ზუგდიდში ახალგაზრდული ფორუმი ჩატარდა

ზუგდიდში ახალგაზრდული ფორუმი ჩატარდა

access_time2020-08-14 21:35:56

ახალგაზრდობის სააგენტო „რეგიონული ახალგაზრდული ფორუმების" ციკლს აგრძელებს. დღეს შეხვედრა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა, სადაც სამეგრელო ზემო სვანეთის გაერთიანებული ფორუმი ჩატარდა.


ფორუმების მიზანია „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025"–ის განხილვა და ამ პროცესში ახალგაზრდების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების უშუალოდ ჩართვა. ფორუმებზე სააგენტო წარადგენს ახალგაზრუდული სტრატეგიის დოკუმენტის ამ ეტაპზე შემუშავებულ ვერსიას, რის შემდეგაც ფორუმის მონაწილე ახალგაზრდები თემატურ სამუშო ჯგუფებში გადანაწილედებიან და რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.


ქვეყნის მასშტაბით ფორუმების დასრულების შემდეგ ახალგაზრდებისგან მიღებული რეკომენდაციები შეჯამდება და მომზადდება ანგარიში, რომელსაც სააგენტო "სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგიის 2025"-ის შემუშავებისას გაითვალისიწინებს.



ღონისძიების დამსწრეებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ, ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა რეზო ჩარკვიანმა მიმართეს.


„ახალგაზრდობის სააგენტო, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს რეკომენდაციებზე დაყრდნობით, სამწლიანი რეფორმის ფარგლებში საქართველოში ქმნის ახაგაზრდული სფეროს ეკოსისტემას. რეფორმის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ახალგაზრდების მონაწილეობრივი პოლიტიკის დანერგვაა და ფორუმების მიზანიც სწორედ ის არის, რომ ახალგაზრდები მთელი ქვეყნის მასშტაბით უშუალოდ ჩაერთონ იმ სტრატეგიის განსაზღვრაში, რომელიც მათ კეთილდღეობას ეხება" - განაცხადა რეზო ჩარკვიანმა.


„სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025"-ი საქართველოს პარლამენტის მიერ, სააგენტოს ჩართულობით შემუშავებული „2020–2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის" საფუძველზე იქმნება.


ასევე სტრატეგიის შემუშავების პროცესში, გაეროს სააგენტოების მხარდაჭერით 4 ადგილობრივი, სხვადასხვა თემატური მიმართულებების ექსპერტია ჩართული. სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა 2020 წლის შემოდგომაზე დასრულდება, მანამდე კი ევროპის საბჭოს ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში სექტემბერში საქართველოში ექსპერტთა გუნდი ჩამოვა, რომელიც სტრატეგიის სამუშაო ვერსიას შეაფასებს და სააგენტოსთვის შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებს.


ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ასევე ევროკავშირის პროექტის „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარებისთვის" (TA for Skills4Jobs) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით იმართება.


თეგები:
ზუგდიდი



ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგრობიზნესში წავიდა

ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგრობიზნესში წავიდა
access_time2020-09-18 19:30:26
ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგროსექტორით დაინტერესდა. გიორგი თაბუაშვილი10 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებული ქლიავის ბაღებიდან პირველი მოსავალი უკვე მიიღო.   როგორც გიორგი თაბუაშვილმა ბიზნესპარტნიორს განუცხადა, ქლიავის ბაღები კასპშია გაშენებული. მისი თქმით,  რაოდენობა მცირეა, თუმცა მომავალში ბევრად მეტის მოლოდინი აქვთ.   „მეოთხე წელს სტენლის ჯიშის ქლიავის პირველი მოსავალი მივიღეთ, რაც დაახლოებით 4 ტონა იყო. მომავალ წელს, ამ დროს უკვე ემპრესის...

პანდემიამ ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრები დააბრუნა

პანდემიამ ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრები დააბრუნა
access_time2020-09-18 19:00:47
ევროპელებს ათწლეულების მანძილზე საზღვრების არსებობო თითქმის დაავიწყდათ - თუმცა, 2020-ში საკითხი ისევ რეალობად იქცა. ზოგი საზღვარი გაიხსნა, ზოგი არა, ზოგი ღიაა მხოლოდ გარკვეული ქვეყნებს მოქალაქეებისთვის, სხვებისთვის კი - ჯერაც დახურულია. სულ რამდენიმე კვირაში შენგენის ზონის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. „ევროპელებს დაავიწყდათ, რომ ცალკეულ სახელმწიფოებს საზღვრების დახურვის უფლებამოსილება აქვთ. შენგენის შეთანხმებაში შავით...

18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-09-18 18:25:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ
access_time2020-09-18 17:42:25
კოვიდ პანდემიის გავლენის ფონზე ჩავარდნილმა ტურიზმმა, სასტუმროებისა და რესტორნების დახურვამ ყველის გაყიდვები შეამცირა. საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ფერმერებს რეალიზაციის არეალის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ. ამასთან პრობლემას წარმოადგენს პირუტყვის საკვებიც. ანა მიქაძის თქმით, ამ პრობლემების ფონზე, უფრო საქონლის  ხორცად გაყიდვის ტენდენცია შეინიშნება.   „ადამიანებს ინტერესი ეკარგებათ, ვინაიდან კორონავირუსის გამო...

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის დელეგაცია წინანდლის ფესტივალის გახსნას დაესწრო

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის დელეგაცია წინანდლის ფესტივალის გახსნას დაესწრო
access_time2020-09-18 15:00:11
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი  დელეგაციასთან ერთად წინანდლის მამულში გამართულ კონცერტს დაესწრნენ.  სტუმრებს შორის იყვნენ ესპანეთის, პორტუგალიის, საბერძნეთის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთის, კონგოს, კენიის და სხვა ქვეყნების წარმოამდგენლები,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - მარიამ ქვრივიშვილი. წინანდლის ფესტივალის პირველ...


მსგავსი სიახლეები

up