ზუგდიდის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემის მშენებლობის ძირითადი ნაწილი დასრულებულია

ზუგდიდის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემის მშენებლობის ძირითადი ნაწილი დასრულებულია

access_time2020-07-14 12:20:01

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ქ. ზუგდიდში, წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.


გიგა მანდარია კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს, ქალაქის მერთან, გეგა შენგელიასთან ერთად შეხვდა და დარჩენილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.



კომპანიის დირექტორის განცხადებით, კონტრაქტორს სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული აქვს. თუმცა, მშენებელს მიეცა მითითებები, რომ დარჩენილი სამუშაოები ვადების დაცვით და ხარისხიანად დაასრულოს.




,,ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია. ამ დროისთვის ქალაქი სრულად ახალ ქსელზე უკვე გადაერთებულია და ქსელი ტესტირების რეჟიმშია. ასევე, დასრულების ეტაპზეა აბონენტების გამრიცხველიანება. კონტრაქტორი კოპანიისგან მივიღეთ პირობა, რომ დარჩენილ სამუშაოებს უახლოეს მომავალში დაასრულებს, რის შემდეგაც შევძლებთ ახალი სისტემიდან ზუგდიდი ეტაპობრივად, უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადავიყვანოთ’’- განაცხადა გიგა მანდარიამ.



ზუგდიდში წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა არ არსებობდა, მოსახლეობის 75% ინდივიდუალური ჭებით, ხოლო დანარჩენი 25% ჭაბურღილებიდან მარაგდებოდა.
პროექტის ფარგლებში აშენდა სამი ახალი რეზერვუარი, მოეწყო 10 ჭაბურღილი და 220 კმ ახალი ქსელი.



წყალმომარაგების კომპმანია ზუგდიდში დამატებით ორ პროექტს - წყალარინების ქსელის და გამწმენი ნაგებობის მშენებლობას ახორციელებს. სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება. პროექტების განხორციელებისთვის აზიის განვითარების ბანკის მიერ 250 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up