ზუგდიდის ფაიფურის ქარხანა და ენგურქაღალდკომბინატი - რას აკეთებს ამიერკავკასიის ნომერ პირველი სამრეწველო ობიექტები დღეს

ზუგდიდის ფაიფურის ქარხანა და ენგურქაღალდკომბინატი - რას აკეთებს ამიერკავკასიის ნომერ პირველი სამრეწველო ობიექტები დღეს

access_time2021-04-22 13:00:52

ამიერკავკასიაში ერთადერთი ქაღალდის კომბინატი და ფაიფურის ქარხანა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს მხოლოდ ზუგდიდში ფუნქციონირებდა და რამდენიმე ათას ადამიანს ასაქმებდა, უკვე წლებია მიტოვებულია, ნაწილი პრივატიზებული, ხოლო ტერიტორიული და ადამიანური რესურსი, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენილია, დღემდე აუთვისებელი.



შესაძლოა თუ არა, რომ ზუგდიდი, როგორც ერთ დროს ერთერთი ყველაზე დინამიური ქალაქი სამრეწველო თვალსაზრისით,  კვლავაც დაუბრუნდეს ძველ ტემპებს? 1939 წელს  ცელულოზა-ქაღალდის კომბინატის ექსპლუატაციაში შესვლა რაიონის სამრეწველო განვითარებაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ჯერ კიდევ XX საუკუნის 30-იან წლებში ამოქმედდა ჩაის პირველადი გადამუშავების, ხოლო 1941 წელს ცაიშის საწნეხი ფაბრიკა.არათუ რეგიონის, არამედ მთელი რესპუბლიკის  ენერგეტიკული ბაზის განმტკიცების საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანა ენგურჰესმა, რომლის მშენებლობა 1861-1980 წლებში განხორციელდა. ეს იყო ზუგდიდის მრეწველობის შემდგომი განვითარების ერთგვარი სტიმული.




ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ პერსპექტიულ საწარმოთა რიცხვს განეკუთვნებოდა ფაიფურის ქარხანაც, რომელიც ამოქმედდა 1976 წელს, რომლის საწარმოო სიმძლავრე შეადგენდა 28 მლნ ცალ ფაიფურის ჭურჭელს.1941 წელს მთლიანად შევიდა ექსპლუატაციაში ზუგდიდის საკონსერვო ქარხანა. პროდუქციის ძირითადი ნაწილი მოდიოდა ხილბოსტნეულის კონსერვებზე, ხილის წვენების წარმოებაზე. ზუგდიდში მოქმედებდა ეთერზეთების კომბინატი. ეთერზეთების წარმოება ერთ-ერთი შემოსავლიანი და პერპექტიური დარგი იყო. ზუგდიდში მოქმედებდა დაფნის კომბინატი, სადაც გამხმარი ფოთლის დაფასოებასთან ერთად დაფნის ზეთსაც ამზადებდნენ. კვების მრეწველობის დარგებიდან აღსანიშნავია ფქვილის, ღვინის, პურსაცხობი, ხორცის, ლუდის, უალკოჰოლო სასმელების წარმოება .1967 წლიდან ზუგდიდი გახდა რესპუბლიკის დაქვემდებარებული ქალაქი. 90-იან წლებში საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოში სამოქალაქო ომის პერიოდში მოიშალა ეკონომიკის სისტემა, დროებით შეჩერდა აღმშენებლობითი პროცესი.



რამდენიმე წლის წინ კი, 2015 წელს თურქი ბიზნესმენი ზუგდიდში, სწორედ კომბინატის დასახლებაში გოფრის ქარხნის მშენებლობას გეგმავდა.  მერიის ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ჯიმშერ შეროზიას თქმით, ბიზნესმენი მათ ჰპირდებოდა ქარხნის მშენებლობას, სადაც 700 ადამიანის დასაქმებას გეგმავდა, რომელთა მინიმალური ანაზღაურებაც 1000 ლარი უნდა ყოფილიყო.  თუმცა პროექტის განვითარების შესახებ არც პრეზენტაცია ყოფილა და ინფორმაციაც არ გაჟღერებულა. მაშინ ჯიმშერ შეროზიას თქმით „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ამ ბიზნესმენისთვის განსაზღვრული მიწა უნდა გადაცემულიყო აღნიშნული ქარხნის ასაშენებლად.

 




„კომერსანტი“ ზუგდიდის მერის მოადგილეს კონსტანტინე კანკავას გაესაუბრა, რომელიც გვიყვება, რომ ბოლო წლებია კომბინატისა და ფაიფურის ქარხნის ტერიტორიაზე ინვესტიციების განსახორციელებლად ინვესტორები ინტერესს გამოთქვამენ, თუმცა ბევრად განსხვავებული პროფილით. ცემენტისა და ქვის გადამამუშავებელი საწარმოს გაშენების ინიციატივა ყოფილი კომბინატის ტეროტორიაზე, ერთ დროს ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის საფუძველი გახდა.

 


„კომბინატის ქარხანა, ფაიფურის ქარხანა და ასევე საავიაციო  ქარხანა - ეს სამი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი იყო სამეგრელოში, რომელსაც როგორც იტყვიან საკავშირო მნიშვნელობის დატვირთვა ჰქონდა.  


პერიოდულად მოდიან ხოლმე ინვესტორები და ამ ტერიტბდნენ ნედლეულით. ფაიფურს რაც შეეხება, ნედლეული უკრაინიდან შემოდიოდა. 


ბოლოს იყო ჩინური კომპაია, რომელსაც უნდოდა რაღაცის გაკეთება, მაგრამ რატომღაც საქმე ბოლომდე ვერ მივიდა. რაც არ უნდა გაკეთდეს ეკონომიკური სიმძლავრეები და საწარმოო პროფილი იმ მასშტაბების ფიზიკურად ვერ იქნება,“- გვიყვება კონსტანტინე კანკავა.




 ყოფილი სააქციო საზოგადოების ადგილას, რომელიც კომბინატის ქარხანას მთლიანად ფლობდა 1996 წელს 12 სააქციო საზოგადოება ჩამოყალიბდა: ჩაის ფაბრიკა, შემკეთებელი, მუყაო, ტარა... დღესდღეობით არსებობს სააქციო საზოგადოება „ზუგდიდ ქაღალდი“ , რომელიც ტერიტორიების ნაწილს ფლობს, ნაწილი სახელმწიფოს საკუთრებაშია, ხოლო ნაწილი პრივატიზებული, ნაწილში დევნილები ცხოვრობენ.




„ კომბინატის ყოფილი საწარმოს ტერიტორია ძალიან დიდია, ერთი ნაწილი აითვისა „გორგიამ“ და იხსნება გორგიას მაღაზია და საწყობი. ნაწილობრივ ხდება ათვისება, მაგრამ მსხვილმასშტაბიანი და იმ პროფილით, როგორიც იყო ქარხანა, ძალიან რთულია, მოთხოვნაც უნდა იყოს და რეალიზაციაც.  ჩვენ რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ ამ მასშტაბის ქარხნებიც იყოს და სიმძლავრეებიც, მაგრამ ბევრი შრომაა საჭირო.  



ინვესტორებისთვის დარწმუნებული ვარ საინტერესო იქნება ეს ორი ტერიტორია -ენგურქაღალდკომბინატი და ფაიფურის ქარხნის ტერიტორიები, რომელიც ახლა მიტოვებული და დანგრეულია. ზოგი ნაწილი სახელმწიფოს საკუთრბაშია, არის შენობები რომელიც პრივატიზებულია, როგორც ადმინისტრაციული ასევე სამეწარმეო დანიშნულების. მესაკუთრეებმა გაასხვისეს ის დანადგარები რაც ადრე იყო. კომბინატის ადმინისტრაციულ შენობაში დევნილები ცხოვრობენ, ეს სააქციო საზოგადოება ზუგდიდქაღლდის საკუთრებაშია.

 


ადგილობრივები მიესალმებიან ახალი საწარმოს გახსნას, მაგრამ გააჩნია პროფილს. როცა ქვის საამქრო და ცემენტის ქარხანა განიხილება, ეს ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში იწვევს გარკვეულ წინააღმდეგობებს. თუ აუხსნიან მოსახლეობას, რომ საწარმო იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით, არ იწვევს გარემოს დაბინძურებას, ეს მოსახლეობისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერი საწარმო განიხილება როგორც დამატებითი შესაძლებლობა ადგილობრივების დასაქმებისთვის,“  - ამბობს ზუგდიდის მერის მოადგილე.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up