ზურაბ აბაშიძე - მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რათა მოვნახოთ გამოსავალი ჩიხიდან, რომელშიც არის კონფლიქტების საკითხი

ზურაბ აბაშიძე - მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რათა მოვნახოთ გამოსავალი ჩიხიდან, რომელშიც არის კონფლიქტების საკითხი

access_time2019-09-28 20:09:13

ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, ყველა ფორმატი, ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარებით, რათა მოვნახოთ გამოსავალი იმ ჩიხური მდგომარეობიდან, რომელშიც არის კონფლიქტების პრობლემა, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრას მხარი მიესალმნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ამერიკის საელჩო, გაერო-ს გენერალური მდივანი, ევროკავშირი, ეუთო-ს თავმჯდომარე, შვეიცარიელი მეგობრები.

„ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, ყველა ფორმატი ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარებით, რათა მოვნახოთ გამოსავალი იმ ჩიხური მდგომარეობიდან, რომელშიც იმყოფება კონფლიქტების პრობლემა. ამისათვის ვდგამთ ყველა ნაბიჯს, რაც კი შესაძლებელია საერთაშორისი სარბიელზე, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ეს შესაძლებლობაც უნდა გამოგვეყენებინა აუცილებლად და გამოვიყენებთ კიდევ მომავალში, როდესაც ამის საჭიროებას დავინახავთ. რაც შეეხება იმას, თუ ვისი ინიციატივით შედგა ეს შეხვედრა შეგახსენებთ, რომ 26 სექტემბერს ჩვენმა საგარეო უწყებამ გააკეთა ოფიციალური განცხადება და დაიდო მის ვებგვერდზე, რომ ეს შეხვედრა შედგა ჩვენი შვეიცარიელი კოლეგების ორგანიზებითა და მათი შუამავლობით. ანალოგიური განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო უწყებამ, ეს დაიდო მათ ვებგვერდზე და დევს დღეისათვისაც, ასეთივე განცხადება გაკეთდა შვეიცარიელების მიერ. ჩვენ ვთვლით, რომ საკითხი ამოწურულია და ამის თაობაზე დისკუსიების გაგრძელების საჭიროებას ვერ ვხედავთ“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე თქმით, დიალოგი რუსეთთან არის ძალიან რთული, მაგრამ დიალოგს ალტეტნატივა არ აქვს.


„დიალოგი რუსეთთან ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმ ფორმატებში, რომელიც გვაქვს, ჟენევა, პრაღა და თუ სამომავლოდ ამის აუცილებლობა იქნება. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავუაროთ გვერდი ამის შესაძლებლობას, ძალიან რთულია ეს დიალოგი. ჩვენ არ გვქონდა ილუზიები, რომ ერთი შეხვედრით რაღაც გარღვევა მოხდება. იმის განცდაც გვქონდა, რომ შეიძლება ყოფილიყო რთული შეხვედრა. 11 წლის შემდეგ ეს პირველი შეხვედრაა, ამიტომ არ იყო მოსალოდნელი და არ ველოდით, რომ ყველაფერი რადიკალურად შეიცვლებოდა, შესანიშნავი შედეგები გვექნებოდა და ა.შ. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა. ჩვენ გვექნება ოქტომბრის პირველ ნახევარში ჟენევაში შეხვედრა, ალბათ გაგრძელდება დიალოგი პრაღაში და ვნახავთ, რისი გაკეთება იქნება შესაძლებელი იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობები არა გვაქვს. დიალოგს ალტერნატივა არა აქვს და ეს გვესმის ჩვენ მუდამ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან“, – განაცხადა აბაშიძემ.


1tv




Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი

Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი
access_time2020-01-19 18:00:38
დედამიწა იწვის - პირდაპირი გაგებით. ავსტრალიაში, ამაზონიაში, კამბოჯაში ასობით ათასი ჰექტარი ტყეები გახვეულია ცეცხლში, რაც იწვევს ადამიანების დაღუპვას, ფლორის განადგურებას, და ფაუნის გადაშენებას.   ეს დრამატული მოვლენები  - მხოლოდ უმნიშვნელო მინიშნებაა იმაზე, თუ რა ელის კაცობრიობას დამთბარ მსოფლიოში. 14 იანვარს გამოქვეყნებული ინგლისელი და ავსტრალიელი მეცნიერების კვლევის თანახმად, კლიმატი სწრაფად იცვლება თითქმის ყველგან, რაც ზრდის ხანძრების...

„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის

„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის
access_time2020-01-19 11:00:31
ამსტერდამის მთავრობამ გადაწყვიტა, ახალგაზრდების ვალები შეისყიდოს და ისინი სესხებისგან გაათავისუფლოს.   როგორც Guardian -ი წერს, ნიდერლანდელი ახალაგზრდები სულ უფროდაუფრო მეტ სესხს იღებენ და ეს ევროპაში ერთგვარი ტრენდი გახდა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. მიზეზი ხშირ შემთხვევაში, ძვირადღირებულები საგანმანათლებლო კურსების დამთავრებაა.   პროექტის თანახმად, მუნიციპალური საკრედიტო ბანკი კრედიტორებთან ვალების შესყიდვაზე მოლაპარაკებებს...

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია
access_time2020-01-18 21:00:59
მინდა გითხრათ, რომ ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.   მისი განმარტებით, სამედიცინო სერვისები მოქალაქეებს შეფერხებით მიეწოდება, 520-ე დადგენილება კი არც რეფორმა არ არის და არც ფასწარმოქმნა.   „დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვეზე მეტი გავიდა და მთავრობის წევრებთან მხოლოდ რამდენიმე პიარ შეხვედრა ჩატარდა, მე ასე...

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“ - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“  - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს
access_time2020-01-19 16:00:49
სავაჭრო ცენტრმა „ისთ ფოინთმა“, რომელიც 2015 წლის სექტემბერში გაიხსნა, 2018 წელი ზარალით დაასრულა. ამის შესახებ კომპანიის 2018 წლის ინდივიდუალური ანგარიშიდან...

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას“

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს  მოძრაობას“
access_time2020-01-18 17:00:42
„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას სატესტო რეჟიმში“ - ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე...


მსგავსი სიახლეები

up