ზურა ჯაფარიძე: „2018 წლის  ყველაზე ცუდი მოვლენა დაგროვებითი საპენსიო სისტემის მიღებაა“

ზურა ჯაფარიძე: „2018 წლის ყველაზე ცუდი მოვლენა დაგროვებითი საპენსიო სისტემის მიღებაა“

access_time2019-01-09 10:00:12


პოლიტიკური პარტია „გირჩის“ დამფუძნებელი ზურა ჯაფარიძე „კომერსანტთან“ 2018 წელს აჯამებს და მთავარ პოზიტიურ თუ ნეგატიურ მოვლენებს გამოყოფს. ჯაფარიძის მოლოდნები 2019 წელთან დაკავშრებით უკვე პესიმისტურია, რადგან ხელისუფლების მიერ გადადგუმლი ნაბიჯები, მისი თქმით, მნიშვნელოვან დადებით შედეგებს არ მოიტანს. 2018 წლის ყველაზე პოზიტიურ მოვლენად ჯაფარიძე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლს მიიჩნევს, ყველაზე ნეგატიურად კი  დაგროვებით საპენსიო რეფორმას ასახელებს.  

 

„პოზიტიური არის ის, რომ ეკონომიკური ზრდა წლის ბოლომდე შესაძლოა 5 %-მდე დაფიქსირდეს. ეს ციფრი არ არის ცუდი მაჩვენებლი, მითუმეტეს თუ წინა წლების მდგომარეობას გადავხედავთ. თუმცა, ფაქტია, რომ უფრო მეტი ეკონომიკური მაჩვენელი გვჭირდება. ორნიშნა მაინც, რათა განვითარებულ ქვეყნებში რაც მოგვწონს ის ყველაფერი გვქოდეს საქართველოშიც. რაც შეეხება სხვა დადებით მოვლენებს, გარკვეულ ნაწილებში გვაქვს წარმატება (მაგალითად, ტურიზმი), მაგრამ, ჩემი აზრით, აღნიშნული არ არის საკმარისი, რათა სწრაფად გამოვიდეთ იმ დგომაროეობიდან, რაშიც დღეს ვიმყოფებით“,- განმარტავს ჯაფარიძე.


გასული წლის ყველაზე ნეგატიურ მოვლენათა ჩამონათვალში კი ჯაფარიძის თქმით, საპენსიო რეფორმა ლიდერობს, რადგან სრულად წინააღმდეგობაშია ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ განვითარებასათან. ასევე უარყოფითად აფასებს თავად ხელისუფლების პოლიტიკასა  და ხედვას.



„მთავრობის მთავარი პრობლემა 2018 წელს იგივე იყო - ეს არის გაუაზრებელი ხედვა და ქაოტური ეკონომიკური პოლიტიკა. რანაირად უნდა ისაუბრო ეკონომიკის განვითარებაზე, როდესაც ნერგავ დაგროვებით საპენისო რეფორმას. რეალურად ეს გადაწყვეტილება არის ყველაზე ცუდი, რაც დღევანდელ ხელისუფლებას მიუღია საყოველთაო ჯადანცვის შემდეგ. რა თქმა უნდა, ცუდია ბახტაძესთან ერთად ეროვნული ბანკის მიერ ამოქმედებული რეგულაციებიც, რომელმაც უკვე შეამცირა და უფრო შეამცირებს ხელმისაწვდომობას სესხებზე, რაც საბოლოო ჯამში შეამცირებს ეკონომიკის დაკრედიტებას. ეს ყველაფერი შესაბამისად პირდაპირ აისახება ეკონომიკურ ზრდაზეც“,- აღნიშნავს ზურა ფაჯარიძე.


არსებული ვითარების ფონზე, „გირჩის“ დამფუძნებლის მოლოდინები პესიმისტურია. 2019 წლისგან პოლიტიკოსი მნიშვნელოვან დადებით ცვლილებებს არ ელოდება. მთავარ გამოსავალს კი ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაში ხედავს.

 

„სერიოზული მოლოდინი არ მაქვს რამდენიმე მიზეზის გამო - პირველი,  ვფიქრობ,  რომ გვექნება ეკონომიკური ზრდა 3-5%-მდე ფარგლებში, რაც ეკონომიკურ განვითარებას ნიშნავს, მაგრამ ბევრად სწრაფი ტემპი გვჭირდება, რადგან მსგავს შემთხვევაში უახლოესი 70 წელი ვერ ვიცხოვრებთ განვითარებულ ქვეყანაში. მეორე - ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია გარკვეულ მიდგომებში სწორია, თუმცა მიზნის მიღწევის გზები აქვს არასწორად განსაზღრული. მთავრი შეცდომა ისაა, რომ მთავრობას ჰგონია თავად შეუძლია დაგეგმოს და წარმართოს ეკონომიკური განვითარება, რასაც მართვა არ სჭირდება. პირიქით, მეტი თავისუფლებაა საჭირო, რათა რეალური კონკურენტული სექტორი გამოიკვეთოს.  მესამე, უმთავრესი პრობლემა არის ბიუროკრატიული ხარჯები. ახლა თუ მთავრობა ხარჯავს მთლიანი ეკონომიკის 33-35 %, ეს ციფრი უნდა დაიწყვანოს 15 %-მდე. კონსტიტუციის დონეზეც კი უნდა გაიწეროს აღნიშნული ვალდებულება. კიდევე ერთი, რის გამოც ჩემი მოლოდინები პესიმისტურია, ეს არის სასამართლო სისტემა, სადაც მურუსიძის დანიშვნით საბოლოოდ გადაესხვა ამ ინსტიტუტის თავისუფლებას ხაზი. ქართულ მართლმსაჯულებას აღარაფერი ეშველება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში,“- განმარტავს ჯაფარიძე.



სალომე ლემონჯავა





გაქირავება -11%, გაყიდვა -9% - როდემდე გაგრძელდება შემცირების ტრენდი უძრავი ქონების ბაზარზე

გაქირავება -11%, გაყიდვა -9% - როდემდე გაგრძელდება შემცირების ტრენდი უძრავი ქონების ბაზარზე
access_time2020-08-12 10:00:12
ბოლო პერიოდში ქვეყანაში უძრავ ქონებაზე ფასის კლება ფიქსირდება. ტურისტების გარეშე დარჩენილი უძრავი ქონების გამქირავებლები განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. Galt&Taggart-ის ბოლო კვლევის თანახმად, დეველოპერებმა და კერძო ინვესტორებმა დაიწყეს ფასების შემცირება, რათა მოერგონ ახალ რეალობას, განსაკუთრებით კი ბინის გამქირავებლებმა. უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ფასების ახალ ტენდენციასთან დაკავშირებით დეტალების...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-11 21:00:41
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Georgian Capital-ის წარუმატებელი პროექტი - „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ არა ლიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით,...

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს
access_time2020-08-11 17:20:07
თბილისის მერი კახი კალაძე საჯარო გამოსვლებში პირობების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო „გაშავებით“ არაერთხელ დამუქრებია ტენდერებში გამარჯვებულ სხვადასხვა კომპანიას. „ბიზნესპრესნიუსი“ დაიტერესდა, სატენდერო ხელშეკრულებების დარღვევის გამო რამდენ შემთხვევაში მოითხოვა მერიამ კომპანიის „შავ სიაში“ მოხვედრა. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიამ მიმწოდებლის „შავ სიაში" რეგისტრაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს...

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა
access_time2020-08-11 16:10:36
ვლადიმერ პუტინის განცხადებით რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ადამიანებზე ორ თვიანი ტესტირების შემდეგ, მსოფლიოში პირველი კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცა. რუსეთის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვლადიმერ პუტინის შვილმაც გაიკეთა. „ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა ვაქცინა გაიკეთა, ამ მხრივ, მან პრეპარატის შემოწმების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა“ - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. პირველი ვაქცინის შემდეგ პუტინის ქალიშვილს 38 გრადუსი სიცხე დაუფიქსირდა,...

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
access_time2020-08-11 11:00:27
ვითიბი ბანკი, ახალი ავტომობილის შეძენის მსურველებს, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია ბანკის პარტნიორი ავტო სალონებიდან გამოიყვანოს ავტომობილი, ისარგებლოს სამი წელი, ხოლო შემდეგ დააბრუნოს ყიდვის დროს შეთანხმებულ ფასად. რაც მთავარია 3 წლის შემდეგ (სესხის ვადის ბოლოს) მყიდველს სამი შემოთვაზებული ვარიანტიდან შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი: დარჩენილი ღირებულების ფასად, ჩააბაროს ავტომობილი ავტო სალონს, რის შედეგადაც იფარება ვალდებულება ბანკის...


მსგავსი სიახლეები

up