ზურა ჯაფარიძე: „ივანიშვილი აცდენილია იმ რეალობას, რაც ქვეყანაში ხდება“

ზურა ჯაფარიძე: „ივანიშვილი აცდენილია იმ რეალობას, რაც ქვეყანაში ხდება“

access_time2019-04-10 19:30:07

„ბიძინა ივანიშვილი აცდენილია იმ რეალობას, რაც ქვეყანაში ხდება. ერთი მხრივ სინამდვილეს აფასებს გარკვეულ კვლევებზე დაყრდნობით, მეორე მხრივ კი ცდილობს „გააპრავოს“ ხელისუფლების მიერ გადადგმული ყველა არასწორი ნაბიჯი, განსაკუთრებით მართლმსაჯულების მიმართულებით“,-  ასე აფასებს პოლიტიკურ პარტია „გირჩის“ დამფუძნებელი ზურა ჯაფარიძე ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს ტვ იმედის გადაცემაში „პირისპირ“.


„რეალობა არის გაცილებით უკეთესი, ვიდრე ამის აღქმა გვაქვს“ - სწორედ ეს გახდა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს მთავარი გზავნილი, რომელსაც საზოგადოების მხრიდან აგრესია მოჰყვა. მათ შორის, ჯაფარიძესაც უჭირს ადეკვატურად შეაფასოს გუშინდელი ინტერვიუ და გაჟღერებული ინიციატივები. „გირჩის“ დამფუძნებელი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი თავისი პოპულისტური განცხადებებით საზოგადოებას ილუზიურ განცდებს უქმნის, რაც საბოლოოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ემსახურება.


„მთავარი პრობლემა მაინც არის ის, რასაც ხშირად იმეორებს ხოლმე ივანიშვილი - ქვეყანა დემოკრატიული განვითარების კუთხით წინ არის, ეკონომიკა კი ვერ ეწევა დემოკრატიას. ორივე ნაწილში იტყუება. დემოკრატიული თვალსაზრისით სერიოზული გამოწვევებია, მათ შორის ქვეყნას თავად ივანიშვილი მართავს და პრემიერსაც, პარლამენტსაც ფუნქცია აქვს დაკარგული. ეკონომიკური მიმართულებით კი, ხელისუფლებას 2012 წლის შემდეგ საერთოდ რომ არაფერი გაეკეთებინა, უკეთესი შედეგი გვექნებოდა, ვიდრე დღეს. 4%-იანი ზრდა რომ არაფერს ნიშნავს და არასერიოზულია ეს ჩანს იქიდანაც, რომ ის მოსახლეობაზე არ აისახება“,- განმარტავს ჯაფარიძე.


„მივიღეთ ძალიან დანგრეული ეკონომიკა“ - ივანიშვილის ამ განცხადებას კი ზურაბ ჯაფარიძე ასე განმარტავს:



„იმ ნაწილში, რომ დანგრეული ეკონომიკა ქვეყნის უახლესი ისტორიის ნაწილია და ბევრი წელია რაც გრძელდება, მართალია. თუმცა არასწორია, ამ გზით საკუთარი პასუხისმგებლობის უგულებელყოფა. დიახ, ივანიშვილი გვიქმნის განცდას, თითქოს სხვანაირი რელობა დღეს ვერ გვექნებოდა, ამიტომ რაც „ოცნებამ“ გააკეთა არის მაქსიმუმი“.


ჯაფარიძის თქმით, ივანიშვილი ყველაფერთან ერთად ივანიშვილი გასცემს ცრუ დაპირებებს, როდესაც ემიგრანტებს საქართველოში გადამზადებას და უცხოეთში დასაქმებას ჰპირდება. ამ გზით მოსახლეობას, კონკრეტული პერიოდით (მაგალითად არჩევნებამდე) ტყუილში არწმუნებს, შემდეგ კი საპირისპირო რეალობას სთავაზობს.


„ევროპის სახელმწიფოებთან შესაძლოა ხელისუფლებამ გააფორმოს ხელშეკრულებები, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოიყოფა გარკვეული (ვთქვათ, 100 ან 1000) კვოტა, რაც ლეგალურად მუშაობის შესაძლებლობებს მისცემთ. თუმცა ამის დახატვა ისე, თითქოს რაღაც დასაქმების პრობლემას მოაგვარებს და შეეხება ყველას, არის ილუზია და მეტი არაფერი. ზოგადად ყველაფერი რაც გუშინ ილაპარაკა და რასაც დაჰპირდა ხალხს მიანიშნებს საარჩევნო სამზადისზე. მისთვის ახლა მთავარია გაიმარჯვოს არჩევნებში და რადგან იცის, რომ „ოცნების“ რეიტინგი დაცემულია, იძულებულია თავად ჩაერთოს კამპანიაში. ამიტომაც თავად ივანიშვილი ხვდება ხალხს; თავად ჩადის სამეგრელოში და ვითომ, პრობლემებზე საუბრობს“,- ამბობს ჯაფარიძე.



სალომე ლემონჯავა





ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა
access_time2020-02-28 16:33:46
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემა და გაცემული ნებართვების მოქმედება შეაჩერა.აღნიშნული შეზღუდვების მიზეზად ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები სახელდება. „ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ გაცნობებთ: 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო...

წყალტუბოს სანატორიუმებს საპრივატიზაციოდ ამზადებენ

წყალტუბოს სანატორიუმებს საპრივატიზაციოდ ამზადებენ
access_time2020-02-28 16:11:23
წყალტუბოს სანატორიუმები საპრივატიზაციოდ მზადდება. საინვესტიციო პაკეტზე ქონების მართვის სააგენტოს მუშაობა რამდეინმე უწყებასთან უკვე დაწყებული აქვს. „წყალტუბოს სანატორიუმები ის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც სახელმწიფოს ბალნეოლოგიური და ტურისტული მიმართულების პროფილის მქონე ინფრასტრუქტურის ათვისების თვალსაზრისით აქვს. ვმუშაობთ, რომ საინვესტიციო პაკეტი სრულყოფილი ფორმატით შევთავაზოთ ბიზნესს. ეს გულისხმობს, სივრცითი დაგეგმარების თვალსაზრისით...

კორონავირუსის გავრცელების გლობალური სტატისტიკა

კორონავირუსის გავრცელების გლობალური სტატისტიკა
access_time2020-02-28 15:50:16
მონაცემები მუდმივად ახლდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი, 28 თებერვლის მონაცემებით, გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 83 310 შემთხვევა ფიქსირდება, 2 858 გარდაცვალება. 26 თებერვალს საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 27 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსი ჩინეთის გარეთ კიდევ 47 ქვეყანაშია. სულ მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირების 82 539 შემთხვევაა...

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა
access_time2020-02-28 14:26:08
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. მოქალაქე იტალიიდან ჩამოვიდა. ეს ქვეყანაში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების მეორე შემთხვევაა. "მე, როცა პირველი შემთხვევა დავადასტურე, მაშინ ვთქვი, რომ ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ახალი შემთხვევის რაოდენობა ქვეყანაში გაიზრდება. მინდა ვთქვა, რომ...

„არის საშიშროება მალე ხელფასები და სესხები ვეღარ გადავიხადოთ„ -სასტუმრო ინდუსტრია

„არის საშიშროება მალე ხელფასები და სესხები ვეღარ გადავიხადოთ„  -სასტუმრო ინდუსტრია
access_time2020-02-28 15:00:41
„რეალური მდგომარეობა სასტუმრო ბიზნესში საკმაოდ რთულია“-აღნიშნული შინაარსის პოსტებს აქვეყნებენ ტურიზმის სფეროს სპეციალისტები  Facebook-ზე.სასტუმროების მენეჯერი შალვა ალავერდაშვილი აცხადებს,რომ ის დიდი დიდი ხანია ცდილობს არ იყოს ნეგატიური და ისედაც დაძაბული ჩვენი სექტორი (ტურიზმი) უფრო არ დაძაბოს.  „რეალური მდგომარეობა სასტუმრო ბიზნესში საკმაოდ რთულია და თითქმის 30%-40 %-იანი კლება გვაქვს ბოლო სამ თვეში შარშანდელ წელთან შედარებით. საკმაოდ რთულია,...


მსგავსი სიახლეები

up