ზუგდიდის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს მერია სასურსათო პროდუქტს ურიგებს

ზუგდიდის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს მერია სასურსათო პროდუქტს ურიგებს

access_time2020-12-01 14:57:53

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისათვის საკვები პროდუქტების გაცემა დაიწყო. პირველადი სასურსათო პროდუქტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 62 საბავშვო ბაღის 4280 აღსაზრდელს გადაეცემა.

როგორც „კომერანტს" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ახალსოფლის საბავშვო ბაღში, პროდუქტების გაცემის პროცესს მონიტორინგი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ გაუწიეს.

დღეს ზუგდიდში, სოფელ ახალსოფლიდან დავიწყეთ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისათვის სასურსათო პაკეტების დარიგება. რადგან ბავშვები არსებული აკრძალვების ფონზე ვერ ახერხებენ ბაღში სიარულს მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება კვებისთვის გამოყოფილი თანხით მომხდარიყო პირველადი მოხმარების პროდუქტების შეძენა. პანდემიის პირობებში ეს პაკეტი წაადგებათ ოჯახებს. ამ რთულ პერიოდში მოსახლეობისთვის სოციალური და ეკონომიკური დახმარების პროცესში ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მნიშვნელოვნად ჩართულია ადგილობრივი ხელისუფლება,“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ.

საკვები პროდუქტის გადაცემას, ა(ა)იპ „სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი“ უზრუნველყოფს.


„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დღეს 4300-მდე აღსაზრდელისთვის რიგდება სასურსათო პროდუქტი, ეს პროცესი პერმანენტულად გაგრძელდება, მანამ სანამ იქნება შეზღუდვები საბავშვო ბაღებში, ჩვენ შემდგომშიც ვგეგმავთ აღსაზრდელებისათვის მსგავსი დახმარებების გაწევას. ეს არის მნიშვნელოვანი გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიის პერიოდში ოჯახებს გავუწიოთ დახმარება საკვები პროდუქტებით,“ - განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ.

კორონავირუსის პანდემიის გამო, სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში შეჩერებულია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up