ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს პასუხობს - „ეს მათი პრეროგატივაა, რა ვქნათ“

ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს პასუხობს - „ეს მათი პრეროგატივაა, რა ვქნათ“

access_time2017-06-29 13:42:55

საქართველოს NATO-სთან თანამშრომლობა ისეთ ფორმას იღებს, რომ ფაქტობრივად, ოფიციალური თბილისი NATO-ს, რუსეთის „შეკავების", პოლიტიკის მონაწილე ხდება. აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი გამოცემა „იზვესტიასთან" ინტერვიუში.

 

„სამწუხაროდ, მეზობლებთან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან, კეთილმეზობლური და თანასწორუფლებიანი დიალოგის ნაცვლად, თბილისი მანიაკალური სიჯიუტით აგრძელებს მტკიცებას, რომ რუსეთმა ამ ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა. ეს აბსურდული თეზისი გამოიყენება როგორც არგუმენტი NATO-სთან შემდგომი დაახლოების მიზნით. სამწუხაროა, მაგრამ ამ საკითხში საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება არაფრით განსხვავდება სააკაშვილის რეჟიმის პოზიციისგან. მეტიც, ბოლო პერიოდში საქართველოს თანამშრომლობა ალიანსთან ისეთ ფორმებს იღებს, რომ ფაქტობრივად, თბილისს NATO-ს რუსეთის „შეკავების" პოლიტიკის მონაწილედ ხდის", - აცხადებს გრიგორი კარასინი.

 

რუსი დიპლომატი აღნიშნავს, რომ მხოლოდ გასულ წელს საქართველოში სამჯერ გაიმართა მასშტაბური წვრთნები NATO-ს წევრსაელმწიფოთა კონტიგენტის მონაწილეობით. „უკვე ზედიზედ, მეორე წელია ევროპიდან მძიმე ტექნიკის ოპერატიული გადასროლის დამუშავება ხდება. თბილისში ცოტა ხნის წინ გამართული NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა და მასზე მიღებული დეკლარაცია ცხადად წარმოაჩენს ალიანსის ანგაჟირებას საქართველოს მიმართ და სურვილს მოიპოვოს მტკიცე დასაყრდენი სამხრეთ კავკასიაში", - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

 


საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეტა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებებს . ზურაბ აბაშიძე კარასინის იმ განცხადებაზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც საუბარია საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე.

 

„ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ დიამეტრალურად განსხვავებული მიდგომები და ხედვა გვაქვს, მაგრამ არ მინდა დისკუსიაში შესვლა მასთან, რადგან ჩვენი ურთიერთობები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ორიენტირები - ეს არ არის ის თემა, რომელსაც ჩვენ პრაღაში განვიხილავთ, ეს ჩვენს მანდატს სცდება, ამიტომ არც დისკუსიის წარმოებას აქვს ამ შემთხვევაში გამართლება", - აცხადებს აბაშიძე „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბარში.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებას, რომ საქართველოს თანამშრომლობა ნატო-სთან ბოლო პერიოდში ისეთ ფორმებს იღებს, რომ თბილისს რუსეთის „შეკავების" პოლიტიკის მონაწილე ხდება, აბაშიძე პასუხობს, რომ ნატო-ში გაწევრიანება ქართველი ხალხის არჩევანია. "ცნობილია ჩვენი ურთიეთობა ნატო-სთან თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩვენი სურვილი გაწევრიანებისა ევროსტრუქტურებში თუ ნატო-ში - ეს ჩვენი ქვეყნის არჩევანია, ეს ჩვენი ხალხის არჩევანია, აქ არანაირი კითხვები არ არსებობს ჩვენთვის. რუსეთის მხარეს შეიძლება ჰქონდეს კითხვები, ეს მათი პრეროგატივაა, რა ვქნათ", - დასძენს ზურაბ აბაშიძე.

 

7 ივლისს , პრაღაში, გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის მორიგი შეხვედრაა დაგეგმილი. თბილისში ოპოზიცია ამგვარ შეხვედრებს სკეპტიკურად და ზოგ შემთხევაში, მიუღებლადაც მიიჩნევს. თავად რუსი დიპლომატი ამ ფორმატთან დაკავშირებით, ამბობს, რომ კვლავ არსებობს სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, პრინციპული განსხვავებები.



ალექსანდრ ლუკაშენკო - საზღვარგარეთის მთავრობა არ გვჭირდება და არც შუამავლები, ქვეყანას არავის დავუთმობთ

ალექსანდრ ლუკაშენკო - საზღვარგარეთის მთავრობა არ გვჭირდება და არც შუამავლები, ქვეყანას არავის დავუთმობთ
access_time2020-08-15 19:23:51
ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსს ჰყავს კონსტიტუციური მთავრობა. ამის შესახებ განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე...

Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს

Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს
access_time2020-08-15 18:00:43
ქალის ტანსაცმლის ბრიტანული ბრენდი Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს. როგორც „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა რევაზ მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ბრენდის მიერ საქართველოს ბაზრის დატოვება კრიზისთან კავშირში არ არის.„Wallis-ი წარმოადგენს Arcadia Group-ს და ჩვენმა კომპანიამ ბოლო 5 წლის განმავლობაში ეტაპობრივად შეწყვიტა თანამშრომლობა ამ ჯგუფთან. არა მარტო საქართველოში, არამედ ყველა ქვეყანაში, სადაც ვართ წარმოდგენილები, ეტაპობრივად დავხურეთ ამ ჯგუფში...

3D პრინტერით დაბეჭდილი სახლი, რომელიც დაცულია ზომბებისგან, ანადგურებს ვირუსებისა და ბაქტერიების 99,9%-ს

3D პრინტერით დაბეჭდილი სახლი, რომელიც დაცულია ზომბებისგან, ანადგურებს ვირუსებისა და ბაქტერიების 99,9%-ს
access_time2020-08-15 15:00:15
კომპანია “ჰაუსი” ყიდის ჭკვიან სახლებს, რომლებსაც გააჩნიათ დაცვა ვირუსებისგან. “ჰაუსის” სახლები იყიდება მზა, სრულიად კეთილმოწყობილი, მზის ენერგიის გამოყენებისა და წყლის გადამუშავების ტექნოლოგიით. არ სჭირდება არც სპეცილიზირებული საძირკვლები, არც ინსტალაციის პროცესები. კომპანია ირწმუნება, რომ სახლი შესაძლოა დაიდგას ნებისმიერ ბრტყელ მიწის ზედაპირზე. სახლი შედგება შუშისა და გლუვი თეთრი...

„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა

„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა
access_time2020-08-15 11:57:01
გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად – „BB“ დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა....

გზები საჭირო უმრავლესობისკენ - დამოუკიდებლად თუ კოალიციით?

გზები საჭირო უმრავლესობისკენ - დამოუკიდებლად თუ კოალიციით?
access_time2020-08-15 14:00:57
  „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მას არც უმრავლესობის შექმნა გაუჭირდება და არც მთავრობის დაკომპლექტება. ძირითადი ოპოზიციური პარტიები კი, მომავალ პარლამენტში ძალთა გაერთიანებასა და კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებას გეგმავენ. რაზე მეტყველებს ბოლო პერიოდში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები? რამდენი პარტია შეიძლება შევიდეს პარლამენტში? ვის როგორი შანსები აქვს ამ ეტაპისთვის?   „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა...


მსგავსი სიახლეები

up