ზურა ბაქრაძე: სარესტორნე ბიზნესი რომ გადარჩეს დახმარება სჭირდება

ზურა ბაქრაძე: სარესტორნე ბიზნესი რომ გადარჩეს დახმარება სჭირდება

access_time2021-01-18 16:50:00

რესტორატორი ზურა ბაქრაძე სექტორში არსებულ მდგომარეობაზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს. მისი თქმით, სარესტორნო ბიზნესი მძიმე მდგომარეობაშია და სახელმწიფოს დახმარების გარეშე პრობლემებთან გამკლავება შეუძლებელია.



„არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ 1 თებერვლის შემდეგაც არ გავიხსნებით. სახელმწიფოს დახმარების გარეშე ლოდინის რეჟიმში ყოფნაც კი რთულია. „დელივერის“ სისტემაზე მუშაობა რესტორნისთვის ყველაზე კარგ შემთხვევაში შემოსავლის 10%–ს ნიშნავს. რესტორნებმა დიდი რესურსი დახარჯეს საკუთარი საკურიერო მომსახურების შექმნაში, თუმცა მომხმარებელს მარტივად, Glovo-ს ან Wolt–ის აპლიკაციის საშულებით ურჩევნია საკვების გამოძახება, მაგრამ, ძალინ დიდი პროცენტი მიაქვთ ასეთ კომპანიებს - 25%-დან 40%-მდე. გასაგებია, რომ კერძო სექტორია, მაგრამ სახელმწიფოს ხომ შეუძლია ამაში მონაწილეობა მიიღოს და რაღაც ნაწილი დაფაროს. თანაც, კომუნალურ გადასახადებზე შეღავათის მაგივრად, ტარიფების გაძვირება მივიღეთ, –აღნიშნავს ზურა ბაქრაძე.



ბაქრაძის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან შეღავათი, სესხების გადავადება, გრძელვადიანი დაბალ პროცენტიანი სესხები ან დროებითი ფულადი დახმარებაა საჭირო.



„საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირების პროგრამა კარგია, მაგრამ იმდენად მინიმალურია, რომ რეალურ სურათს არ ცვლის. მაგალითად, ნოემბრის საშემოსავლო გადასახადისთვის ჩემმა კომპანიამ, რესტორანმა „ზალამ“ სესხი აიღო, მაშინ როდესაც ვინც არ გადაიხადა დავალიანება ჩამოაწერეს, ეს არა თანაბარი და არასწორი მიდგომაა. ასევე, საბანკო სესხებზე პროცენტის სუბსიდირების პროგრამა 2020 წლის მარტამდე აღებულ სესხებზე მოქმედებს, და არ ვრცელდება მარტის შემდეგ აღებულ სესხებზე. ბევრმა რესტორანმა 2020 წლის ივნისიდან აიღო სესხი, რომ გაესტუმრებინათ მარტში ჩაკეტვის შედეგად წარმოქმნილი დავალიანებები და გახსნისთვის მომზადებულიყვნენ.




ვფიქრობ, დახმარებისთვის უკეთესი იქნებოდა რესტორნების მიმართ სესხის კალენდრის მიხედვით კი არა, სესხის მიზნობრიობის მიხედვით მომხდარიყო პროცენტის სუბსიდირება.



გვესმის, რომ ეკონომიკურად ისეთი ძლიერი ქვეყანა არ ვართ, რომ როგორც სხვა ქვეყნები დაუდგენენ გვერდით სარესტორნე ბიზნესს, ისე მოხდეს საქართველოშიც. უბრალოდ ამ სიტუაციაში, იმისათვის რომ გადავრჩეთ დახმარება გვჭირდება,“ – ამბობს რესტორატორი ზურა ბაქრაძე.




business-partner.ge












სახმელეთო საზღვრების გახსნა, ვაქცინაცია, კურორტების დარეკლამება — კერძო სექტორის რეკომენდაციები ტურიზმის სწრაფად აღსადგენად

   სახმელეთო საზღვრების გახსნა, ვაქცინაცია, კურორტების დარეკლამება — კერძო სექტორის რეკომენდაციები ტურიზმის სწრაფად აღსადგენად
access_time2021-03-03 13:00:06
ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიებმა, მათ შორისაა სტუმროების ქსელი „ინნ ჯგუფი“, ტურ კომპანია კლარკ რობინსონი, სასტუმროების ფედერაცია, „კა მენეჯმენტ გრუპი“, ტურ. კომპანია „კამერტონ თრეველი“, ტურ. კომპანია „იბერია ტურს პლიუსი“ და რამდენიმე სხვა,  ტურიზმის დარგის სწრაფი აღდგენისთვის საჭირო...

2020 წელს თურქეთის გარდა, საქართველო და სხვა ყველა მეზობელი ქვეყანა რეცესიაში იყო

2020 წელს თურქეთის გარდა, საქართველო და სხვა ყველა მეზობელი ქვეყანა რეცესიაში იყო
access_time2021-03-03 11:32:45
გასული წელი მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის, საქართველოს მეზობელი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოწვევებით იყო სავსე.   პანდემიის პირობებში გლობალურად არსებული მოთხოვნისა და მიწოდების შოკების შედეგად ეკონომიკური აქტივობა მსოფლიოში შენელდა. რა თქმა უნდა, ეკონომიკის შენელებამ კვალი ჩვენს რეგიონსაც დაატყო. როგორც ოფიციალური სტატისტიკა გვიჩვენებს, 2020 წელს თურქეთის გარდა, საქართველო და სხვა ყველა მეზობელი ქვეყანა რეცესიაში იყო.   2020 წელს...

ლოპოტას დამფუძნებელი გოგა მაისურაძე გარდაიცვალა

ლოპოტას დამფუძნებელი გოგა მაისურაძე გარდაიცვალა
access_time2021-03-03 10:35:05
დღეს ლოპოტა რიზორთის დამფუძნებელი გოგა მაისურაძე გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ბიზნესმენი მძიმე დაავადებას დიდი ხანი ებრძოდა. კომერსანტი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-02 21:00:39
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები და შემცირებული სესხების მოცულობა - საბანკო სექტორის იანვრის თვე 2021 წელი ქართულმა საბანკო სექტორმა მოგებით დაიწყო, რომლის მოცულობა 113.36 მლნ ლარს შეადგენს. თუმცა წინა წლის დეკემბერთან შედარებით შემცირებულია საპროცენტო შემოსავლები და...

მერაბ ჟორდანია ვენის „აუსტრიას“ პრეზიდენტი ხდება

მერაბ ჟორდანია ვენის „აუსტრიას“ პრეზიდენტი ხდება
access_time2021-03-02 17:20:09
მერაბ ჟორდანია ტიტულოვანი ავსტრიული კლუბის - ვენის "აუსტრიას" პრეზიდენტი იქნება. ამის შესახებ ადგილობრივი საიტები იტყობინებიან. საინტერესოა წერილი, რომელიც wien.orf.at-მა გამოაქვეყნა: მწვანე შუქი პარტნიორობისთვის "ვენის "აუსტრიას" ფინანსურ მომავალთან დაკავშირებით სიტუაციას წესით მალე უნდა მოეფინოს ნათელი. ახალი პარტნიორი ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენიათ, მაგრამ კლუბში ამბობენ, რომ მოლაპარაკება პოზიტიური შედეგით...


მსგავსი სიახლეები

up