ეკა ლალიაშვილი: „თუ არ გაიზრდება ჯარიმები, ზონალურ-საათობრივი პარკირების პროექტი შესაძლოა, ჩავარდეს“

ეკა ლალიაშვილი: „თუ არ გაიზრდება ჯარიმები, ზონალურ-საათობრივი პარკირების პროექტი შესაძლოა, ჩავარდეს“

access_time2019-02-25 15:00:58

ზაფხულიდან მძღოლებს მანქანის გასაჩერებლად საათობრივი გადასახადის გადახდა მოუწევთ. თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი პირველ ეტაპზე, საპილოტე მოდელის სახით,  კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩაზე ამოქმედდება. დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამ გადაწყვეტილებით გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის ხელშეწყობას ცდილობს. „კომერსანტი“ დაინტერესდა, მოაგვარებს თუ არა ასეთი სისტემა დედაქალაქის ქუჩებში არსებულ პრობლემებს.


„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილისთვის მერიის ინიციატივა მისაღებია, თუმცა, ლალიაშვილი განმარტავს, რომ პარკირების ახალი სისტემის ეფექტურად მუშაობისთვის დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს გამართული.


„ზონალურ-საათობრივი პარკირების მთავარი მიზანი ცენტრალურ ნაწილში ავტომობილების რაოდენობის შემცირებაა. ჩვენ მერიის ამ გადაწყვეტილებას მივესალმებით, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ალტერნატივა, რას ვთავაზობთ მძღოლებს. თუ მოქალაქეები ავტომობილების გაჩერებას ვერ შეძლებენ, მათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით უნდა ისარგებლონ. დღეს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამართულად არ მუშაობს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ზონირება შეიძლება, ერთ ქუჩაზე საპილოტედ გავაკეთოთ, მაგრამ ამის გავრცობა დიდ მასშტაბებში ჯერ-ჯერობით წარმოუდგენლად მიმაჩნია,“ - აცხადებს ეკა ლალიაშვილი.


ეკა ლალიაშვილის თქმით, პარკირების ახალმა სისტემამ  შესაძლოა, მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვიოს.



 „დედაქალაქის მერს რომ მოვუსმინოთ, 2019 წლის განმავლობაში ყველა,  ანუ 550- მდე ავტობუსი ჩანაცვლდება. დღეს არსებული ავტოპარკი სრულად განახლებული არ არის. თუ კიდევ ახალი წინაღობა შეექმნებათ ადამიანებს, ამან შეიძლება მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვიოს. მერიაში აცხადებენ, რომ შემდეგი წლის ბოლოსთვის დაამატებენ 100 ავტობუსს, რაც შესაძლოა, საკმარისი იყოს იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო ქსელი განვითარდება,“  ამბობს ლალიაშვილი.

 

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე განმარტავს, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირების პროექტი შესაძლოა, ჩავარდეს, რადგან დედაქალაქში არასწორი პარკირებისთვის ჯარიმა ძალიან დაბალია.

 

„თუ თბილისში კვლავ დაგვრჩა ისეთი მძღოლები, რომლებიც ტროტუარზე აპარკინგებენ ავტომობილებს, ზონირების შემოღებას აზრი არ ექნება. ასევე მნიშვნელოვანია, როგორ განხორციელდება სისტემის ადმინისტრირება. თუ ზონალური-საათობრივი პარკირების ადგილებზე გაჩერება იქნება ძვირი, ამ შემთხვევაში მძღოლები ეცდებიან აღარ გადაიხადონ ჯარიმა და დაიცვან კანონი. მოგეხსენებათ, არასწორი პარკირებისთვის ჯარიმა არის 10 ლარი. ადამიანებს ურჩევნიათ არასწორად დააპარკინგონ ტრანსპორტი და ჯარიმა გადაიხადონ. როდესაც შემოგვაქვს საათობრივი ზონირება, არასწორი პარკირების საფასურიც უნდა გადაიხედოს,“ - განმარტავს ეკა ლალიაშვილი.



კანონპრექტი თბილისის საკრებულოს განსახილველად და დასამტკიცებლად უკვე გადაეგზავნა. როგორი იქნება პარკირების ტარიფები, ჯერ უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ  საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება როგორც მობილური აპლიკაციის, ასევე ქუჩაში დამონტაჟებული გადახდის აპარატების მეშვეობით. შემოსული თანხა კი, კალაძის თქმით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აკუმულირდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას მოხმარდება.


ბაჩო ადამია




მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა
access_time2020-08-08 19:35:02
მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ $100 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ...

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება
access_time2020-08-08 14:00:59
როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა...


მსგავსი სიახლეები

up