ზუგდიდსა და ფოთში  კომპანია „კარფური“ ფილიალების გახსნას გეგმავს

ზუგდიდსა და ფოთში კომპანია „კარფური“ ფილიალების გახსნას გეგმავს

access_time2020-03-06 15:00:58

ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელი კარფური „კარფური" ზუგდიდსა და ფოთში ფილიალის გახსნას გეგმავს. კომპანია ამჯერად ადგილს არჩევს, სადაც ,,კარფური" განთავსდება.კომპანიის გენერალური დირექტორი კრისტოფ ორსე დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ალექსანდრე მოწერელიას, მის პირველ მოადგილეს დავით ფარცვანიას და ზუგდიდის მერს გიორგი შენგელიას შეხვდა.


ხელისუფლების და კომპანიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე ადგილი განიხილეს, რაზეც საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა განსახორციელებელი ინვესტიციის მნიშვნელობაზე და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზე ისაუბრა.


„კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსკლუზიური მფლობელია „Majid Al Futtaim Retail", კომპანია ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის 37 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ბრენდის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის დიდი არჩევანი ხელმისაწვდომ ფასად.


„კარფური" ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა პირველი ჰიპერმარკეტით, ხოლო დღეისათვის საქართველოში 19 ობიექტით არის წარმოდგენილი.





თეგები:
კარფური



ვინ რა ჰკითხა გიორგი გახარიას

ვინ რა ჰკითხა გიორგი გახარიას
access_time2020-05-27 18:55:44
პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისული საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების კითხვებს ამ დრომდე პასუხობს. „კომერსანტი“ გთავაზობთ იმ კითხვა-პასუხების ნაწილს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში  დაისვა და მთავრობის მეთაურის მიერ  პასუხებიც გაეცა. ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის...

პრემიერი - 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ მიმდინარეობს

პრემიერი - 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ მიმდინარეობს
access_time2020-05-27 18:09:22
„520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ არის, 520-ე დადგენილებაში შეიძლება გარკვეული რაღაც ცვლილებები შევიდეს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ქვეყნის მეთაურმა საკუთარ გამოსვლაშ ყურადღება...

27 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

27 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-05-27 19:30:30
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.     ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 27 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ...

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის ტემპების დაჩქარებას

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის ტემპების დაჩქარებას
access_time2020-05-27 15:00:56
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ ეკონომიკის გახსნასთან დაკავშრიებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს,რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: `ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის მორიგ ეტაპს, რომლის მიზანია, აღდგეს ეკონომიკური აქტივობა და ბიზნესი დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. საბედნიეროდ, საქართველოში გვაქვს ვითარება, როდესაც სამედიცინო პერსონალისა და ეპიდემიოლოგების ძალისხმევით, საქართველოს მთავრობის აქტიური მუშაობის, ბიზნეს სექტორისა და მოქალაქეების...

ვაკის საცურაო აუზი 6 ივლისს გაიხსნება

ვაკის საცურაო აუზი  6 ივლისს გაიხსნება
access_time2020-05-27 15:30:39
„ვაკის საცურაო აუზი” და მასში შემავალი სხვა სერვისები  6 ივლისიდან იხსნება“-ამის შესახებ „კომერსანტს“  საცურაო აუზის ადმინისტრაციაში განუხადეს.„მოგეხსენებათ,საერთო მსოფლიო პანდემიამ უდიდესი გავლენა მოახდინა გლობალურ ეკონომიკაზე, გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა. დაწესებულმა შეზღუდვებმა კი ყველა კომპანია თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია, თუმცა უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ბიზნესი ჩვეულ სამუშაო პროცესს უბრუნდება. შეიცვალა,  “ვაკის საცურაო...


მსგავსი სიახლეები

up