ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი ხდება

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი ხდება

access_time2022-01-23 20:30:44

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღში შესვლა 1 თებერვლიდან ფასიანი ხდება. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ბოტანიკური ბაღი ავრცელებს. იმოქმედებს შემდეგი ტარიფები:

  •  საქართველოს მოქალაქე – 2 ლარი;
  •  უცხო ქვეყნის მოქალაქე – 5 ლარი;
  •  საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები -1 ლარი;
  •  სკოლის მოსწავლე 10 წელზე ზევით – 1 ლარი;
  •  ერთთვიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე – 10 ლარი;
  •  სამთვიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე – 25 ლარი;
  •  ექვსთვიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე – 40 ლარი;
  •  ერთწლიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე – 70 ლარი;
  •  ერთთვიანი საოჯახო ” მეგობარათი” აბონემენტი (არაუმეტეს 5 ადამიანი) – 20ლარი;
  •  სამთვიანი საოჯახო აბონემენტი “მეგობარათი” (არაუმეტეს 5 ადამიანი) – 35ლარი;
  •  პიკნიკი 1 ვიზიტორზე ( საქართველოს მოქალაქე) – 10 ლარი;
  •  კემპინგი 1 ვიზიტორზე (უცხო ქვეყნის მოქალაქე) – 15 ლარი;
  •  ფოტოსესია – 50 ლარი.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის უფასოდ დათვალიერების უფლებით ისარგებლებენ:

  •  ომის მონაწილეები;
  •  პენსიონრები;
  •  საპატიო ზუგდიდელები;
  •  ობოლი, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდები;
  •  საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
  •  ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ არემატება 100-000-ს.

გასულ კვირას აუდიტის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2020 წელს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მოლარე-კონსულტანტები იყვნენ დასაქმებულნი იმ ფონზე, როცა ბაღში შესვლა უფასო იყო.

“2020 წელს ა(ა)იპ − ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრში დასაქმებული იყო 6 მოლარე-კონსულტანტი, რომელთა ხელფასებზე დაიხარჯა 50.3 ათასი ლარი.

აუდიტის ჯგუფის მიერ ბოტანიკური ბაღის დათვალიერებით გამოვლინდა, რომ ბაღში შესვლა უფასოა და სალაროები არ ფუნქციონირებს. შესაბამისად, ხელფასები გაიცემა პირებზე, რომელთა ფუნქცია-მოვალეობები არ არის შესრულებადი”, — ვკითხულობთ ანგარიშში.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დამთვალიერებლებისთვის 2019 წლის 30 დეკემბერს გაიხსნა. როგორც ბაღის დირექტორი ზვიად ქარჩავა “ნეტგაზეთთან” საუბრისას დასძენს, იქ შესვლა თავდაპირველად ფასიანი იყო და ამიტომაც იყვნენ დასაქმებულნი მოლარეები.

თუმცა, როგორც ჰყვება, ვითარება პანდემიის კრიზისის დაწყების შემდეგ შეიცვალა.“[დაიწყო] პანდემია, ლოკდაუნი გამოცხადდა ქვეყანაში. ამ მოლარეებს მოქმედი ხელშეკრულება ჰქონდათ, ლოკდაუნი კი იყო რაღაც ვადით, ხომ? 1 კვირით, 1 თვით… ზუსტად არავინ იცოდა, როდის დამთავრდებოდა ლოკდაუნი.


რადგან ბოტანიკური ბაღი არის რეკრეაციული სივრცე, 26 ჰექტარი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, თავისუფლად იმოძრაონ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბაღი იყოს უფასო და ყველას ჰქონდეს აქ შემოსვლის შესაძლებლობა”, — დასძენს ქარჩავა.

მისივე თქმით, ადამიანებს, რომლებიც პანდემიამდე მოლარეებად საქმიანობდნენ,  კოვიდ-რეგულაციების დაცვის მაკონტროლებლის ფუნქცია მიენიჭათ და სწორედ ამ მისიით დარჩნენ სამუშაო ადგილებზე.

“იყო რეგულაციები: შემოსვლის დროს სიცხის გაზომვა, შეკრებების [შეზღუდვა], პირბადის ტარება… და ჩვენ, რახან პანდემია იყო, მოლარეებს დავაკისრეთ ეგ ფუნქცია, რომ სანამ ფასიანი [გახდებოდა შემოსვლა], მანამდე დაგვხმარებოდნენ ამ მიმართულებით.

ასევე, როცა უფასო გახდა შემოსვლა, ბევრი ხალხი შემოდიოდა, იყო ვანდალიზმის ფაქტები. ამიტომ გვჭირდებოდა ეს ადამიანები, რომ ზედამხედველის ფუნქციაც შეესრულებინათ”, — გვითხრა ბაღის დირექტორმა.

ზვიად ქარჩავას თქმით, ხსენებულ 6 ადამიანს კონტრაქტის ვადა ამოეწურათ და ამჟამად ბოტანიკურ ბაღს მოლარე-ოპერატორები აღარ ჰყავს. თუმცა, მისივე განმარტებით, შესაბამისი შტატი კვლავ არსებობს და როცა ბაღში შესვლა ფასიანი გახდება, ადმინისტრაცია ისევ მოძებნის 6 მოლარეს.


წყარო: "ნეტგაზეთი"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up