ზუგდიდს მუნიციპალური იურიდიული პირების შენახვა წელიწადში 14 მილიონ ლარამდე უჯდება

ზუგდიდს მუნიციპალური იურიდიული პირების შენახვა წელიწადში 14 მილიონ ლარამდე უჯდება

access_time2018-12-07 18:00:00

2018 წლის 31 ოქტომბერს, ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ, გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას, განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტი იურიდიული პირების ოპტიმიზაციას გეგმავს. ოპტიმიზაციის შედეგად, შესაძლოა, შეიცვალოს როგორც მუნიციპალური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (ა(ა)იპების) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების ( შპს), ასევე იქ დასაქმებულ პირთა რაოდენობა. აღნიშნავს საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო მორიგი კვლევის გამოქვეყნებისას, რომელიც ზუგდიდს მუნიციპალური იურიდიული პირების შენახვას და საბიუჯეტო თანხების ხარკვას ეხება. 


„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” არაერთი კვლევა აქვს გამოქვეყნებული მუნიციპალურ ა(ა)იპებსა და შპს-ებში დასაქმებულების შრომის ანაზღაურებისა და ამ ორგანიზაციებში დასაქმების გაუმჭვირვალე პრაქტიკის შესახებ.


ამჯერად საუბარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ 9 ა(ა)იპ-სა და 2 შპს-ში დასაქმებულთა სტატისტიკას და წლიური ხარჯების მიმოხილვას 2018 წლის ოქტომბრის მდგომარეობით.


დასაქმებულთა რაოდენობა და შრომითი ანაზღაურება


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებსა (2 052 თანამშრომელი) და შპს-ებში (46 თანამშრომელი) ყოველთვიური ჯამური შრომის ანაზღაურება 1 140 338 ლარია, რაც წელიწადში დაახლოებით 13 684 000 ლარს შეადგენს.




ზუგდიდის მერიისა და საკრებულოს თანამშრომელთა და ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ჯამური მოცულობა მიმდინარე წელს 19 მილიონ ლარზე მეტია, რაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის (42,082.6 00 ლარი) თითქმის ნახევარს აღწევს (45%).


ადმინისტრაციაში დასაქმებულთა სიმრავლე მუნიციპალურ ა(ა)იპებში



ა(ა)იპ-ებს შორის ყველაზე მეტი თანამშრომელი (679) ჰყავს „სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრს”, საიდანაც 47 (მათ შორის დირექტორის 3 მოადგილე), უშუალოდ ცენტრის ადმინისტრაციაშია დასაქმებული.


„ზუგდიდდასუფთავების ცენტრში” მომუშავე 459 თანამშრომლიდან 91 მმართველობით რგოლშია, მათ შორის 28 ბრიგადირი და 30 კონტროლიორი, 368 თანამშრომელი კი (მძღოლები, მუშები, მეველეები და ა.შ.) შრომითი ხელშეკრულებითაა აყვანილი.


„კეთილმოწყობის მართვის ცენტრის” (298 თანამშრომელი) საშტატო ნუსხა ორ ძირითად კატეგორიად იყოფა: ადმინისტრაციული პერსონალი - 60 თანამშრომელი და ტექნიკური პერსონალი - 238 თანამშრომელი.


136 ადამიანია დასაქმებული „სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრში”, რომლის ოთხი განყოფილება და ადმინისტრაცია (ჯამში 30 თანამშრომლით) ა(ა)იპ-ის მმართველ რგოლს წარმოადგენს, დანარჩენი 6 განყოფილება კი სხვადასხვა სპორტული მიმართულებებია, მათ შორის „ყინულის სასახლესთან არსებული ფიგურული სრიალისა და ჰოკეის განყოფილება”. ამ განყოფილებაში 11 საშტატო ერთეულია. აღსანიშნავია, რომ „ყინულის სახლის” მშენებლობა ჯერაც არ დასრულებულა, შესაბამისად ფიგურული სრიალისა და ჰოკეის წრეები ამ დრომდე არ ფუნქციონირებს.


209 თანამშრომელი ჰყავს “ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრს”, სადაც ყველაზე მეტი - 33 პირია დასაქმებული ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებაში.


149 ადამიანი მუშაობს „მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში”, მათ შორის 21 შტატგარეშე თანამშრომელია, 16 კი მმართველობით რგოლშია დასაქმებული.


დასკვნა და რეკომენდაციები


საჯარო მოხელეთა დანიშვნის წესისგან განსხვავებით, ა(ა)იპებში დასაქმება არ ითვალისწინებს კონკურსის გამოცხადებას. შესაბამისად, როგორც მუნიციპალიტეტის მერი ა(ა)იპ-ის ხელმძღანელის დანიშვნისას გადაწყვეტილებას, ასევე ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი საკადრო გადაწყვეტილებებს პრაქტიკულად ერთპიროვნულად იღებს, რაც არ იძლევა შესაძლებლობას ვაკანტურ პოზიციაზე თავისუფალი კონკურენციის პირობებში შერჩეულ იქნას უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი. ამასთან, ეჭვქვეშ დგას საკითხი, თუ რამდენად შეესაბამება კონკურსის გარეშე, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დასაქმებულთა კვალიფიკაცია მათ მიერ დაკავებულ პოზიციებს.



14 მილიონი ლარის ხარჯვა მუნიციპალური იურიდიული პირების შენახვაზე გაუმართლებელია იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სოციალური და სხვა ელემენტარული პრობლემები ვერ გვარდება.


“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტს:


2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მუშაობის პარალელურად შეისწავლოს საქმიანობის ის მიმართულებები, რომელთა ჯეროვნად შესრულებას მერიის სამსახურები ვერ შეძლებენ და ამისთვის ცალკე შპს-ს ან ა(ა)იპ-ის შექმნაა საჭირო;


ზუგდიდის მერიამ იმ სფეროების იდენტიფიცირება უნდა მოხდინოსს, სადაც ა(ა)იპ-ის, შპს-ის და მერიის სამსახურების საქმიანობებს შორის უფლებამოსილებები დუბლირებულია;


ზემოაღნიშნული ეტაპების გავლის შემდგომ, მნიშვნელოვანია, რომ აუცილებელ მინიმუმამდე შემცირდეს როგორც იურიდული პირების, ასევე დასაქმებულთა რაოდენობაც;


მნიშვნელოვანია, რომ დამკვიდრდეს მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში თანამშრომელთა აყვანის გამჭვირვალე პრაქტიკა, კადრების შერჩევა მხოლოდ საჯარო კონკურსების მეშვეობით უნდა იყოს შესაძლებელი, ასევე გამოირიცხოს ნეპოტიზმის შემთხვევებიც;
მერიამ მაქსიმალურად უზრუნველყოს გარკვეული მუნიციპალური სფეროების მოსაწესრიგებლად და მოსახლეობისთვის სერვისის მისაწოდებლად კერძო კომპანიების დაინტერესება, რასაც დასჭირდება გარკვეული მუნიციპალური ქონების საჯარო ელექტრონულ აუქციონზე გატანა და კონკრეტული მომსახურების შესაძენად ელექტრონული ტენდერის გამოცხადება.








ფონდი „ქართუს“ განცხადება - vali.ge-ს შეფერხება აქვს

ფონდი „ქართუს“ განცხადება - vali.ge-ს შეფერხება აქვს
access_time2018-12-10 20:00:36
ფონდი ქართუ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კომესანტი უცვლელად გთვაზობთ:  ფონდი ქართუსა და მთავრობის მიერ დაანონსებული სოციალური სოლიდარობის აქტით, ე.წ. „შავ სიაში“ მყოფ 600 000-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს ვალები ჩამოეწერება. ამ ინიციატივის განსახორციელებლად, დღეს, სპეციალური ვებ-ვერდი (vali.ge) ამოქმედდა, სადაც მოქალაქეები საკუთარი მონაცემების გადამოწმებას შეძლებენ. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული აქტის...

2018 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 48%-ით შემცირდა

2018 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 48%-ით შემცირდა
access_time2018-12-10 14:55:46
2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით სულ $322 მილიონი შემოვიდა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48%-ით ნაკლებია. საქსტატის განმარტებით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულების ფაზა, ასევე რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში და არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება. რაც...

ახალი წლის ღამეს მთის კურორტებზე სასტუმროს ფასები 260 დოლარიდან 607 დოლარამდე იქნება

ახალი წლის ღამეს მთის კურორტებზე სასტუმროს ფასები 260 დოლარიდან 607 დოლარამდე იქნება
access_time2018-12-10 17:00:00
საქართველოში მთის კურორტების მოქმედი პრემიუმ კლასის სასტუმროები მომხმარებელს საახალწლო პაკეტებს უკვე სთავაზობენ. საახალწლო ღამის გატარება, ტრადიციულად, ჩვეულებრივი დღეებისგან განსხვავდება, რადგან ამ პერიოდში საფასო პოლიტიკა შედარებით მაღალია და მომსახურება უფრო მრავალფეროვანი.   „კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ღირს ახალი წლის გატარება, საქართველოს მთის კურორტების...

მეპურეები პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით მთავრობის ჩართულობას ითხოვენ

მეპურეები პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით მთავრობის ჩართულობას ითხოვენ
access_time2018-12-10 16:00:00
სარეალიზაციო წერტილებში პურის ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა.გაძვირების მიზეზად პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები ფქვილზე ფასის მატებას ასახელებენ. მეპურეთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე, პურის ფასის მატებას ეკონომიკურ საკითხებს უკავშირებს და ამბობს, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდამ გააძვირა ფქვილი და შესაბამისად პური. „ფქვილის ფასის ზრდიდან გამომდინარე იძულებული ვიყავით გაგვეზარდა პურის...

ვებგვერდი www.vali.ge, სადაც 18:00 საათიდან მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადამოწმებას

 ვებგვერდი www.vali.ge, სადაც 18:00 საათიდან მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადამოწმებას
access_time2018-12-10 15:00:09
დღეს, 18:00 საათზე გაეშვება ვებგვერდი www.vali.ge სადაც მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადაამოწმოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს და ხვალ ვებსაიტზე აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან „საქართველოს ბანკის „თი-ბი-სი ბანკის და „ლიბერთი ბანკის მომხმარებლები. „ეს...


მსგავსი სიახლეები

up