ზრდის მიუხედავად, 8 კომპანიას Georgia Capital-ის პორტფელიდან გასვლა ემუქრება

ზრდის მიუხედავად, 8 კომპანიას Georgia Capital-ის პორტფელიდან გასვლა ემუქრება

access_time2021-05-30 11:00:04

მ2 (Georgia Real Estate), ამბერ გრუპი (ქონების მართვის ჯგუფი), თელიანი ველი, გლობალ ბიარ ჯორჯია, სადისტრიბუციო კომპანია GDL, Greenway Georgia, ამბოლი, Redberry, - ეს ის კომპანიებია, რომლებსაც Georgia Capital-ის (GCAP) პორფელიდან გასვლა ემუქრებათ.


ეს კომპანიები GCAP-ის პორტფელის „სხვა“ კატეგორიაში შედიან, რომელიც ბინების დეველოპმენტს, სტუმართმოყვარეობის და კომერციული უძრავი ქონების, სასმელების, ავტო სერვისისა და ციფრული სერვისების ბიზნესებს აერთიანებს.


ჩამოთვლილი ბიზნესები, პორტფელის მთლიანი ღირებულების 8.1%-ს შეადგენს. მისი ღირებულება ფასდება შიდა ბოლო 12 თვის განმავლობაში საწარმოს ღირებულების EBITDA-სთან შეფარდების საფუძველზე, უმეტეს შემთხვევაში, გარდა მათი უძრავი ქონებისა და სტუმართმოყვარეობის ბიზნესისა.


კომპანიებს 1Q21-ში 236.2 მლნ ლარის საერთო ღირებულება ჰქონდათ, რაც 9.9%-ითაა გაზრდილი (q.q). ღირებულების ზრდის მთავარი მამოძრავებელი იყო მათი ღვინისა და ავტომომსახურების ბიზნესის ძლიერი საქმიანობა.


GCAP-ის თავმჯდომარისა და გენერალური დირექტორის, ირაკლი გილაურის განცხადებით, ზრდის მიუხედავად, მიმართულება უცვლელია - პორტფელის კომპანიებში საოპერაციო ეფექტურობის შენარჩუნების თვალსაზრისით, ფოკუსირებული იქნებიან ორ მკაფიო სტრატეგიულ პრიორიტეტზე მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში: ვაცნობიერებთ ერთი მსხვილი კერძო პორტფელის ინვესტიციის ღირებულებას და ჩვენი ქვე-მასშტაბის ”სხვა” პორტფელის კომპანიების თავიდან მოშორება.



GCAP-ის ცნობით, აღნიშნული ბიზნესები (პორტფელის ღირებულების 8.1%) ასევე მტკიცედ გაჯანსაღდა და 8.7 მლნ ლარის EBITDA აჩვენა 1Q21-ის განმავლობაში, როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 0.8 მლნ ლარი იყო (3.7 მლნ ლარი უარყოფითი EBITDA კი 1Q19-ში).


GCAP-ის 5 ბიზნეს მიმართულების ჯამურმა შემოსავლებმა 75.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 15.3%-ით გაიზარდა (y.y).


ზრდა ბინების დეველოპმენტის, სასმელების და ავტო მომსახურების ბიზნესის სოლიდური შემოსავლების ზრდა განაპირობებს, რაც 1Q21-ში 21.4% -ით, 9.2% -ით და 43.3% -ით გაიზარდა. აღნიშნული ბიზნესების წილმა მთლიან შემოსავლებში შესაბამისად, ბინების დეველოპმენტი - 47.1%, სასმელების ბიზნესი - 31.5% და ავტო მომსახურების ბიზნესი - 15.7% შეადგინა.


წმინდა ფულადი სახსრების მოძრაობა საოპერაციო საქმიანობიდან შემცირდა 4.8 მლნ ლარამდე 1Q21-ში, რაც GCAP-ის განმარტებით, ძირითადად გამოწვეულია ნეგატიური წმინდა ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად, რაც ნაწილობრივ ანაზღაურდა სასმელი ბიზნესის საოპერაციო ფულადი ნაკადის მყარი ზრდით.


GCAP-ის სხვა პორტფოლიოში შედის მცირე კომპანიები შეზღუდული პოტენციალით, 0.5 მლრდ ლარის კაპიტალის ღირებულების მისაღწევად.


Gbc.ge



თეგები:
Georgia Capital



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up