ზონალურ პარკირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში უახლოეს დღეებში გადაიგზავნება

ზონალურ პარკირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში უახლოეს დღეებში გადაიგზავნება

access_time2018-09-16 23:22:02

ქალაქში საცობების განტვირთვის მიზნით თბილისის მერია განიხილავს  გეგმას, როგორი უნდა იყოს თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა.

საქართველოში ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად, საშუალოდ 8%-ით იზრდება. დღეს ქვეყანაში 1200000 ავტომობილია. მხოლოდ 2018 წელს 52308 ავტოსატრანსპორტო საშუალება დარეგისტრირდა. ავტოპარკის ნახევარი 20 წელზე ზევით არის. თბილისში კი საქართველოში რეგისტრირებული მანქანების 36% მოდის.

 

თბილისის მერიის გათვლებით, სატრანსპორტო ნაკადების განტვირთვას ხელს ცენტრალურ და ყველაზე გადატვირთულ ქუჩებზე პარკირების ახალი პოლიტიკის შემოღება შეუწყობს. ეს გულისხმობს ქალაქის ზონებად დაყოფას და დიფერენცირებულ სატარიფო სქემას. მაგალითად, თუ მძღოლი ცენტრალურ უბანში თავისი ავტომობილით მიდის და მანქანის შენობასთან ახლოს გაჩერება სურს, პარკირებაში საათობრივი გადახდა მოუწევს. მძღოლს ექნება სხვა ალტერნატივაც  - შეარჩიოს ადგილი, სადაც პარკირება უფასოა და საბოლოო დანიშნულების ადგილამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მივიდეს.

 

პარკირების ახალი მოდელი ძალაში სავარაუდოდ 2019 წლის იანვრიდან შევა.


 

"ზონალურ პარკირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც 2019 წლიდან უნდა შემოვიდეს, მომზადებული გვაქვს და პარლამენტში უახლოეს დღეებში გადაიგზავნება", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ქალაქის ზონებად დაყოფა და ახალი სატარიფო სისტემის შემოღება არ ითვალისწინებს პარკირების ყოველწლიური გადასახადის 50 ლარის გაუქმებას. თბილისის მერია უახლოეს კვირებში წარადგენს კონკრეტულ გეგმას თუ როგორი იქნება ქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკა.

 





მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up