ზოიძე: საპენსიო რეფორმა ძალიან კარგად არის მომზადებული, ყველაფერი მიდის გეგმაზომიერად

ზოიძე: საპენსიო რეფორმა ძალიან კარგად არის მომზადებული, ყველაფერი მიდის გეგმაზომიერად

access_time2019-02-18 23:01:52

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის შეფასებით, საპენსიო რეფორმა "ძალიან კარგად არის მომზადებული". ბიუროს სხდომაზე მან ევროპული საქართველოს ინიციატივას უპასუხა და აღნიშნა, რომ კანონის შეჩერების მოთხოვნას საფუძველი არ აქვს. ცნობისთვის, საპარლამენტო უმცირესობა ითხოვს, "სანამ სისტემა მზად არ იქნება", შეჩერდეს იმ მუხლების ამოქმედება, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს ხელფასიდან საპენსიო ფონდისთვის თანხა ეჭრებათ.

 

"ამ რეფორმაზე 8 თვე ვიმსჯელეთ და საბოლოო ჯამში მივიღეთ ეს კანონი. ახლა ბატონი ოთარი გვეუბნება, რომ რაზეც ვიმჯელეთ 8 თვე, ამდენი იმუშავა აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ, ახლა ერთი დაჩქარებული წესით გავაუქმოთ. ძალიან მარტივ რამეზეა საუბარი, ჩვენ მიერ მიღებული კანონის გაუქმებაზეა საუბარი პრაქტიკულად, როგორ შეიძლება, საუბარია იმაზე, რომ ჩვენ რაც გავაკეთეთ, ეს უნდა გაჩერდეს" - ამბობს ზოიძე.

 

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მტკიცებითვე, მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხა "მყისიერად სამმაგდება" გადამხდელთა უმრავლესობისთვის.

 

"საუბარი იმაზე, რომ რაღაც დეპოზიტზე არ არის განთავსებული თუ საინვესტიციო გადაწყვეტილება როგორ უნდა მივიღოთ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საინვესტიციო გადაწყვეტილება იყოს აბსოლუტურად კეთილგონიერი, მსოფლიო კლასის ფინანსისტების მიერ მიღებული, რისთვისაც უნდა დაიხარჯოს შესაბამისი დრო, რომ შევარჩიოთ შესაბამისი საინვესტიციო საბჭო, რომელიც ამ გადაწყვეტილებებს მიიღებს და წლის ბოლოს ამ თანხებს განათავსებს უკვე დაბალ თუ საშუალორისკიანი ფონდების მიხედვით. არაფერი მოუმზადებელი არ არის, ყველაფერი მიდის გეგმაზომიერად, როგორც უნდა წასულიყო. მოქალაქეებისთვის კიდევ ყოველთვიური მოგება არის 200%, არავითარი შეჩერების, გაჩერების და მოუმზადებლობის ნიშნები არ შეინიშნება" - მიმართა ზოიძემ ოთარ კახიძეს.

 

ევროპული საქართველოს დეპუტატმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა, რომ საპენსიო სააგენტომ მობილიზებული თანხები ვერ დააბანდა და არ იციან, სად წაიღონ 25 მილიონი.

 


"სისტემა მზად არ არის, არც ვებგვერდი მუშაობს გამართულად, საპენსიო სააგენტოს დირექტორის განმარტებით, არ იციან, ფული სად წაიღონ, ეკონომიკის მინისტრი გვეუბნება, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე უნდა ჩაიდოს ფული, თუმცა არის სადეპოზიტო ანგარიშებზე, ანუ სრულიად მოუმზადებელი და გაურკვეველი შეხვდა სახელმწიფო კანონს. ყოველი ახალი თვე, რომლის ბოლოსაც მოქალაქეებს თანხები ეჭრება ისე, რომ არ იცის საპენსიო სააგენტომ, სად წაიღოს ეს ფული, არის პრობლემა" - განაცხადა კახიძემ.

 

2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. ამავე კანონის საფუძველზე სპეციალური საპენსიო სააგენტოც შეიქმნა, რომელიც დასაქმებულისა და დამსაქმებლის მიერ გამომუშავებულ თანხას გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და ამ თანხას დასაქმებულს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ უკან დაუბრუნებს.

 

საპენსიო სქემაში ერთვება ყველა მოქალაქე, რომელიც ანაზღაურებას საკონტრაქტო ურთიერთობის შედეგად იღებს. იმ პირებისთვის, ვინც 2018 წლის 1 აგვისტომდე გახდა 40 წლის, სისტემაში გაწევრიანება ნებაყოფლობითია, ხოლო 40 წელს მიუღწეველი დასაქმებულები ვალდებულები არიან კანონის ამოქმედებისთანავე ჩაერთონ დაგროვებით საპენსიო სისტემაში. საპენსიო სქემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია თვითდასაქმებულებისთვის.

 

დაგროვებით პენსიაში მონაწილე მოქალაქეს ხელფასიდან ეჭრება მთლიანი ანაზღაურების 2%, 2%-ის გადახდის ვალდებულება აქვს მის დამსაქმებელსაც, ხოლო 2%-ს იხდის სახელმწიფო. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო საპენსიო სისტემის მონაწილეს ბიუჯეტიდან 2%-ს ურიცხავს იმ შემთხვევაში, თუ მისი მთლიანი დარიცხული ხელფასის ჯამური ოდენობა 24 000 ლარზე მეტი არ არის. თუ დასაქმებულის წლიური ჯამური ხელფასი 24 000 ლარზე მეტი და 60 000 ლარზე ნაკლებია, მას ბიუჯეტიდან 1% ერიცხება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ წლიური ანაზღაურება 60.000 ლარზე მეტია, სახელმწიფო საპენსიო სისტემის მონაწილეს თანხას არ ურიცხავს.

 

კანონის მიხედვით, სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში, დაგროვებითი პენსიის სისტემის მონაწილეს საპენსიო ანგარიში უნარჩუნდება. მუშაობის ხელახლა დაწყების შემდეგ, პირველი ხელფასის ჩარიცხვისთანავე, მას შეუძლია ანგარიშზე ფულის შეტანა დაიწყოს. იმ პერიოდში, როდესაც პირი დასაქმებული არ არის, სახელმწიფო შენატანს არ აკეთებს.

 

დაგროვებითი საპენსიო რეფორმა მოქალაქე ედუარდ მარიკაშვილმა და "საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ის არაკონსტიტუციურია და არღვევს როგორც დასაქმებულის, ისე დამსაქმებლის საკუთრების უფლებას.

 

წყარო: ტაბულა






გია ხუხაშვილი :“მამუკა ხაზარაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის სერიოზული დაპირისპირებაა მოსალოდნელი“ - ივანიშვილი შეცდომებს არ აღიარებს

გია ხუხაშვილი :“მამუკა  ხაზარაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის  სერიოზული დაპირისპირებაა მოსალოდნელი“ - ივანიშვილი შეცდომებს არ აღიარებს
access_time2019-07-17 14:30:22
„ბიძინა ივანიშვილის ყველა ნათქვამი, მიუხედავად მისი შერბილებული ტონისა, ძირითადად კონფრონტაციული იყო და არ ასახავდა იმ რეალობას, რაც დღეს არის ქვეყანაში. ის ისევ სისტემას იცავს და არ აღიარებს შეცდომებს.   მე არ მგონია, რომ ივანიშვილი მართლა მიესალმებოდეს მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლას. განსაკუთრებით კომიკური იყო მისი განცხადება ახალგაზრდების შემოსვლასთან დაკავშირებით პოლიტიკაში, არც თუ ისე ახალგაზარდაა ხაზარაძე,“ - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი ბიძინა...

ბიძინა ივანიშვილი - უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ

ბიძინა ივანიშვილი - უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ
access_time2019-07-17 12:55:10
აბსოლუტურად უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა. ივანიშვილის შეფასებით, რუსული ბაზრის დაკეტვისა და ვაჭრობის შეწყვეტის მსურველები ქვეყნის მტრები არიან. “თუ ყურადღებას მიაქცევთ, თვითონ ევროპელები, განვითარებული ევროპული ქვეყნებიც კი, როგორ ცდილობენ რუსულ ბაზარზე...

6 თვეში დასრულებული 42 საქმე, რომლის 80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ბიზნესომბუდსნების პოზიციები გაითვალისწინეს - ირაკლი ლექვინაძის ანგარიში მედიას

 6 თვეში დასრულებული 42 საქმე, რომლის  80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ბიზნესომბუდსნების პოზიციები გაითვალისწინეს - ირაკლი ლექვინაძის ანგარიში მედიას
access_time2019-07-17 11:30:23
ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა. 2019 წლის 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში მეწარმეების მომართვის საფუძველზე 171 საქმე დარეგისტრირდა და აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასეჭერად 44 შუამდგომლობა, 29 რეკომენდაცია და 17 სამართლებრივი დასკვნა გააგზავნა. „2019 წლის 6 თვეში 42 საქმეზე დავასრულეთ მუშაობა და საქმეების 80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ჩვენი პოზიციები სრულად ან ნაწილობრივ...

ტერაბანკის ინოვაციური ბოტი მომხმარებლებს პერსონალურ ფინანსურ ასისტენტობას გაუწევს

ტერაბანკის ინოვაციური ბოტი მომხმარებლებს პერსონალურ ფინანსურ ასისტენტობას გაუწევს
access_time2019-07-17 10:45:20
ტერაბანკმა დისტანციური მომსახურების კიდევ ერთი არხი - ინოვაციური ბოტი შექმნა. ტერა ბოტი პირველი ქართული ფინანსური ასისტენტია. იგი მომხმარებლებს არა მარტო ბანკის სერვისებსა და ოპერაციებზე აწვდის ინფორმაციას, არამედ მათ ფინანსების უკეთ განკარგვაში, ხარჯების შეფასებასა და თანხის დაგროვებაშიც ეხმარება.   ტერაბანკის ინოვაციური ბოტი რეალურ ადამიანთან მაქსიმალურად მიახლოებული, ავტომატურად მოსაუბრე პროგრამაა. იგი იღებს და აანალიზებს მომხმარებლის მიერ მიწერილ ქართულენოვან ტექსტურ...

„ბათუმი რივიერა“ - „სილქ როუდ ჯგუფი“ მილიარდიანი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის ემზადება - (“კომერსანტის“ ექსკლუზიური რენდერები)

„ბათუმი რივიერა“ - „სილქ როუდ ჯგუფი“ მილიარდიანი  მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის ემზადება  - (“კომერსანტის“ ექსკლუზიური რენდერები)
access_time2019-07-17 13:00:03
„ბათუმი რივიერა“ - ასე ეწოდება ახალ მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომლის აშენებასაც  „სილქ როუდ ჯგუფი“ „საქართველოს თანაინვესტირების“ ფონდის მხარდაჭერით ბათუმში გეგმავს. ეს ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული სივრცე...


მსგავსი სიახლეები

up