმა პირმა თანხმობა განაცხადა საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვასთან დაკავშირებით, მათ შორის, დასაქმდა 23 000-ზე მეტი პირი, 3 000-ზე მეტმა პირმა აირჩია დასაქმება ღია შრომის ბაზარზე, 4 300-მა სოციალურად დაუცველმა გამოთქვა არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზების სურვილი, 600-მდე პირმა აირჩია პროფესიული მომზადება-გადამზადება და ამის შემდეგ შევთავაზებთ ღია შრომის ბაზარზე დასაქმებასაც“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


მინისტრმა აღნიშნა, რომ პირველი მარტიდან 20 სექტემბრამდე დასაქმებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოების სერვისცენტრებს ინფორმაციის მიღებისა და კონსულტირებისთვის, ჯამში 61 000-ზე მეტმა პირმა მიმართა, საიდანაც 23 000-მა პირმა გაიარა კონსულტაცია, მაგრამ თავი შეიკავა ან უარი განაცხადა პროგრამაში მონაწილეობაზე, 2 300 პირი კი არ აკმაყოფილებდა პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმს და შესაბამისად დასაქმების კონსულტანტებმა ღია შრომის ბაზარზე დასაქმება შესთავაზეს.


შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამით სარგებლობის უფლება აქვთ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ, ისეთი ოჯახების შრომისუნარიან წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და სახელმწიფოსგან იღებენ სოციალურ შემწეობას. აღნიშნული პირი ამავდროულად არ უნდა იყოს დასაქმებული ან რეგისტრირებული თვითდასაქმებულად, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში.


ზურაბ აზარაშვილი პარლამენტში, პარტია „საქართველოსთვის“ და ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელის“ მიწვევით, ინტერპელაციის წესით იმყოფება.



მინისტრი საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამის შესახებ დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.






ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება

ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება
access_time2022-10-02 23:00:51
ჩინეთის საზღვაო ფლოტი, მსოფლიოში მეორე ყველაზე ძლიერი - ორი ავიამზიდი ექსპლუატაციაში შევიდა და მეორე ამოქმედდა ივნისში. შესაბამისად, ჩინეთი ცდილობს დააკმაყოფილოს მოთხოვნილება კვალიფიციურ თვითმფრინავების პილოტებზე, ამბობენ ანალიტიკოსები — აღნიშნულის შესახებ Business...

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“
access_time2022-10-02 19:00:03
რომის პაპმა ფრანცისკემ მიმართა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტისთვის, სთხოვა მას „შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის სპირალი“ უკრაინაში და დაგმო ბირთვული თავდასხმის „უკონტროლო“ შედეგების „აბსურდული“ რისკი.  რომის პაპმა ფრანცისკემ წარმოთქვა თავისი ყველაზე მკაცრი განცხადება მეშვიდე თვის განმავლობაში არსებული კონფლიქტის შესახებ, რომელიც მან...

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას
access_time2022-10-02 15:00:07
ნატოს წევრმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცხრა ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივი...

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა
access_time2022-10-02 13:00:01
რუსეთმა დაკარგა ადგილი გაეროს მმართველ საბჭოში, რომელიც მხარს უჭერს 193 ქვეყანას შორის სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის თანამშრომლობასა და კოორდინაციას —  აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ი წერს.  რუსეთმა ვერ მიიღო საკმარისი მხარდაჭერა, რათა...

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს
access_time2022-10-02 11:00:50
SoundCloud-ის ფლატფორმაზე წვდომა შეზღუდულია რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით.  აკრძალვის მიზეზი გაურკვეველი რჩება. არც Roskomnadzor-ს და არც გენერალურ პროკურატურას ამ დრომდე განცხადება არ...


მსგავსი სიახლეები

up