ზუგდიდის ოპოზიციური საკრებულოს უპასუხისმგებლობის გამო მუნიციპალიტეტი 1 მილიონამდე ლარს კარგავს -

ზუგდიდის ოპოზიციური საკრებულოს უპასუხისმგებლობის გამო მუნიციპალიტეტი 1 მილიონამდე ლარს კარგავს - "ქართული ოცნება"

access_time2022-05-15 16:26:11

"ქართული ოცნების"  სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონული წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "კომერსანტი" უცვლელად გტავაზობთ

"გვსურს გამოვეხმაუროთ, ზუგდიდის ოპოზიციური საკრებულოს მიერ უპასუხისმგებლობის მორიგ გამოხატულებას. საკრებულოში თანამდებობების გადანაწილების შემდეგ მის გამართულად მუშაობაზე პასუხისმგებლობა დაეკისრა გახარიას პარტიის და ნაციონალური მოძრაობის კოალიციას. სწორედ მათი დაუდევრობით და საქმის უგულებელყოფით ზუგდიდის მუნიციპალიტეტი კარგავს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განხორციელების შესაძლებლობას. საუბარია 948 ათას ლარზე, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოუყო.

როცა ვისმენდით, რომ თითქოს გახარია/ნაცმოძრაობის კოალიცია ზუგდიდის საკრებულოში ხალხის საკეთილდღეოდ მოდიოდა ფარსი აღმოჩნდა. ამაზე ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, თუმცა ახლა ეს ფაქტებით დასტურდება. მაშინ, როცა მერიამ მიმართა საკრებულოს ვადების დაცვით, მიაწოდა სოფლის კრებებზე ხალხის მიერ დასმული პრობლემები და სთხოვა პროგრამის მხარდაჭერა - მათ ვერ მოახერხეს ელემენტარულად საკითხის გატანა და ხალხს დაუკარგეს 1 მილიონამდე ლარი, რომელიც უნდა მოხმარებოდა ჩვენს სოფლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მათ გადაინაწილეს თანამდებობები, აიღეს პასუხისმგებლობა და ვხედავთ შედეგს. ეს არის უპასუხისმგებლობა საკუთარი მოსახლეობის წინაშე და ამტკიცებს მათ დამოკიდებულებას საქმისადმი.

უპასუხისმგებლოა მათი განცხადებაც, რომელიც ფაქტის მერიისთვის გადაბრალებას გულისხმობს. რეალურად გახარია/ნაცების კოალიცია მერიას იმაზე საყვედურობს რატომ არ მოხდა ვადების შეხსენება. ეს მაშინ, როდესაც ზუგდიდის მერიამ მასზე დაკისრებული ვალდებულებები შეასრულა, პროექტით გათვალისწინებული სოფლის კრებები ჩაატარა, კრებებზე მოქალაქეების მიერ წამოჭრილი საკითხები დაამუშავა და დასამტკიცებლად 14 აპრილს ზუგდიდის საკრებულოს გაუგზავნა. თუმცა ამ უკანასკნელს საკრებულოს სხდომაზე მისი განხილვა ვადების შესაბამისად არ მოუხდენია, არადა კანონით განსაზღვრული ვადა 1-ელ მაისს ეწურებოდა. ვადების შეხსენება ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს არ უნდა სჭირდებოდეს, მაშინ როცა ის მერის პირველი მოადგილის პოზიციაზე მუშაობის დროს თავად კურირებდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამას.


ზუგდიდის ოპოზიციურ საკრებულოს არ ჰყოფნის გამბედაობა აღიაროს შეცდომა და აიღოს პასუხისმგებლობა. კანონის არცოდნა და დილეტანტობა არ ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელობას და მის თანამდებობის პირებს პასუხისმგებლობისგან. მათი ვალდებულებაა ხელი შეუწყონ მუნიციპალური თუ სახელმწიფო სერვისებისა და პროექტების განხორციელებას - ჩვენ კი მივიღეთ, რომ საკრებულო ხელშეწყობის ნაცვლად ხელს უშლის მოქალაქეებს მიიღონ არსებული სერვისები და პროექტები.

ჩვენ ვხედავთ ფაქტს, რომ რეალურად სოფლის მხარდაჭერის პროგრამებზე პრობლემები შეიქმნა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი მასშტაბით მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტში (ზუგდიდი, წალენჯიხა), სადაც საკრებულოს უმრავლესობას გახარიას და ნაციონალების კოალიცია ფლობს."





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up