ზუგდიდში ახალი ნაგავსაყრელი აშენდება

ზუგდიდში ახალი ნაგავსაყრელი აშენდება

access_time2022-09-19 15:40:00

2024 წელს, ზუგდიდში ახალი ნაგავსაყრელი აშენდება. ჯამური ინვესტიცია 17 მილიონი ევროა.


როგორც BM.GE-ს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა განუცხადა, პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მისივე თქმით, პროექტის მიზანი რეგიონში მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემის სრულყოფის გზით სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.


როგორც კომპანიაში აცხადებენ, ზუგდიდსა და ფოთში არსებული ნაგავსაყრელი დაიხურება. გარდა ამისა, პროექტი ფოთში, წალენჯიხასა და ლახანში გადამტვირთავი სადგურების მოწყობას ითვალისწინებს.


„ეს ყველაფერი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტამდე, ნარჩენების ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებას უზრუნველყოფს. ასევე მუნიციპალიტეტებისთვის საპრესი აღჭურვილი ნაგავმზიდების, ნარჩენების კონტეინერებისა და ქუჩების დასუფთავების ტექნიკის უზრუნველყოფა იგეგმება“,- აცხადებს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი.



მისივე განცხადებით, პროექტზე მუშაობა დასრულებულია და უახლოეს მომავალში საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება.


შუხოშვილის თქმით, პირველ ეტაპზე პროექტის ფარგლებში ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს ნარჩენების შესაგროვებელი ახალი კონტეინერები გადაეცათ.


„გარდა ამისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საპილოტე რეჟიმში ქაღალდისა და მყარი მუყაოს გადამუშავება იგეგმება. დაიდგმება სპეციალური ურნები. ქალაქს აღჭურვილობა და სპეციალური ტექნიკა გადაეცემა, რომელიც ამ ყველაფრისთვის საჭიროა. სამსახურის წარმომადგენლებს ზამთრისა და ზაფხულის ახალი უნიფორმა ექნებათ“, - თქვა გიორგი შუხოშვილმა.


წყარო: bm.ge






ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება

ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება
access_time2022-10-02 23:00:51
ჩინეთის საზღვაო ფლოტი, მსოფლიოში მეორე ყველაზე ძლიერი - ორი ავიამზიდი ექსპლუატაციაში შევიდა და მეორე ამოქმედდა ივნისში. შესაბამისად, ჩინეთი ცდილობს დააკმაყოფილოს მოთხოვნილება კვალიფიციურ თვითმფრინავების პილოტებზე, ამბობენ ანალიტიკოსები — აღნიშნულის შესახებ Business...

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“
access_time2022-10-02 19:00:03
რომის პაპმა ფრანცისკემ მიმართა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტისთვის, სთხოვა მას „შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის სპირალი“ უკრაინაში და დაგმო ბირთვული თავდასხმის „უკონტროლო“ შედეგების „აბსურდული“ რისკი.  რომის პაპმა ფრანცისკემ წარმოთქვა თავისი ყველაზე მკაცრი განცხადება მეშვიდე თვის განმავლობაში არსებული კონფლიქტის შესახებ, რომელიც მან...

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას
access_time2022-10-02 15:00:07
ნატოს წევრმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცხრა ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივი...

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა
access_time2022-10-02 13:00:01
რუსეთმა დაკარგა ადგილი გაეროს მმართველ საბჭოში, რომელიც მხარს უჭერს 193 ქვეყანას შორის სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის თანამშრომლობასა და კოორდინაციას —  აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ი წერს.  რუსეთმა ვერ მიიღო საკმარისი მხარდაჭერა, რათა...

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს
access_time2022-10-02 11:00:50
SoundCloud-ის ფლატფორმაზე წვდომა შეზღუდულია რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით.  აკრძალვის მიზეზი გაურკვეველი რჩება. არც Roskomnadzor-ს და არც გენერალურ პროკურატურას ამ დრომდე განცხადება არ...


მსგავსი სიახლეები

up