ზრდადი ეკონომიკა, ფინანსური მდგრადობა და ვალუტის სტაბილურობა - როგორ გახდა ყატარი გლობალური საინვესტიციო ჰაბი?

ზრდადი ეკონომიკა, ფინანსური მდგრადობა და ვალუტის სტაბილურობა - როგორ გახდა ყატარი გლობალური საინვესტიციო ჰაბი?

access_time2021-06-08 20:00:02

ყატარის ეკონომიკის ზრდა 70-იან წლებში, ნავთობის და გაზის მარაგების აღმოჩენის შემდეგ დაიწყო. 2013 წელს კი, ახალმა ემირმა შეიხ ტამიმ ბინ ჰამაფ ალ-ტანიმ მნიშვნელოვანი რეფორმები დაიწყო და ქვეყანამ კურსი პოსტ-სანავთობო განვითარებაზე აიღო.

 

მთავარ პრიორიტეტებად ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვისა და განათლების სისტემის მოდერნიზება გამოცხადდა.

 

დღეს ყატარი არაბულ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე ქვეყანაა - ზრდადი ეკონომიკა, ფინანსური მდგრადობა, დოლართან მიბმული ვალუტის სტაბილურობა - ეს ყველაფერი მრავალ საერთაშორისო ინვესტორს იზიდავს.

 

ამას ემატება საგადასახადო შეღავათები, რეზიდენტის სტატუსის მიღების მარტივი და სწრაფი პროცედურა და ევროპულ ბანკებზე ღია გასასვლელი  - ყატარი უკვე გახდა მძლავრი ჰაბი ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში ინვესტიციების ექსპანსიისთვის.

 

ყატარის საინვესტიციო კლიმატს მიმზიდველობას ძალიან ლიბერალური საგადასახადო სისტემაც მატებს - საიმპორტო ბაჟი მცირეა, საშემოსავლო და მოგების გადასახადი არ არსებობს, კორპორაციული გადასახადი კი 10%-ს არ აღემატება. სატრანსპორტო გადასახადების და აქციზებისგან ყატარის რეზიდენტები განთავისუფლებულები არიან.

 

ყატარის ხელისუფლება ეკონომიკის დივერსიფიცირებაზე მუშაობს და ნავთობ-გაზზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს. ახალი სტრატეგიის ნაწილია ტექნოლოგიების განვითარება და ამ დარგში უცხოელი ინვესტორების შემოყვანა.

 

სამომავლო განვითარების პრიორიტეტებს შორისაა 9 ძირითადი დარგი - ფინანსები, მრეწველობა, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ტექნოლოგიები, პროფესიული მომსახურეობა, გართობის ინდუსტრია, ტურიზმი, და სოფლის მეურნეობა.


 

სტრატეგიის რეალიზებისთვის შექმნილია თავისუფალი ეკონომიკური ზონები, ძირითადად მაღალი ტექნოლოგიებისთვის, და ასევე ინვესტიციების მოზიდვის სააგენტო დაარსდა.

 

ბაზარზე შესვლა მაქსიმალურად გამარტივებულია - ქვეყანაში სხვადასხვა დარგებისთვის 5 სალიცენზიო პლატფორმა მოქმედებს - : MOCI, Qatar Financial Centre, Qatar Free Zones, Qatar Science & Technology Park და Media City.

 

ახლო აღმოსავლეთი არაა მსოფლიოს ყველაზე მშვიდობიანი კუთხე, თუმცა, ყატარი ინვესტორებს არა მხოლოდ თავის,  არამედ სხვა ქვეყნების ბაზრებზე შეღწევის შესაძლებლობას აძლევს.  ერაყში, იემენში, სირიაში, ლიბანში, და სხვა არაბულ ქვეყნებში ბიზნესის გახსნის და განვითარებისთვის ყატარი - იდეალური ადგილია. აქ კანონს პატივს სცემენ, აქ არის მეზობლებთან საქმის წარმოებისთვის ყველანაირი ინფრასტრუქტურა, რომელიც რეგიონალური ექსპანსიისთვის საუკეთესო პირობებს ქმნის.

 

ყველაფერთან ერთად, ყატარი ახლო აღმოსავლეთში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად ითვლება, და  Numbeo-ს რეიტინგში ის პირველ ადგილზეა. დოხაში ქუჩაში გასვლა ნებისმიერ დროს და ნებისმიერ რაიონში სრულიად უსაფრთხოა. ქვეყნის მოსახლეობა 2,6 მლნ.-ს შეადგენს, მათ შორის დიდი ნაწილია უცხოელებია.

 

მათ ენობრივი ბარიერი არ აწუხებთ - არაბულ ერთად ქვეყანაში სახელმწიფო ენის სტატუსით ინგლისურიც სარგებლობს.

 

ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის აშენებისთვის ყატარის ხელისუფლება განათლებას და მეცნიერებას ავითარებს. კერძოდ, განათლების, მეცნიერების, და საზოგადოებრივი განვითარების ფონდის ეგიდით ქვეყანაში 50-ზე მეტი სადგანმანათლობლო-სამეცნიერო დაწესებულება შეიქმნა. მათ შორის ცნობილი საერთაშორისო სასწავლო ცენტრების ფილიალები.

 

ყატარი აშენებს ჰარმონიულ და სამართლიან სახელმწიფოს, რომელიც მაღალ ეთიკურ სტანდარტებს და პასუხისმგებლიან სოციალურ პოლიტიკას ეფუძნება - სწორედ ამაში ხედავს ქვეყნის ხელმძღვანელობა მდგრადი განვითარების და არაბულ სამყაროში ლიდერობის საწინდარს.

 

 

Qatar.rbc.ru

 

თენგიზ აბლოთია


თეგები:
ყატარი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up