მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის მცხოვრებლებმა ზუგდიდი-მესტიის ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს.
აქციის მონაწილეები სოფლიდან გზამდე დამაკავშირებელი ხიდის აღდგენას ითხოვენ, რომელიც წლების წინ სტიქიის შედეგად დაზიანდა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათ სოფლიდან ჩამოსასვლელად და სხვადასხვა პუნქტამდე მისასვლელად შემოვლითი გზით, ათეულობით კილომეტრის გავლა უწევთ. მათივე თქმით, პრობლემები განსაკუთრებით ზამთარში ექმნებათ, რადგან დიდთოვლობის გამო ხშირ შემთხვევაში ფეხით გადაადგილდებიან.
აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს და ადგილზე მუნიციპალიტეტის მერს, კაპიტონ ჟორჟოლიანს ელოდებიან, რომელსაც აქციის მონაწილეები უნდა შეხვდნენ.
imedinews.ge