ზურა შევარდნაძე გურიაზე: „ყველა მეზობელი, ვისაც კი შრომა შეუძლია, თურქეთშია წასული ჩაის საკრეფად„

ზურა შევარდნაძე გურიაზე: „ყველა მეზობელი, ვისაც კი შრომა შეუძლია, თურქეთშია წასული ჩაის საკრეფად„

access_time2019-07-23 19:30:03

ცნობილი მებაღე ზურა შევარნაძე Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს, სადაც გურიაში ვიზის შესახებ წერს. მისი თქმით, მთელ რეგიონში დიდი გაჭირვებაა. „კომერსანტი“ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:


„გუშინ დავბრუნდი გურიიდან, ცოტა დაზაფრული..

აქამდე არასდროს არ მინახავს ამდენი დაუხნავი და დაუთესავი ყანა, დაუმუშავებელი ბახჩა და აბალახებული ეზო. ყველა მეზობელი, ნათესავი, მოკეთე და მოყვარე ვისაც კი მუშაობა შეუძლია თურქეთშია წასული ჩაის საკრეფად.. ისტორიებს, რომელსაც იქედან დაბრუნებული გამოწურული, ენერგია გამოცლილი, დამცირებულები ყვებიან ძნელი მოსასმენია მეტისმეტად.


ჩოხატაურში საკვირაო ბაზარზე ჩემი გურულები არ მომეჩვენა ისეთი ლაღები და გულანთებულები როგორიც სულ მახსოვს. მობუზული, დაბნეული და გაჩიჩინებულია ყველა და ყველაფერი.

ხუმრობენ, ოხუნჯობენ, არც სითბოს აკლებენ ერთმანეთს და არც სიყვარულს, იმედიანად, რიხიანადაცაა ზოგი, მაგრამ ვფიქრობ და ვერ ვხვდები რა მოხდება ასე თუ გაგრძელდა.

არ ვიცნობ არავის ვისაც ვალი არააქვს..


გურიაში იმ დროს ვცხოვრობდი როცა თვეობით შუქი არ გვქონდა და არაფერი სულ არაფერი არ ხდებოდა, მაგრამ არასდროს ნაგომარში, სუფსის ჭალაში კორიზაის ველზე, მერეში დაუთესავი ყანა არ მახსოვს. ოდის წინ მინდორი აბალახებული უსაშველო სირცხვილად ითვლებოდა.. რა ნახა თვალმა, ჭიშკრების და ღობეების სიმაღლეა ალინჯა და ჭიაფერა..


შრომა დაგვავიწყდაო ვიტყვით, მაშინ თურქეთში როგორ ვშრომობთ? არ მგონია თურქი უშრომელს და მუქთახორას გააჩერებს შინ.

იმედ გადაწურული ჩვენი მტერი იყოს, მაგრამ რა ვქნათ, რა გზას დავადგეთ, რა ვიღონოთ?

არაფერზე პასუხი არ მაქვს, მარტო იმას ვხვდები, რომ ასე გაგრძელება არ გამოვა.

ეგებ თქვენ გქონდეთ პასუხი..“ წერს ზურა შევარდნაძე. 




კომერსანტი




ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა

ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა
access_time2020-06-02 13:30:49
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრინციპების განხორციელების მიზნით, ლიბერთი ბანკის სასწავლო ცენტრის, შერჩეული ექსპერტებისა და ტრენერების ბაზაზე 27 მაისს ჩატარდა სპეციალური ტრენინგი მეწარმე ქალებისთვის საქართველოს რეგიონებიდან თემაზე - „მეწარმე ქალი - კარგი მენეჯერი“. აღნიშნული ტრენინგით დაიწყო ტრენინგების ციკლი, რომელიც ითვალისწინებს დამწყები, მცირე მეწარმე და ფერმერი ქალების ინფორმირებას, გარკვეული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენას და ასევე, მათ მხარდაჭერას პროფესიული განათლების...

„ეროვნული ბანკის ნაბიჯები კომერციულ ბანკებს კაბალური ოპერაციები წარმოების საშუალებას აძლევს“-ამერიკაში მოღვაწე ფინანსისტი კახა ჩარგეიშვილი

„ეროვნული ბანკის ნაბიჯები კომერციულ ბანკებს კაბალური ოპერაციები წარმოების საშუალებას აძლევს“-ამერიკაში მოღვაწე ფინანსისტი კახა ჩარგეიშვილი
access_time2020-06-02 14:30:07
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ფინანსისტი ექსკლუზიურად „კომერსანტთან პოსტ-პანდემიურ პერიოდში მსოფლიოს ეკონომიკური პოტენციალის გადანაწილებაზე საუბრობს. ფინანსისტი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა გლობალურ საინვესტიციო ბანკებში (Citigroup, Bank of America, Merrill Lynch, BCS Global Investment Bank) მედიაჰოლდინგს უყვება, თუ პორტ-პანდემიის პერიოდში რა მაკროეკონომიკური ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ეკონომიკური ზრდის მისაღწევად....

„სახელმწიფოს მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გვქონია“ - სავალუტო ჯიხურები სავარაუდოდ 8 ივნისიდან გაიხსნება

„სახელმწიფოს მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გვქონია“ - სავალუტო ჯიხურები სავარაუდოდ 8 ივნისიდან გაიხსნება
access_time2020-06-02 13:30:16
სავალუტო ჯიხურები სავარაუდოდ 8 ივნისიდან გაიხსნება. ამის შესახებ „კომერსანტთან“ „საქართველოს ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ქავთარაძემ განუცხადა. „სავარაუდოდ სავალუტო ჯიხურების გახსნა 8 ივნისს იგეგმება, ოფიციალურად ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა მარეგულირებელისგან გვაქვს მსგავსი ინფორმაცია. მოგვიწევს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა და იმ გაიდლაინების შესრულება რაც საფინანსო სექტორისთვისაა...

სკანდალური სატელეფონო საუბრის შემდეგ ცნობილი ადვოკატი „ლიდერფუდის“ საქმეს ჩამოშორდა

სკანდალური სატელეფონო საუბრის შემდეგ ცნობილი ადვოკატი „ლიდერფუდის“ საქმეს ჩამოშორდა
access_time2020-06-02 13:01:44
ხორცპროდუქტების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია „ლიდერფუდის“ ყოფილი დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ირაკლი დუმბაძის მიერ გამართული პრეს-კონფერენციის შემდგომ, სადაც მან გარკვეული ბრალდებები გააჟღერა „ლიდერფუდის“ ამჟამინდელი მფლობელის, მისი სიმამრის, დავით ზეიკიძის მიმართ, სააგენტო xnews.ge -მა ზეიკიძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. დუმბაძემ, მათ შორის, თქვა, რომ მის ადვოკატს, პაატა სალიას, დავით ზეიკიძე პირადი საუბრების გასაჯაროებით ემუქრებოდა. ინტერვიუს...

„ეკომარტი“ - ნატურალური და ეკომეგობრული პროდუქტების ონლაინ მაღაზია გაიხსნა

„ეკომარტი“ -  ნატურალური და ეკომეგობრული პროდუქტების ონლაინ მაღაზია გაიხსნა
access_time2020-06-02 11:55:59
დღეიდან მომხმარებლებს შეუძლიათ, ონლაინ სავაჭრო პორტალ www.ecomart.ge-ზე შეიძინონ ნატურალური პროდუქტები. ნებისმიერ შეკვეთას თბილისის მასშტაბით სასურველ მისამართზე ერთი თვის განმავლობაში უფასოდ მიიღებენ. გარემოსადმი მეგობრული კონცეფციით შექმნილი მაღაზია საქართველოში წარმოებულ ხარისხიან და ეკოლოგიურ პროდუქციას უყრის თავს. ეკომრავალფეროვნება „ეკომარტის“ მთავარი უპირატესობაა. სასურსათო პროდუქტები, საკვები დანამატები,...


მსგავსი სიახლეები

up