USAID-ი ზუგდიდის, წალენჯიხის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში  ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოამზადებს

USAID-ი ზუგდიდის, წალენჯიხის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოამზადებს

access_time2019-09-12 11:55:23


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა “ზრდას“ დირექტორმა ბრაიან კინდგმა.
„ზრდა“ USAID-ის მიერ დაფინანსებული 5-წლიანი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს ექვსი შერჩეული რეგიონის 81 დასახლებაში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას.



მემორანდუმის საფუძველზე, მხარეები თანხმდებიან, რომ თავდაპირველად 4 შერჩეულ მუნიციპალიტეტში უზრუნველყოფენ 6 ინფრასტრუქტურული პროექტის მომზადებას. შემდგომი განხორციელების მიზნით პროექტები მუნიციპალიტეტებს უსასყიდლოდ გადაეცემა.
წყალმომარაგების ქსელების, სანიაღვრე არხებისა და დამცავი გაბიონების მოწყობის მიზნით პროექტები ზუგდიდის, წალენჯიხის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში მომზადდება.




წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოსახლეობისათვის სუფთა წყლის მიწოდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.



მემორანდუმი მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობასაც ითვალისწინებს, რაც სამიზნე რეგიონებში სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას გულისხმობს.






რუსთავში „კარფურის“ მშენებლობა იწყება (ფოტო)

რუსთავში „კარფურის“ მშენებლობა იწყება (ფოტო)
access_time2019-09-14 22:13:14
რუსთავში “კარფურის“ მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება.ინფო რუსთავი-ს ინფორმაციით, პროექტის მშენებლობაზე ნებართვა უკვე გაცემულია და კომპანია მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს მალე დაიწყებს. ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილია რომ, სავაჭრო ცენტრი 12 000 მ2 განთავსდება, ხოლო ფართობი რომელსაც შპს რუსთავის მოლი აითვისებს 16 000 მ2. ობიექტი...

თბილისში ,,კრიპტოკაფე” გაიხსნება

თბილისში ,,კრიპტოკაფე” გაიხსნება
access_time2019-09-14 16:00:01
28 სექტემბერს, თბილისში, ყაზბეგის გამზირის მიმდებარედ, ბურძგლას ქ. N 72-ში ,,კრიპტოკაფე” დაიდებს ბინას. ეს იქნება ადგილი, კრიპტო ენთუზიასტებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს ახალი ტექნოლოგიები. ჩვენ ვესაუბრეთ ,,კრიპტოკაფის” დამფუძნებელს ალექს სუდაძეს. HR hub: საიდან გაგიჩნდათ კრიპტოკაფის გახსნის იდეა? მე ამ სფეროში უკვე 8 წელია ვმოღვაწეობ და საკმაოდ დიდი საზოგადოება გავიცანი როგორც უცხოეთში,...

თუთუნი მკვეთრად გაძვირდება – უფილტრო სიგარეტის ფასი ფილტრიანისას გაუთანაბრდება

თუთუნი მკვეთრად გაძვირდება – უფილტრო სიგარეტის ფასი ფილტრიანისას გაუთანაბრდება
access_time2019-09-14 12:00:38
პარლამენტი ძალიან მალე ცვლილებებს დაამტკიცებს და მწეველებს იანვრიდან დამატებითი თავსატეხი გაუჩნდებათ — ფილტრიან და უფილტრო სიგარეტ შორის ფასთა სხვაობა აღარ იარსებებს და ფაქტრობრივად, ერთმანეთს უთანაბრდება. იანვრიდან გაძვირდება თუთუნიც. მიზეზი პარლამენტში შეტანილი კანონპროეტის ცვლილებებია, რომლითაც ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმი უქმდება. მწეველები ახალი წლიდან უარეს დღეში ჩაცვივდებიან. დღეს მოქმედი საგადასახადო...

Rosbalt: აფხაზეთში დაიწყო მოლოდინის სეზონი

Rosbalt: აფხაზეთში დაიწყო მოლოდინის სეზონი
access_time2019-09-14 20:00:04
აფხაზეთის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამარჯვებულად “რესპუბლიკის“ მოქმედი მეთაური რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა. (აქვე განვმარტავთ, რომ „კომერსანტი“ არ ეთანხმება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან — აფხაზეთთან დაკავშირებით რუსულ ონლაინგამოცემა Rosbalt-ში გამოყენებულ ტერმინოლოგიას , სტატიას უცვლელად გთავაზობთ) თუმცა, გამარჯვებულმა  თავისი ტრიუმფის შესახებ...

ირაკლი იაშვილი-„ხაზარაძე გუშინდელი დღიდან აღარ არის ბიზნესმენი,ის არის პოლიტიკოსი“

ირაკლი იაშვილი-„ხაზარაძე გუშინდელი დღიდან აღარ არის ბიზნესმენი,ის არის პოლიტიკოსი“
access_time2019-09-13 18:00:37
 მამუკა ხაზარაძის  საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო“ გუშინ ოფიციალურად დაფუძნდა. ბიზნესმენების ნაწილი „კომერსანტთან“  ბიზნესმენის მხრიდან  პოლიტიკაში წასვლაზე და მოლოდინებზე „კომერსანტთან“ საუბრობს. უმსხვილესი გადამზიდავი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი...


მსგავსი სიახლეები

up