ZP – ზაზა ფაჩულია სასტუმროების ქსელის შექმნაზე მუშაობს

ZP – ზაზა ფაჩულია სასტუმროების ქსელის შექმნაზე მუშაობს

person access_time2016-05-05 11:35:34

ცნობილი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია ტურიზმის სექტორში აქტიურდება. რამდენიმე თვის წინ ფაჩულიამ მსოფლიოში ცნობილი სპორტული დარბაზების ბრენდი „სნეპ ფიტნესი" შემოიყვანა, რომლის პირველი ფილიალი „აქსის შოფინგში" გაიხსნა. უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი ფილიალი ჭავჭავაძის გამზირზე გაიხსნება. თბილისში ზაზა ფაჩულიამ, თანამედროვე სტანდარტების კალათბურთის აკადემიაც გახსნა. სამომავლოდ კი ფილიალების რეგიონებში გახსნაც იგეგმება.


ახლა კი  ცნობილი ხდება, რომ ცნობილი სპორტსმენი სასტუმროების ქსელის შექმნაზე მუშაობს. ორი სასტუმრო კალათბურთელის ინიციალებით ZP თბილისში უკვე ფუნქციონირებს. სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი დიმიტრი მელცესოვი, „კომერსანტთან" ამბობს, რომ მარჯანიშვილის 44 ნომერში სასტუმრო სამი წელია გახსნილია. მისივე თქმით, ეს არის 4 ვარსკვლავიანი  მაღალი ხარისხის სასტუმრო, 32 ნომრით, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრით, 100 პერსონაზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზით, ბოლო სართულზე რესტორან-ვერანდით.

 


სპეციალური 35-40 მანქანაზე გათვლილი პარკინგით. მელცესოვი ამბობს, რომ სასტუმრო მაღალ სეზონზე ყოველთვის გადატვირთულია, ნოემბრიდან ზამთრის ბოლომდე შედარებით იკლებს ტურისტების რაოდენობა, თუმცა მაინც აქტიურად მუშაობენ. უცხოელების 40% მათ ევროპიდან, 35% დსთ-ს ქვეყნებიდან, დანარჩენი კი გაერთიანებული საემიროებიდან სტუმრობენ. დიმიტრი მელცესოვის თქმითვე, ყოველთვის ცდილობენ მომხმარებელს ისეთი შეთავაზება გაუკეთონ, რომ მათთვის მომხიბვლელი იყოს. მისივე განცხადებით,  ბაზარზე არსებულ ბრენდულ სასტუმროებთან შედარებით, განსხვავებულ ფასთა კატეგორიაში არიან და ბრენდულ სასტუმროებთან შედარებით გაცილებით მაღალი ხარისხი აქვთ. „გვაქვს უმაღლესი ხარისხის  მარმარილო , როიალი, რომელიც თვითონ უკრავს, რეალურად ბუტიკ სასტუმროს კატეგორიაში გავდივართ, მაგრამ პოზიციონირებას ბიზნეს სასტუმროს კუთხით ვაკეთებთ. ჩვენთან ხარისხი და მომსახურების დონე უმაღლესია," – აცხადებს მელცესოვი. მისივე თქმით, სასტუმროში ფასები 100-115$ დან  იწყება და სეზონის მიხედვით იცვლება. დაბალი ფასების დაწესების საშუალებას კი თანამედროვე ტექნოლოგიები აძლევთ, რის ხარჯზეც სასტუმრო ბევრ შეღავათს აკეთებს. ZP-ის გაყიდვების მენეჯერი ამბობს, რომ სასტუმროს იმიჯზე ზაზა ფაჩულიას ფაქტორი დადებითად აისახება, თუმცა რეალურად ბაზარზე ხარისხი და მომსახურების დონე მუშაობს.


რაც შეეხება ZP-ს მეორე სასტუმროს, რომელიც ბეთლემის ქუჩაზე მდებარეობს, ეს არის შედარებით მცირე ზომის 12–ნომრიანი სასტუმრო, თუმცა მისი განახლება მოხდა და ხელახალი გახსნა რამდენიმე დღეშია დაგეგმილი. დიმიტრი მელცესოვი ამბობს, რომ ამ ეტაპზე კონკრეტულად ახალი სასტუმრო პროექტის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს მასშტაბით სასტუმროების ქსელი შეიქმნას. სასტუმროების პროექტში ჩადებული ინვესტიცია არ კონკრეტდება თუმცა მისი თქმით, ეს საკმაოდ დიდი ინვესტიციაა.



კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up