ზურაბ აბაშიძე: „დარწმუნებული ვარ, არჩევნებში კახა კალაძის გუნდი უპირობოდ გაიმარჯვებს და გავაგრძელებთ თბილისის უბნებში მეტი სიცოცხლის შეტანას“

ზურაბ აბაშიძე: „დარწმუნებული ვარ, არჩევნებში კახა კალაძის გუნდი უპირობოდ გაიმარჯვებს და გავაგრძელებთ თბილისის უბნებში მეტი სიცოცხლის შეტანას“

access_time2021-09-30 21:20:00

მმართველი პარტიის თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ წინასაარჩევნო კამპანიის დასასრულს მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა, სადაც სიტყვით გამოსვლისასსაზოგადოებას და „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებს წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ამომრჩევლებს არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა.



შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვითასევე მიმართეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა ბექა ოდიშარიამ, ლადო კახაძემ, ირაკლი ზარქუამ და ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ. კამპანიის დახურვის ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა დავითულიანი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიგა ახვლედიანი, თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია, თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატი ნიკო კახეთელიძე და მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე ესწრებოდნენ.



ზურაბ აბაშიძე: „დღეს ვასრულებთწინასაარჩევნო კამპანიას. მინდა, მთაწმინდის მოსახლეობას და ჩემს გუნდს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის და, გართულებული ეპიდვითარების მიუხედავად, წინასაარჩევნო შეხვედრებში აქტიური მონაწილეობისთვის. მოქალაქეებთანკომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება. გპირდებით, რომ ვიდგები თქვენთან ერთად და ერთობლივი ძალებით გავაგრძელებთ ჩვენი რაიონის განვითარების შეუქცევად პროცესს.




წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობის მხრიდან იმხელა თანადგომა ვიგრძენი, ამანკიდევ უფრო მეტი სტიმული მომცა,ყოველდღიურად ვიზრუნო თითოეული ადამიანის, მათი ოჯახების კეთილდღეობაზე. მინდა, თითოეულ მთაწმინდელს ვუთხრა, ჩვენი რაიონი, რომელიც განსაკუთრებულია თავისი მდიდარი ისტორიითა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, არის და იქნებათბილისის გამორჩეული ადგილი, კიდევ უფრო მეტი განახლებული შენობით, რეაბილიტირებული ქუჩებით, სიმწვანითა და დასასვენებელი სივრცეებით.



დარწმუნებული ვარ, არჩევნებში კახა კალაძის გუნდი უპირობოდ გაიმარჯვებს და ახალიენერგიით გავაგრძელებთ თბილისის უბნებში მეტი სიცოცხლის შეტანას.“



როგორც მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, საზოგადოება უკვე კარგად იცნობს კახა კალაძის გუნდის საარჩევნო პროგრამას, იმ კონკრეტულ ინიციატივებსა და პროექტებს, რომლებიც მომავალი 4 წლის განმავლობაში განხორციელდება. მისი თქმით, სწორედ ეს პასუხისმგებლობა არის უმთავრესი რამ, რაც გამოარჩევს „ქართული ოცნების“ გუნდს ოპონენტებისგან, რომლებიც სამწუხაროდ, წინასაარჩევნო პროგრამასა და კონკრეტულ ნაბიჯებზე თითქმის არ საუბრობენ.



შეხვედრის ბოლოს ზურაბ აბაშიძემ ხაზი გაუსვა თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას და საზოგადოებას არჩევნებში მონაწილეობისკენკიდევ ერთხელ მოუწოდა. მისი თქმით, 2 ოქტომბერს თითოეულმა ადამიანმა უნდა გამოიჩინოს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გააკეთოს არჩევანი ქალაქის განვითარებისთვის, წინსვლისა და აღმშენებლობისთვის.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up