``დავით სერგეენკოს საქმიანობამ ჯანდაცვის სფეროს გაცილებით მეტი ნეგატიური შედეგი მოუტანა, ვიდრე დადებითი`` - რას ფიქრობენ ექიმები ?

``დავით სერგეენკოს საქმიანობამ ჯანდაცვის სფეროს გაცილებით მეტი ნეგატიური შედეგი მოუტანა, ვიდრე დადებითი`` - რას ფიქრობენ ექიმები ?

access_time2020-07-29 10:00:55

„სანამ სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრი იყო, კარგი შედეგის მომტანი ნაბიჯები იყო ეპიზოდური, ხოლო  ცუდი  -  უფრო   მეტი“ - კლინიკა ღია გულის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი გრიგოლია დავით სერგეენკოს მინისტრობას ასე აფასებს. ჯანდაცვის სისტემაში ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე მინისტრის დავით სერგეენკოს მინისტრობასთან დაკავშირებით კითხვები, შეფასებები, შენიშვნები თუ აპლოდისმენტებიც ხშირი იყო მისი პოსტზე ყოფნის დროს და შემდეგაც. ამჟამად საკითხი აქტუალურად ინფექციური პათოლოგიის ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის კითხვებმა აქცია. ცერცვაძის განცხადებაში დავით სერგეენკოს მიმართ გაჟღერდა კითხვები, თუ „რა გაუფუჭა“ და „რა  გაუკეთა“ დავით სერგეენკომ ჯანდაცვის სისტემას, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას?


ამავე კითხვებით „კომერსანტმა“ კლინიკების წარმომადგენლებს მიმართა,  თუ რა არგო და ავნო დავით სერგეენკოს ჯანდაცვის სისტემის სადარაჯოზე ყოფნამ ამ დარგს კლინიკებსა და პაციენტებს? კლინიკების წარმომადგენლების პოზიცია დავით სერგეენკოს მინისტრობის პერიოდთან დაკავშირებით ინფექციურის მსგავსად ცალსახა არ არის, რადგანაც,  ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის საქმიანობას ამჟამინდელი სამინისტროს გადმოსახედიდან მეტნაკლებად ეფექტურად მიიჩნევენ, თუმცაღა თავისი ნაკლოვანებებითა და შეცდომებით.


„საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას იმპლემენტაციის შემდეგ, დროდადრო სჭირდებოდა  კორექტირების  შეტანა, ამ მიმართულებით  უმოქმედობა იყო. ამ პაუზამ შექმნა 520-ის  საჭიროება, რაც დარგებში რთულად  ასატანია და ჩემი გადმოსახედიდან უხეშად ჩარევაა სფეროს საქმიანობაში.


საყოველთაოსთან მიმართებაში მე მაქვს ჩემი შენიშვნა, თუ გულდაწყვეტა, რადგანაც შეიძლებოდა ხელი მიგვეყოლებინა მიმდინარე პროცესებისთვის ისე, რომ სახელმწიფოს არ დასჭირვებოდა 520-ე ბრძანება.



შემდეგ თვითონვე დააანონსა, რომ 2015-დან  BRG-ზე უნდა  გადასულიყო,  ეს  არის დაავადებაზე  მიბმული ანაზღაურება, ამ პრინციპით მუშაობს ევროპა, მიუხედავად იმისა, რომ  ეს არ არის  პანაცეა. ამ სისტემით ვიღაცა კმაყოფილია, ვიღაცა უკმაყოფილო. დაანონსდა, თუმცა მერე არც უარყოფილი იქნა ამ სისტემის დანერგვა და არც  მასზე გადასვლა არ მოხდა,“ - ამის შესახებ ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ქირურგიის  დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ბახუტაშვილმა ისაუბრა.


რაც შეეხება სერგეენკოს ჯანდაცვის სისტემის ჰეროსტატედ შერაცხვას, ყველაფრის მიუხედავად, მედიკოსები მსგავს ეპითეტებს გადაჭარბებულად მიიჩნევენ.

„რაც შეეხება სერგეენკოს ჰეროსტატესთან  პარალელის გავლებას, საკმაოდ სერიოზული საკითხია და ვერაფერს გეტყვით ამ შედარების რელევანტურობაზე“ - ამბობს ბახუტაშვილი.

უამრავი ახალი კლინიკა, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის უკონტროლობა - ეს სერგეენკოს მინუსებია რაზეც კლინიკა ღია გულის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი გრიგოლია საუბრობს. მისი მინისტრობის პლიუსებად კი C ჰეპატიტის პროგრამა და თანაგადახდის სისტემა ითვლება.

„„უარყოფითი ნაბიჯი იყო ის, რომ ძალიან ბევრ კლინიკებს ფუნქციონირების საშუალება მისცა, რომლებიც არც  აღჭურვილობით, არც შენობა-ნაგებობებით კლინიკის სტანდარტებში არ ჯდებოდა.

წინა ხელისუფლების დროს მათ დავცინოდით, ასი კლინიკა უნდა ავაშენოო, მე მგონი სერგეენკოს დროს 200-მდე კლინიკა აშენდა, გაიხსნა ძალიან ბევრი განყოფილებები სადაც პაციენტების მკურნალობა არ შეიძლებოდა. ამით, რა თქმა უნდა ხარისხმა დაიწია.

დავით სერგეენკომ რითაც დადებითად დაგვამახსოვრა თავი, ეს იყო c ჰეპატიტის პროგრამა, რითაც ძალიან ბევრ ადამიანს უმკურნალეს აბსოლუტურად უფასოდ.  ეს კი ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. სანამ ეს პროგრამა დაიწყებოდა, ერთი ადამიანის მკურნალობის ღირებულება 15 000 ევრომდე ჯდებოდა.

საქართველოში 2008 წელს მოხდა ყველა სახის ოპერაციების განფასება და ეს იყო ადეკვატური ფასები იმიტომ, რომ მაშინ დოლარის კურსი ლართან მიმართებაში იყო 1,6 მდე.  სეგეენკოს მინისტრობის დროს,  2013 წელს  დაიწყო ინფლაცია -სამედიცინო ხელსაწყოები , მედიკამენტების 90%  საზღვარგარეთიდან შემოდის, ამიტომ სერგეეკოს დროს დაშვებული იქნა თანაგადახდა - ანუ  თუ გულზე ოპერაცია ღირდა 10 000 ლარი, რომელიც იყო 7500 დოლარი, იგივე 10 000 ღირდა სერგეენკოს დროს და ეს გამოდიოდა უკვე 4 000 დოლარზე  ნაკლები. შესაბამისად, სერვისის  ჩატარება შეუძლებელი იყო და შემოიღეს თანაგადახდა , ანუ ის პროცენტი რომელიც პაციენტს უნდა დაემატებინა, იმ პროცენტის  გაზრდა გახდა შესაძლებელი და ამით ვაკომპენსირებდით იმ თანხების ნაკლებობას, რომ ეს სერვისები შეგვესრულებინა.

საბოლოო ჯამში დავით სერგეენკოს მინისტრობამ მეტი ნეგატიური შედეგი დადო ვიდრე, დადებითი. ჩემი აზრით, ჯერ კიდევ 2013 წელს როდესაც საყოველთაო მედიცინა შემოვიდა საქართველოში, რასაც ყველა აღტაცებით შეხვდა, ჩვენ კიდევ მაშინ ვიცოდით, რომ ძალიან ცუდად დამთავრდებოდა და დამთავრდა  520-ე დადგენილებით. საყოველთაო ჯანდაცვამ გამოიწვია ის, რომ სჭირდებოდა თუ არ სჭირდებოდა ყელის თუ ყურის  ტკივილით მოხუცი და არა მოხუცი ადამიანები  წვებოდნენ კლინიკაში მაშინ, როცა მანამდე ამ დაავადებებით არავინ ჰოსპიტალიზირდებოდა. გადაივსო საავადმყოფოები ასეთი ავადმყოფებით, დაიხარჯა სახელმწიფოს უამრავი თანხა და ყოველ წელს ჯანდაცვის სამინისტროზე რამდენიმე ასეული მილიონით იზრდებოდა ხარჯი, რამაც გამოიწვია ის კოლაფსი რაც მოხდა შარშან ნოემბერში.  300 მილიონზე  მეტი თანხის დავალიანება   ჰქონდა  ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკების მიმართ და შეუძლებელი გახდა ყველანაირი სამედიცინო მომსახურეობის ჩატარება.  იმის მაგივრად , რომ  დაედოთ  რეალური ფასები, შეემცირებინათ ცუდი  კლინიკების რაოდენობა აიღეს და  შეამცირეს თითოეულ ნოზოლოგიაზე  გადასახადი, ამან გამოიწვია პერსონალის სახლში გაშვება, რადგან კერძო კლინიკებმა ნახეს, რომ შემოსავალი შემოაკლდათ, ხელფასები შეამცირეს და მთელი მედიცინა ჩავარდა კოლაფსში,“ - განმარტავს გიორგი გრიგოლია.


მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up