ზოიძე: აქციზის ზრდას რომ ეფექტი ჰქონდეს, ფასი ხელით გასახვევ თუთუნზეც უნდა გაიზარდოს

ზოიძე: აქციზის ზრდას რომ ეფექტი ჰქონდეს, ფასი ხელით გასახვევ თუთუნზეც უნდა გაიზარდოს

access_time2019-03-02 16:48:53

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ მთავრობას ინიციატივით მიმართა, რომ ხელით შესახვევ თუთუნზეც გაიზარდოს ფასი.

როგორც აკაკი ზოიძემ “აიპრესთან” საუბრისას განაცხადა, ის ადამიანები, რომლებიც ფილტრიან ან უფილტრო სიგარეტს ვეღარ ყიდულობენ ფასის გამო, გადავიდნენ შედარებით იაფ საშუალებაზე, როგორიცაა შესახვევი თუთუნი. 

“ეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია იყო. საუბარი არ არის იმაზე წელს უნდა მოიმატოს, თუ მომავალ წელს. 

ზოგადად,აქციზის მომატებას უნდა ჰქონდეს ეფექტი, უნდა დაანებონ მოწევას თავი, ან მცირე რაოდენობით მოწიონ, ეს არის აქციზის მომატების ძირითადი არსია და არა ბიუჯეტში ფულის შესვლა. ძალიან მნიშვნელოვანია თამბაქოს ყველა პროდუქტზე ფასის მატება. მოემატა ფასი უფილტროს და ფილტრიანს და დარჩა გასახვევი თუთუნი გაცილებით იაფი. ამიტომ ნაცვლად იმისა რომ შეამცირონ მოწევა, გადადიან უფრო იაფი ალტერნატივის მოწევაზე.

ფასი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბარიერი, იმისათვის რომ ახალგაზრდებმა მოწევა არ დაიწყონ და ვინც ეწევა მათ მოწიონ ნაკლები. ეს ყველა კვლევით არის დადასტურებული. შესაბამისად, ის ეფექტი რომ ჰქონდეს აქციზის მატებას, რაც უნდა ჰქონდეს, ფასი უნდა მოემატოს გასახვევ თამბაქოსაც, ე.წ საბითუმო თამბაქოს. ჰქვია საბითუმო თამბაქოდ და იყიდება საცალოდ ეს თამბაქო”- განაცხადა აკაკი ზოიძემ. 


– როდიდან შეიძლება მოხდეს ფასის მატება ამის პროგნოზირება თუ შეიძლება?

“როდიდან მოემატება ფასი და მოემატება თუ არა არაფერი ვიცი. მე რეკომენდაცია გავეცი საჯაროდ, თუ რა უნდა მოხდეს იმისათვის, რომ შემცირდეს მოწევის ეპიდემია, რომ შემცირდეს რეგულარული მწეველობა! მოსახლეობის 1/3 რომ ეწევა, 18 წლიდან რეგულარული მწეველობა რომაა, ეს არის კატასტროფა და ეპიდემია, რომელიც უნდა შეჩერდეს. 

დანარჩენი მთავრობის გადასაწყვეტია, შესაბამისად ჩასატარებელია მთელი რიგი გათვლები და ასე შემდეგ”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.


Ipress 

თეგები:
ზოიძე



ალექსანდრ ლუკაშენკო - საზღვარგარეთის მთავრობა არ გვჭირდება და არც შუამავლები, ქვეყანას არავის დავუთმობთ

ალექსანდრ ლუკაშენკო - საზღვარგარეთის მთავრობა არ გვჭირდება და არც შუამავლები, ქვეყანას არავის დავუთმობთ
access_time2020-08-15 19:23:51
ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსს ჰყავს კონსტიტუციური მთავრობა. ამის შესახებ განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე...

Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს

Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს
access_time2020-08-15 18:00:43
ქალის ტანსაცმლის ბრიტანული ბრენდი Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს. როგორც „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა რევაზ მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ბრენდის მიერ საქართველოს ბაზრის დატოვება კრიზისთან კავშირში არ არის.„Wallis-ი წარმოადგენს Arcadia Group-ს და ჩვენმა კომპანიამ ბოლო 5 წლის განმავლობაში ეტაპობრივად შეწყვიტა თანამშრომლობა ამ ჯგუფთან. არა მარტო საქართველოში, არამედ ყველა ქვეყანაში, სადაც ვართ წარმოდგენილები, ეტაპობრივად დავხურეთ ამ ჯგუფში...

3D პრინტერით დაბეჭდილი სახლი, რომელიც დაცულია ზომბებისგან, ანადგურებს ვირუსებისა და ბაქტერიების 99,9%-ს

3D პრინტერით დაბეჭდილი სახლი, რომელიც დაცულია ზომბებისგან, ანადგურებს ვირუსებისა და ბაქტერიების 99,9%-ს
access_time2020-08-15 15:00:15
კომპანია “ჰაუსი” ყიდის ჭკვიან სახლებს, რომლებსაც გააჩნიათ დაცვა ვირუსებისგან. “ჰაუსის” სახლები იყიდება მზა, სრულიად კეთილმოწყობილი, მზის ენერგიის გამოყენებისა და წყლის გადამუშავების ტექნოლოგიით. არ სჭირდება არც სპეცილიზირებული საძირკვლები, არც ინსტალაციის პროცესები. კომპანია ირწმუნება, რომ სახლი შესაძლოა დაიდგას ნებისმიერ ბრტყელ მიწის ზედაპირზე. სახლი შედგება შუშისა და გლუვი თეთრი...

„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა

„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა
access_time2020-08-15 11:57:01
გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად – „BB“ დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა....

გზები საჭირო უმრავლესობისკენ - დამოუკიდებლად თუ კოალიციით?

გზები საჭირო უმრავლესობისკენ - დამოუკიდებლად თუ კოალიციით?
access_time2020-08-15 14:00:57
  „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მას არც უმრავლესობის შექმნა გაუჭირდება და არც მთავრობის დაკომპლექტება. ძირითადი ოპოზიციური პარტიები კი, მომავალ პარლამენტში ძალთა გაერთიანებასა და კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებას გეგმავენ. რაზე მეტყველებს ბოლო პერიოდში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები? რამდენი პარტია შეიძლება შევიდეს პარლამენტში? ვის როგორი შანსები აქვს ამ ეტაპისთვის?   „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა...


მსგავსი სიახლეები

up