ზოიძე NDI-ზე: სიღარიბე და უმუშევრობა რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევაა, ეს სიახლე ნამდვილად არ არის

ზოიძე NDI-ზე: სიღარიბე და უმუშევრობა რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევაა, ეს სიახლე ნამდვილად არ არის

access_time2019-09-17 12:18:01

სიღარიბე და უმუშევრობა რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევაა, ეს სიახლე ნამდვილად არ არის, - უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე NDI-ის ბოლო კვლევის შედეგებს აფასებს. ზოიძე ამბობს, რომ მტავრობა ამის გამოსასწორებლად ყველაფერს აკეთებს.


ტენდენციები საყურადღებოა, სიღარიბე და უმუშევრობა რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევაა, ეს სიახლე ნამდვილად არ არის და მთავრობის მთელი ძალისხმევა სწორედ ამაზე არის მიმართული, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები, ისეთი სამუშაო ადგილები, რომლებიც ისეთ შემოსავალს მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს, რომ ისინი თავს არ იგრძნობენ უკიდურეს სიღარიბეში და გაჭირვებაში. მათ შორის არის საყურადღებო პრობლემები, რომლებზეც კონკრეტული პროგრამები არის გათვალისწინებული და სამოქმედო გეგმა. რაც ეხება მაგალითად, წამლებს, იმიტომ რომ წამლები არის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მოსახლეობისთვის არის პრობლემატური. საყურადღებოა ასევე, რომ დადებითი ტენდენციები ჯანდაცვის პროგრამებზე ნარჩუნდება, რომ მოსახლეობის უმეტესობა კმაყოფილია ამ პრობლემებით, მაგრამ საყურადღებოა სწორედ წამლების პრობლემა და ჩვენ ვპირდებით, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებთ მოსახლეობის ყველაზე უფრო მოწყვლადი ნაწილისთვის. რაც შეეხება საპენსიო რეფორმას, ეს დასაწყისია, ძალიან ბევრი მუშაობა სჭირდება საპენსიო ფონდს, რომ მოსახლეობის ნდობა, ისე როგორც ეს მსოფლიოს სხვა ქვეყნებშია, მაქსიმალურად მოკლე დროში გაამყაროს, - ამბობს ზოიძე.


ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი, 48% მისთვის და მისი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად სამუშაო ადგილებს ასახელებს. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა.


34%-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი ფასების ზრდა და ინფლაციაა, ხოლო 33%-სთვის სიღარიბე.



43% ამბობს, რომ ახლა უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე 5 წლის წინ. 21% პასუხობს, რომ მეტი ფინანსური შესაძლებლობები აქვს 5 წლის წინანდელთან შედარებით, ხოლო 35% - იგივე. 2%-მა ამ კითხვაზე პასუხი არ იცის.


საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.


NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.



ტაბულა





საპენსიო სააგენტოში ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ

საპენსიო სააგენტოში ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ  ინფორმაციას არ ადასტურებენ
access_time2019-12-07 20:32:24
საპენსიო სააგენტოში არ ადასტურებენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას. როგორც კომერსანტს უწყებაში განუცხადეს,  საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე განმარტებას სავარაუდოდ ორშაბათს გააკეთებს. კურიერის ინფორმაციით, საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს. ლევან სურგულაძეს განცხადება გადადგომის შესახებ უკვე დაწერილი აქვს და ოფიციალურად ამის თაობაზე მალე საჯაროდ...

Washington Post: დონალდ ტრამპის მოსამსახურეები არალეგალი იმიგრანტები იყვნენ

Washington Post: დონალდ ტრამპის მოსამსახურეები არალეგალი იმიგრანტები იყვნენ
access_time2019-12-07 20:00:18
  აშშ-ს დღევანდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცნობილია თავისი ანტიმიგრანტული განცხადებებით, თუმცა, როგორც ამბობს მისი ოჯახის 2 ყოფილი მოსამსახურე, ტრამპის სახლში და მისი კომპანიის გოლფ-კლუბებში ძირითადად მუშაობდნენ სწორედ არალეგალი-მიგრანტები,   ერთ-ერთი მათ შორის არის კოსტა-რიკელი  სანდრა დიასი.   ტრამპის სახლში შესვლის წინ მას უნდა დაეცვა რამდენიმე წესი - პირველი რიგში, ის უნდა ყოფილიყო უჩინარი. ტრამპის პირადი მოსამსახურე...

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან
access_time2019-12-07 16:00:09
  „ბელორუსია არასდროს არ შევა რუსეთის შემადგენლობაში და არ შექმნის ერთიან პარლამენტს. ჩვენ ამას არასდროს არ განვიხილავდით. დაიმახსოვრეთ - მე არ ვარ ბიჭუნა, რომელიც იყო პრეზიდენტი 3-4-5 წელი, და მე არ მსურს ხაზი გადავუსვა ყველაფერს, რასაც მივაღწიეთ ერთად - სუვერენულ დამოუკიდებელ სახელწიფოს. ჩვენ მას არ გადავაგდებთ და არ ვაჩუქებთ არავის. ჩემ დროს ეს არ მოხდება. ეს ჩვენი ქვეყანაა, დამოუკიდებელი და სუვერენული. ამით უნდა ვიამაყოთ“,  - განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა...

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება
access_time2019-12-07 14:00:30
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელმძღვანელის ავთანდილ კასრაძის თქმით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით 3000 IT სპეციალისტი გადამზადდება. ავთანდილ კასრაძემ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ სტარტაპის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ ასპექტებზეც ისაუბრა.  „მომავალ წელს ვგეგმავთ 3 ათასი IT სპეციალისტის გადამზადებას. როცა ცოდნის ექსპორტზე ევსაუბრობთ, ხაზი უნდა გავუსვათ იმას,რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები არის ის მთავარი მიმართულება, რომლითაც შეგვიძლია რომ...

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას
access_time2019-12-07 10:00:55
„ვფიქრობ, ყველაზე სწორი იქნება, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც ვადა იწურება, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პროექტი და კონკრეტული ინვესტორის პრობლემა" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის სტრატეგიული პროექტი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. „ისედაც ძალიან დაგვიანდა - ორი წელი,...


მსგავსი სიახლეები

up