ზურაბ აბაშიძე - რუსეთის მიერ ფრენების აღდგენის კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა, თუმცა ახალი ინფორმაციის მოლოდინი არსებობს

ზურაბ აბაშიძე - რუსეთის მიერ ფრენების აღდგენის კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა, თუმცა ახალი ინფორმაციის მოლოდინი არსებობს

access_time2020-01-21 22:00:58

საქართველო-რუსეთს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ზუსტ თარიღი ჯერ არ დასახელებულა, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, საკითხზე ახალი ინფორმაცია შესაძლოა, რუსეთის წარმომადგენელ გრიგორი კარასინთან მორიგ შეხვედრაზე გამოიკვეთოს, რომელიც სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში გაიმართება.

 

„ჩვენ გვქონდა წინა შეხვედრა პრაღის ფორმატში, ნოემბრის ბოლოს. მაშინ მოვისმინეთ, რომ ამაზე ფიქრობენ, მაგრამ ზუსტი თარიღები არ დასახელებულა. შემდეგ გაკეთდა კომენტარები. მოვისმინეთ, რომ მუშაობენ ამ საკითხზე და ა.შ. თუ იქნება უფრო კონკრეტული ინფორმაცია, მოვისმენთ და გაგიზიარებთ. ადრეც ვთქვით, რომ თუ მოხდება ფრენების აღდგენა, ჩვენ ამას მივესალმებით. დაველოდოთ, მარტამდეც თუ იქნება სიახლე, ამასაც გავიგებთ. გავიმეორებ, რომ ფრენების აღდგენის კონკრეტული თარიღები ჯერ არ დასახელებულა, თუმცა არის მოლოდინი, რომ შეიძლება, ახალი ინფორმაციები იყოს. თუ იქნება სიახლე, შეიძლება, ეს გავიგოთ პრაღის შეხვედრაზე, ან მანამდეც“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

 

როგორც მან აღნიშნა, თუ ფრენების განახლებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება, ტექნიკური თვალსაზრისით ამ საკითხის მოგვარება პრობლემას არ წარმოადგენს.


 

„უსაფრთხოების თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ არის და ეს ხელოვნურად მოტანილი პრობლემაა, თავადაც იციან, რომ არანაირი ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა საჭირო. თუ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამის შემდეგ ფრენების აღდგენას ტექნიკური, საორგანიზაციო თვალსაზრისით ბევრი არაფერი სჭირდება, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერჯერობით ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

 

აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავენ, მათ შორის საუბარი შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს.

 

საქართველოსთან ფრენების შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს გამოსცა. ოფიციალურად რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები გასული წლის 8 ივლისს შეწყდა.

 

წყარო: 1 TV




მთავრობა 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას გეგმავს

მთავრობა 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას გეგმავს
access_time2020-10-26 16:30:39
მთავრობამ საწოლფონდის შესაძენად გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. შესაბამისი განაცხადი უკვე ფიქსირდება სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე. სოციალური მომსახურების სააგენტომ კლინიკებთან უკვე გააფორმა ხელშეკრულებები 5,645,320 ლარის საწოლფონდის შესაძენად. შესყიდული საწოლი ადგილები თბილისსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში არის გადანაწილებული. ჯამურად, სოციალური მომსახურების სააგენტო 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას...

KTW მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს - პროექტში ჯგუფი 3 წელში $3-4 მლნ-ს ჩადებს

KTW მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს - პროექტში ჯგუფი 3 წელში $3-4 მლნ-ს ჩადებს
access_time2020-10-26 14:30:55
კომპანია KTW ჯგუფი მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს. მომავალი 3 წლის განმავლობაში კომპანია პროექტში 3-4 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ KTW ჯგუფის დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, ამ დროისთვის უკვე განხორციელებულია 0,5 მლნ დოლარის ინვესტიცია, წლის ბოლომდე კი ჯგუფს ამ მიმართულებით 1 მლნ დოლარის ინვესტიცია ექნება განხორციელებული. მიკროელექტროსადგურის საშუალებით საწარმო გარემოზე მავნე ზემოქმედების გარეშე იღებს...

დღეიდან სილქნეტი Ispace-ის სარეალიზაციო ცენტრებში აქციას იწყებს

დღეიდან სილქნეტი Ispace-ის სარეალიზაციო ცენტრებში აქციას იწყებს
access_time2020-10-26 13:20:47
26...

ქართული ბანკების ზარალის 30,8% საქართველოს ბანკზე მოდის

ქართული ბანკების ზარალის 30,8% საქართველოს ბანკზე მოდის
access_time2020-10-26 13:30:58
საქართველოს ბანკმა 9 თვე 77,5 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ თხუთმეტი კომერციული ბანკის კონსოლიდირებული ზარალი 252 მლნ. ლარი იყო, შესაბამისად საქართველოს ბანკის წილი საერთო მოცულობაში 30.8%-ით განისაზღვრა. ბანკი 2.6 მლრდ. ლარის საზედამხედველო კაპიტალით და 19.3 მლრდ. ლარის აქტივებით, მეორე ადგილზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის სექტემბერში წმინდა ზარალი, რომელიც 8 თვეში 317 მილიონ ლარს...

საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-26 11:00:33
საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 30303- ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 603 პაციენტი და საერთო რაოდენობა 11370-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3766 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2268- ს...


მსგავსი სიახლეები

up