ზოიძე "ფარმადეპო" "ევექსის" გარიგებაზე: "ბაზარზე კონკურენციას აძლიერებს არა არსებული მოთამაშეების გადაადგილება, არამედ ახლის შემოსვლა"

ზოიძე "ფარმადეპო" "ევექსის" გარიგებაზე: "ბაზარზე კონკურენციას აძლიერებს არა არსებული მოთამაშეების გადაადგილება, არამედ ახლის შემოსვლა"

access_time2016-11-22 18:30:25

 

„კონკურენციის გაძლიერებას არა უკვე არსებული მოთამაშეების გადათამაშება, არამედ ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლა უწყობს ხელს - ასე ეხმაურება პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" მიერ „ფარმადეპოს" ქსელის შეძენას.


დეპუტატი რადიო „კომერსანტთან" ამბობს, რომ რთული სათქმელია წინასწარ რა გადანაწილება მოხდება ბაზარზე. მისივე თქმით,  ეს დამოკიდებულია, თუ რა სტრატეგიას და ტაქტიკას აირჩევს კომპანია. „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა რამდენიმე თვის წინ „ჯიპისის" ქსელი იყიდა, ახლა ყიდულობს წილს ფარმადეპოში, უნდა დაველოდოთ , როგორი იქნება კონკურენციის სააგენტოს დასკვნა, თუმცა კონკურენციის გაძლიერებაზე ახალი მოთამაშეების შემოსვლა მოქმედებს და ჩვენ საკმაოდ ბევრს ვიმუშავებთ, რომ არსებული კანონმდებლობის  სრულყოფა მოხდეს და ხელი არ შეეშალოს უფრო წვრილი მოთამაშეების ბაზარზე შემოსვლას" – აცხადებს ზოიძე


რაც შეეხება ბანკების მიერ არაპროფილურ ბიზნესებში შესვლის საკითხს, ზოიძე ამბობს, რომ დღეს კანონდებლობით უშუალოდ ბანკს არ აქვს უფლება დააფუძნოს მაგალითად ფარმაცევტული კომპანია . ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია გამჭვირვალე კორპორატიული მმართველობა უნდა ჰქონდეს დანერგილი.



საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი სააფთიაქო ქსელ "ჯიპისის" შემდეგ "ფარმადეპოს" ქსელს ყიდულობს. შედეგად, "ევექსი" ქვეყანაში ყველაზე მსხვილი მოთამაშე ხდება სააფთიაქო ბაზარზე. გარიგება ამ დროისთვის კონკურენციის სააგენტოს დამტკიცებას მოითხოვს. გარიგების თანხა 25 მილიონი დოლარია.


 

ავტორი: სალომე სოსელია




„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up