ზოგიერთი მაკროეკონომიკური ფაქტორი გაუმჯობესდა – სიღარიბე და უმუშევრობა მაინც იზრდება

ზოგიერთი მაკროეკონომიკური ფაქტორი გაუმჯობესდა – სიღარიბე და უმუშევრობა მაინც იზრდება

access_time2021-08-24 13:00:23

თიბისი კაპიტალი ყოველკვირეულ კვლევაში ეკონომიკის აღდგენის მაჩვენებლებს პოზიტიურად აფასებს. განსაკუთრებულ ყურადღებას კი ექსპორტსა და ტურიზმის ზრდაზე ამახვილებს. კვლევაში მოყვანილი ცალსახა დადებითი ფაქტორების მიუხედავად, გაზრდილი უმუშევრობისა და ინფლაციის ფონზე მკვეთრადაა მომატებული სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებულთა რაოდენობაც.


ივლისში ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42%-ით, 2019 წლის ივლისთან შედარებით კი 21%-ით გაიზარდა. განსაკუთრებული ზრდა ფეროშენადნობების, სპილენძის მადნებისა და მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით დაფიქსირდა. მათ გარდა იანვარ–ივლისში ასევე მკვეთრად გაიზარდა ღვინის, სპირტიანი სასმელების, მინერალური წყლებისა და თხილის ექსპორტიც.


ექსპორტის ნახევარზე მეტი ოთხ ქვეყანაში: ჩინეთში, რუსეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში გადის, მათგან პირველ ადგილს 16.3%-იანი წილით ჩინეთი იკავებს.


ივლისში ტურისტების რაოდენობა 474%-ით გაიზარდა. თიბისი კაპიტალიც ცნობით, ბევრად უფრო მაღალი – 1602%-იანი ზრდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კუთხით დაფიქსირდა.


მატება ფიქსირდება საზღვარგარეთიდან ფულად გზავნილებზე, რომელზეც თბილისიდან გავლენის მოხდენა შეუძლებელია. ივლისში ფულადი გზავნილების მოცულობა 10%-ით, $208 მლნ-მდე, იანვარ-ივლისში კი 35%-ით $1.291 მლრდ-მდე გაიზარდა.


პოზიტიურთან ერთად ბოლო პერიოდში რამდენიმე ნეგატიური ინფორმაციაც გავრცელდა. უმუშევრობა მეორე კვარტალში 22.1%-მდე გაიზარდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8%-ით, ხოლო პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 4.8%-ით მეტია.


ინფლაციის განაკვეთმა 11.9%-ს მიაღწია, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გამო 124 000–ზე მეტ პირს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა.


თუ გასული წლის ივლისში სოციალურ დახმარებას 487 ათასი ადამიანი იღებდა, ახლა ეს რიცხვი 27.5%-ით 622 ათასამდეა გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ყოველი მეექვსე მოქალაქე სოციალურ დახმარებაზეა დამოკიდებული.


2020 წლის სექტემბერში პარლამენტს განსახილველად გადაეგზავნა ბიუჯეტი, რომელიც ეკონომიკის 5%-იან ზრდაზე იყო გათვლილი, ეპიდსიტუაციის გაუარესებისა და სავალუტო ფონდის რეკომენდაციის შემდეგ, ზრდის ტემპი 3.5%-მდე შემცირდა, მოგვიანებით სავალუტო ფონდმა პროგნოზი დამატებით 3.5%-მდე შეამცირა, თუმცა მეორე კვარტალში დაფიქსირებული ორნიშნა მატების ფონზე ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 1.1 მლრდ ლარით გაიზარდა და ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი 7.7%-ით განისაზღვრა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up