ზუგდიდში, მერიის მოპირდაპირედ მდებარე საქართველოს ბანკთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული სპეცრაზმთან ერთად. აქ, როგორც ლაივპრესს წყარომ უთხრა, შეიარაღებული პირი იმყოფება, რომელსაც ბანკის რამდენიმე თანამშრომელი და მოქალაქე მძევლად ჰყავს აყვანილი.
მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. წყაროსვე ცნობით, ბანკის შიგნით რამდენიმე გასროლა იყო. შეიარაღებულმა პირმა შეაშინა თანამშრომლები, რამდენიმე მოქალაქე კი დააჩოქა და დაემუქრა.
აქვე იმყოფება ქალაქის მერი გიორგი შენგელიაც, რომლის თქმითაც, მასაც იგივე ინფორმაცია აქვს. თუმცა არ იცის, იყო თუ არა გასროლა.
ინფორმაცია ეტაპობრივად განახლდება..
livepress.ge